საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ირაკლი კობახიძე:ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ირაკლი კობახიძე:ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

 

 

ერთის მხრივ, ყველა ამბობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ეს თითქოს იძლევა დამშვიდების საშუალებას, მაგრამ ჩვენ თავს ვერ დავიმშვიდებთ, მათ შორის იმის გამოც, რომ ეს სისუსტე ხშირად მეტ რისკს შეიცავს ხოლმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, სწორედ სისუსტის გამო წავიდეს რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზე, ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე და პრევენციული ზომების მიღება.

„ადამიანური ბუნებაც და ადამიანთა ერთობის ბუნებაც ასეთია, ხანდახან სისუსტის პირობებში უფრო საშიში შეიძლება გახდეს ადამიანი. მაგალითად, შეიძლება უფრო ადვილად გაისროლოს, უფრო რადიკალურ ნაბიჯზე უფრო მარტივად წავიდეს ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანუ, ხანდახან სუსტი უფრო მძიმე დანაშაულზე მიდის ხოლმე ვიდრე ძლიერი ადამიანი – ეს ადამიანური ბუნებაა, ამიტომ, სისუსტემ არ უნდა დაგვამშვიდოს. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია დღეს ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სწორედ ამაშია რისკი, რომ ისინი შეიძლება ყველაფერ უკადრებელზე წავიდნენ. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ ზედმეტად დამშვიდებული და მათი ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ყველაფერს სჭირდება სათანადო პრევენციული ზომების მიღება. მათთვის არის თვითმიზანი, რომ ქვეყანა არიონ, ხელისუფლება შეცვალონ. რისთვის უნდა ოპოზიციას ეს ყველაფერი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, შესაბამისად, სიფრთხილეა საჭირო.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.