საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სიაფანდზე მთავარსარდალი და ახლა მთლად დაშლილებში ჩასაბარებელი! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

სიაფანდზე მთავარსარდალი და ახლა მთლად დაშლილებში ჩასაბარებელი!

სამგლე მადამ იმპიჩმენტაშვილი და ანა მაკაროვა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
რატომ არიან ასეთი უცნაურები ამ ჩვენს “ქართულ ოცნებაში”? უპირველესად, სად პოულობენ ვეტოდებია და ყოვლად უგვანო საპრეზიდენტო მასალას და შემდეგ, იმათ რაღა ემართებათ, პრეზიდენტის სკამი მოჯადოებულია?
საბრალო მეგი გოცირიძე რომ უტატანებდა სალომე ზურაბიშვილს: “რა ყველაფერზე იღრიჭები, შე ქოცების პრინციპულო არჩევანო, როგორ მეზიზღები, ნეტავ იცოდე და როგორ მინდა, მოგროვდეს საჭირო ხმები შენს მისაიმპიჩმენტებლად ერთი, და მერე ჩაგაყუდონ, ბებერო კუდიანო, ლავროვის აწყვეტილო შლოპანცო და გაწყვეტილო შნუროკოო”, აი, მაშინ უნდა დაფიქრებულიყვნენ “დიდი მეგის” სიტყვებზე და ყურად ეღოთ მისი ნატვრა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. პრეზიდენტის მიერ ჩადენილ დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი იმპიჩმენტია.
მეგი გოცირიძესაც გადაუარა სამგლე სალომეს მტრობამ, მის “ნათლია” გვარამიასაც და მათზე ახორხლილ მთელ ნაცშპანასაც, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანამ უტოპიის სფეროში გადაინაცვლა.
ელემენტარულია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას 100 პარლამენტარის მხარდაჭერა ესაჭიროება, ე.წ რადიკალური ოპოზიცია კი რისი რადიკალური იქნება, “ოცნების” წამოწყებას მხარი რომ აუბას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იმპიჩმენტი დროში გაწელილი პროცესია და ე.წ. პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვერ მოესწრება. უბრალოდ, უმრავლესობამ პასუხისმგებლობა გამოიჩინა კონსტიტუციის წინაშე და სხვა არაფერი. თუმცა, აქამდეც ჰქონდა ეს პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, მაგრამ მაშინ რატომღაც “გაუტარა”. “გაუტარას” ვინ ჩივის, პირიქით, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო მის თავგასულობას, როდესაც მათი მიეთ-მოეთი ასე იკითხებოდა _ “აჟუილოს, რამდენიც უნდაო”.
ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამდის და ვტირიო. ჰოდა, გასდიოდა სამგლე-სალომე სალომესაც და აჟულებდა, სანამ ძაან არ გააჟუილა.
ლავროვის შლოპანცია, მისი გაწყვეტილი შნუროკი, თუ ბებერი კუდიანი, ყველა ვარიანტში ამ ქალისა გამკვირვებია _ ეს ჩვენის იმანო, ისედაც ყელამდე წუნწუხში იჯდა ჩაჟივებული, ისეთები აკეთა და აკეთებინეს, თქვა და ათქმევინეს, კიდევ თავზე გადავლება და ჩონჩორიკის დამატება ეჭირვებოდა? თან ის, მისი ამერიკელი სულიერი კუდიანიც დაგვემშვიდობა, სადაცაა, გადააჯდება ცოცხის ვარიანტში მფრინავ საშუალებას და მოცოცხავს.
განა რამე _ შვილებს კარიერა შეუქმნა და თვითონაც უზრუნველად იქნება მიქელ-გაბრიელის სტუმრობამდე, მაგრამ უხერხული უნდა იყოს, ასე მგონია, როცა ქვეყნის პრეზიდენტობიდან გაგდებენ, რაგინდ საქმეები გქონდეს “გაიმასქნებული”, შინაგანად უნდა გაწუხებდეს. იმ მიზეზის გამო, რატომაც სამგლე სალომეს მასხრად აგდებული ნაპრეზიდენტალის სახელი შერჩება, კიდევ ბილ ქლინთონის იმპიჩმენტის მიზეზი სჯობდა, წუწკი კაცი აღმოჩნდა და არანაკლებ წუწკ ქალთან “იოხუნჯა”, რა უჭირს, თუ ოვალური დარბაზი იყო, ოთხკუთხედ დარბაზამდე ვერ მიაღწიეს.
თან რამდენი ვიზიტები ჰქონია დაგეგმილი, მოსწრებაზეა, ეტყობა…
2023 წლის 3 აგვისტოს, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური უარი ეთქვა სხვა ქვეყნებში ვიზიტზე.
ვა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებზე უნდა ვიბაასოო, _ არ დადრკა ეს სამგლე!
რომელი მობაასე ეს არის, მაგრამ როგორც ჩანს, ისეთს ბაასობს სხვა ქვეყნებში სხვა ენებზე, რომ კარგად ესმით ყველგან, ხოლო საქართველოში, ქართველების გარდა ყველას ესმის მისი ჩიქორთული ქართული. საშაყირო პოსტი გავრცელდა სოციალურ ქსელში, როდესაც დიმიტრი მედვედევმა სალომე ზურაბიშვილის რომელიღაც, საქართველოსთვის მავნებლურ განცხადებას არაპროფესიონალური უწოდა _ ტიპმა მიაწერა: რა გაიგე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში შე დედამო***ო, ჩვენ არ გვესმის, ქართულად რას ლაპარაკობსო.
არ დაიხია სამგლე სალომემ უკან და წერტილ-მძიმეთი გაწერა, სად და როდის უნდა ბაასი, რომელ ქვეყნებში.
მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რითიც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც 2023 წლის 12 ივლისს მიმართა საქართველოს მთავრობას და პასუხიც მიიღო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის მიხედვით _ უარი!
22-24 აგვისტო _ უკრაინა; 16 სექტემბერი _ შვეიცარიის კონფედერაცია; 27-29 ოქტომბერი _ ბულგარეთის რესპუბლიკა; 2-3 ოქტომბერი _ პოლონეთის რესპუბლიკა; 4-6 ოქტომბერი _ ბელგიის სამეფო; 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით _ დანიის სამეფო; 1-2 დეკემბერი _ არაბთა გაერთიანებული საამიროები; 10-12 დეკემბერი _ ჩეხეთის რესპუბლიკა; 18-20 დეკემბერი _ ისრაელის სახელმწიფო. საკუთარი ფულით მინავალა თურმე!
ის საკუთარი ფული რომელიღაა და ვისი ფულია, თქვენ ჩემის ტრულაილაო? _ ასე გამოვიდა.
დანარჩენები იქით იყვნენ, მაგრამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე რა უნდა ისაუბროს და ვის უნდა ებაასოს, ტექსტი მაახლოს ვინმე ღვთისნიერმა, ინტერსი მკლავს…
ამ ქალს საკუთარი კონსტიტუცია აქვს, თუ როგორ არის ამისი საქმე?
თავზეხელაღებული ქალი რომ იყო ნიკა გვარამიას “ნათლული, “ასე თუ ისე ვიცოდით და “ნიკა დაჯილდოებულმა” უფრო გაგვანათლა, მაგრამ პრეზიდენტის რანგში და ასეთი? კაცმა რომ თქვას, რა არის გასაკვირი ქართული გვარის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისგან?
“ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ნიკო ნიკოლაძეს გაუკეთებია, როგორც მწერალს, მრეწველსა და სახელმწიფო მოღვაწეს, შეუძლებელია, მოკლე აღწერასაც კი რამდენიმე ტომი არ ეყოფა. გაივლის კიდევ ერთი საუკუნე და მის შვილთაშვილსაც ვერ ჩავუთვლით მიკერძოებად _ ნიკო ნიკოლაძე ახალი საქართველოს მაშენებელია”, _ ჩვეული ამპარტავნობით მოგვაყვედრა ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილმა.
მე კიდევ ჭორ-მართალი ვიცი, რომ ქართული გვარის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს გენეტიკაში ბორდელში მომუშავე რუსი ქალის, ანა მაკაროვას გენიც აქვს, რომელმაც XIX საუკუნის 70-იან წლებში ნიკო ნიკოლაძისგან ე.წ. უკანონო შვილი, გოგონა გააჩინა. ბავშვი, ნინო მაკაროვა 12 წლის იყო, როდესაც ნიკო ნიკოლაძის მეუღლემ, ოლგა გურამიშვილმა რომელიღაც პანსიონში მიბარებული მოძებნა. ოლგა ერთ-ერთი პირველი ქალი-მასწავლებელი იყო რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, ნიკოს შვილსაც კარგი განათლება მისცა და წარმატებით გაათხოვეს ვინმე ივანე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილსა და ნინო მაკაროვას შეეძინათ ვაჟი, ლევანი, ხოლო ლევანსა და ზეინაბ კედიას _ ქალიშვილი, სალომე ზურაბიშვილი.
კარგი, ბატონო! გავიგეთ რომ ნიკოლაძის შვილთაშვილი ყოფილა მადამ იმპიჩმენტაშვილი, მაგრამ მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის კი არა, ანა მაკაროვას შვილთაშვილიც არის, ჰოდა, დიდი ბებიის ზოგი პირდაპირი მისწრაფება, ზოგი _ ირიბი და შესაბამისი ქცევა-ღალატი მის პიროვნებაში რომ განმეორებულიყო, რა გასაკვირია?..
ამას ჰქვია, “მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადა!”
სიტყვა “ნაბიჭვარი” და მისი მნიშვნელობა ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ძველ საქართველოში დამაკნინებელ სიტყვად არ მიიჩნეოოდა. გლეხის უკანონო შვილი საეკლესიო გლეხთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო, თუ თავადი ან აზნაური ცნობდა თავის არაკანონიერ შვილს, თავადის შვილი აზნაური ხდებოდა, ხოლო აზნაურისა _ გლეხი.
ნიკო ნიკოლაძე 1840 წელს დაიბადა ვაჭრის ოჯახში. (ქართველის ვაჭრობა იმ დროში ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ ეს იქით იყოს) ბორდელში მომსახურე ანა მაკაროვამ ვაჭრის შვილისგან გააჩინა სავარაუდოდ, ნინა და არა ნინო მაკაროვა, რომელიც შემქნელ მშობლებს 12 წელი მიბარებული ჰყავდათ სადღაც. რომ არა ოლგა გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძის გულისხმიერი და სათნო მეუღლე, უაღრესად ტრადიციულ და პურიტანულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, რომელიც ნიკოს სიყვარულით მის შვილებს აგროვებდა და სწორ გზაზე აყენებდა, ანა მაკაროვას შთამომავლობის არანაირი ინტერესი არ ექნებოდა საქართველოს ისტორიას.
(ვინმე ანა მაკაროვასგან შეძენილი ე.წ. უკანონო შვილის გარდა, ნიკო ნიკოლაძეს ბოტიასგანაც ჰყავდა ორი გოგონა: თელიკო და ლოლო. თელიკო ცოლად ცნობილ ფრანგ გენერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ლუიუ კოკეს გაჰყვა, ხოლო ლოლო-ელისაბედი ბელგიელ მწერალს, კამილ ჰიუსმანს, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყოლია ბელგიაში და მათ დაუბრუნდა. მოტყუებული ლოლო ბავშვთან ერთად ჩამოვიდა მამასთან ფოთში, ოლგა კი, რომელიც ამ დროს დიდ ჯიხაიშში იმყოფებოდა, ნიკოს და ბოტიას შვილის განუსაზღვრელი ვადის სამასპინძლოდ მოემზადა. ლოლო, სიყრმის მეგობრისა და ნიკოს სიყვარულის ნაყოფი იყო, იმ სიყვარულისა, რომელზეც აღტაცებით უყვებოდა ნიკო ოლგას. ნიკოს და ბოგუმილას ოჯახი დაიშალა. იმავე წელს დაიწერეს ჯვარი ნიკომ და ოლგამ და პეტერბურგს დაუბრუნდნენ. იქ დაიბადა მათი უფროსი ქალიშვილი, რუსუდანი. მალევე ნიკოლაძეები დაბრუნდნენ საქართველოში 2 წლის რუსუდანითა და 14 წლის უკვე ნინო ნიკოლაძით. დიდ ჯიხაიშში დაიბადა მათი მომდევნო შვილი გიორგი ნიკოლაძე, ხოლო თამრო კოჯორში დაიბადა. უმცროს და-ძმას მზრუნველობასა და სიყვარულს არ აკლებდა ნინო.)
ასე რომ, ამ იმპიჩმენტაშვილს ვინმემ ჩაურაკუნოს თავში და ურჩიოს, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელით სპეკულანტობას თავი დაანებოს. თუ მაინცდამაინც მისით უნდა ყელყელაობა, ოლგა გურამიშვილი მაინც ახსენოს სამადლობელ სიტყვაში. რაო, მთლად “სატრიპაჩო” აღარ ექნება?
ისე კი, ის მითხარი, შენ ვინ ხარ და რა გიკეთებია, თორემ დიდი ბაბუის გვერდით დიდი ბებიის საქმიანიობის დეტალებიც გვაინტერესებს, იქნებ?
მოკლედ, ასეა თუ ისე, სამგლე იმპიჩმენტაშვილს ასე გამოუვიდა: ორივე ფეხზე მკიდია თქვენი საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან, კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებააო.
ამ შემთხვევაში აღარ აქვს მნიშვნელობა, მასზე ზეწოლა ხორციელდება თუ ქვენა გრძნობების ქვეწოლა, ფაქტად ის რჩება, რომ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნული სალომე ზურაბიშვილი გამუდმებით ტესტავს საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მოქალაქეებს, პირველს _ კონსტიტუციის პატივისცემაზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეეებს _ მოთმინებაზე. ჰოდა, ის, რაც არცერთ უღირს საქართველოს პრეზიდენტს არ დამართნია საქართველოში, ის დაემართა, შუბლზე დაღად დაედო აბრევიატურა “იპპ” _ იმპიჩმენტპროცედურული პრეზიდენტი, ისედაც სიაფანდზე მთავარსარდალი და ახლა მთლად დაშლილებში ჩასაბარებელი.
აი, ასეთი სახელგამოხეული პერსონა რომელი ქვეყნის პრეზიდენტებისა თუ ხელისუფლებების სასურველი და პატივმისაგები პერსონა იქნება, ძალიან საინტერესოა. ელემენტარულია, ეს ამჯერად უკვე მეგობარი ქვეყნების ტესტი იქნება, რამდენად უღირთ ვინმე იმპიჩმენტაშვილის გამო საკუთარი თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება საქართველოს მთავრობის წინაშე.
ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის ქალბატონმა იმპიჩმენტაშვილმა, მაგრამ ისე ჰყავს ატანილი წერას, მიკლუხო მაკლაის ვინ ჩივის, ჯეიმს კუკი და მაგელანი სასაცილოდ არ ჰყოფნის…
ახლა ტაშტი გატყდა და ხმა გავარდა, “ფრანკლინის კლუბი” აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტის მოსალოდნელი იმპიჩმენტისგან დაცვის საქმეში, საფასურად კი მისგან ევროპულ დედაქალაქებში ფრანკლინის კლუბის გაძლიერებას ითხოვენ მისი პირადი კავშირებითო.
ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად კი პირსო, მაგრამ, როგორც მრავალგზის ვნახეთ, ამათთან სხვანაირად არის საქმე, ხელები კი ბანენ ერთმანეთს, მაგრამ ორივე ხელით შემდეგ პირს კი არა, ერთმანეთს მოთხვრილ საჯდომებს ბანენ…
მარტის ხელოვნურად აგორებული აქციების დროს ე.წ პრეზიდენტი “ფრანკლინის კლუბის” წევრ ახალგაზრდებს აქეზებდა და იცავდა, მათი ცნობილი აქტივისტი ნანა მალაშხია კი ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა, რითიც საერთოდ გააუფასურა აღნიშნული ორდენი; “ნათლია” გვარამია, ერთ-ერთი მთავარი ნაცზონდერი შეიწყალა ევროსტრუქტურების, აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოების, ამავე ქვეყნების გოშია ნჯო-ებისა და ცალკეული ლიბერასტ-ფაშისტების საამებლად, ჩამოთვლილი მავნებლები კი პირდაპირ არიან ჩამარყუჟებულები “ფრანკლინის კლუბთან”; “ფრანკლინის კლუბის” იდეოლოგს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, რომელიც ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ლობირებს, დაევალა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის ორგანიზებაც, სანაცვლოდ ფარა ახალგაზრდებისა და ნაცტელევიზიების ჩართვასა და სხვა წვრილმან-მსხვილმანს ჰპირდებიან. ეს თავზეხელაღებული ქალი კი ისეთი მობრიტინეა, სად რას დაახეთქებს, წინასწარ ეშმაკიც ვერ განსაზღვრავს, მხოლოდ მის გარშემო მობუჟღავე ქინქლებით თუ ივარაუდებს ადამიანი, ვინ რა გამორჩენას ელის მისი ჩიქორთულისგან.
ამას ვის გადაგვყარეს! ეს ვინ შევიტენეთ!
ზოგადად და ხუმრობაგაშვებით კი, ძველ ქართულად ნეხვი დეიდას (კელი _ ნეხვი. იხ. “ლექსიკონი ქართული”) პრეზიდენტებს არცთუ მზიანი დარი უდგათ, აქეთ სამგლე სალომეს აიმპიჩმენტებენ, იქით _ ჯო ბაიდენს, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ და “რესპუბლიკური პარტიის” წამყვანმა წევრებმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. სი-ენ-ენ-ის ინფორმაციით, სექტემბრის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო სექტემბრის ბოლოს უშუალოდ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია კომისიას არ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე გამოძიებას ატარებს;
იქაც იგივე მოცემულობაა ხმების მხრივ, “რესპუბლიკელებს” პალატაში 218 ხმა არ აქვთ, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად არის აუცილებელი.
ვერ გავიგე, ჩვენ მოგვბაძეს ამერიკელებმა, თუ ჩვენ მივბაძეთ მათ?
ფაქტია, რომ ერთი უაზრო და არაფრისმაქნისი მოცემულობა არის აქაც და იქაც, მხოლოდ სიტყვა “იმპიჩმენტი” გვსიამოვნებს შემეცნებაში…
მოკლედ, ბორდელის მუშაკის, ანა მაკაროვასა და ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილისგან სამი ვარიანტიდან რომელიმეს განხორციელების გარდა, სხვა ვერსია არ მაქვს:
1. ნაცები დააშანტაჟებენ სალომე ზურაბიშვილს _ თუ მიშას არ შეიწყალებ, პარლამენტში კემჭისყრაზე შენს იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთ და გადაგაყენებენო;
2. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის გამოცემითანავე ხელს მოაწერს სააკაშვილის შეწყალების აქტს;
3. სალოქმე ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნისთანავე შეიწყალებს სააკაშვილს!
მოხარული ვიქნები თუ ჩემი ვერსიები არ გამართლდება!..

ზურაბ ოშხერელი