საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მშვიდობას, მეგობრობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს! – საერთო მედია
მაისი 18, 2024

მშვიდობას, მეგობრობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს!

 

“ხალხის ძალის”წევრი, ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის და უნგრეთის მეთაურის საქართველოში  ვიზიტების მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„იკრიბება თანამოაზრეთა და მეგობართა გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ. დღეს სამუშაო ვიზიტით სამთავრობო გუნდის წევრებთან ერთად საქართველოში ილჰამ ალიევი გვესტუმრა. სულ მალე ვიქტორ ორბანი ჩამოდის. თან “ღვინის დღეები” დაემთხვა, თან საქმე. საქმე კი უამრავია, ისევე როგორც გამოწვევები.
უნგრეთს რომ ებრძვის “გლობალური ომის პარტია” ევროკავშირის ზონაში, მასე არავის ებრძვის.

ბრძვიან ესენი სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც, მისი აფეთქების მიზნით. გვებრძვიან “ისე რა” წარმატებით.

აზერბაიჯანის დასანქცირების ინიციატორი, სენატორი მენენდესი აქეთ გახდა ბრალდებების ფიგურანტი, რომელიც იძულებული გახადეს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის პოსტიდან გადამდგარიყო. ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებას მიიღებს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება შემოიფარგლება შიდა სახელისუფლებო “აყირავების” მცდელობით, თუ სპარსეთ/არაბულ სამყაროსთან უფრო სერიოზული კონფლიქტის ნიშნებს შეიძენს.
ამ დროს მეგობრები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და უზიარებდნენ ამ საერთო მოწინააღმდეგის მიმართ ერთობლივად გასატარებელი ზომების ტაქტიკას და სტრატეგიას. მშვიდობას, მეგობრობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს!“წერს დავით ქართველიშვილი.