საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაბეიშვილი: მელია გაგიჟდა!-ომი “ნაციონალურ მოძრაობაში” – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ხაბეიშვილი: მელია გაგიჟდა!-ომი “ნაციონალურ მოძრაობაში”

ახლადგაკეთებული, ჩაბოტოქსებულ, კბილებ ჩაწიკწიკებული და გაზმანული ლევან ხაბეიშვილი ნიკანორ მელიას ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელს უწოდებს და ურჩევს შეწყვიტოს გოდება და წკმუტუნი.

“ვწუხვარ, რომ საკმაოდ არასაქმიანი შეხვედრა გამოვიდა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის გარდა, ახსენებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ძალიან ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მათ შორის, იმ ხალხს ვინც წარმოდგენილი იყო გუშინ ამ შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციაში. არ შეეჯიბრებიან “პოსტივის” და ტელეკომპანია “იმედს” “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში. არ გაუწვენ კონკურენციას კობახიძეს, მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, რომ ლანძღონ მთავარი ოპოზიციური პარტია. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ.

მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი რომელიც დადგა უბრალოდ მიიღონ და რვა თვის განმავლობაში ცოტა არ იყოს და მოთქმა, გოდება, წკმუტუნი და ტირილი, მე არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა ცხადია მივესალმებით. ცხადია, კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან სათანამშრომლოდ მზად ვართ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის გამავლობაში პარტიული მარცხი. შესაბამისად, ვწუხვარ გულწრფელად, რომ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც საქმიანი დისკურსიას ჰქონოდა ადგილი, ჩვენ მივიღეთ დღე როცა კონკრეტული ადამიანები, სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლანძღვა. იმ პარტიის ლანძღვა, რომელსაც თავს ესხმის სამთავრობო, რუსული პროპაგანდისტული მედიები, კობახიძე, ღარიბაშვილი და რუსული პარტია”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.