საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბ ქადაგიძე მერაბ მეტრეველზე: უკანალის თამაში რომ სპორტი იყოს, ნეტა ეს მერამდენე ადგილზე გავიდოდა? – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ზურაბ ქადაგიძე მერაბ მეტრეველზე: უკანალის თამაში რომ სპორტი იყოს, ნეტა ეს მერამდენე ადგილზე გავიდოდა?

“ტრაგედიაა, ასეთ გლუვტვინიანებს ობიექტურობაზე რომ აქვთ პრეტენზია და მედია-სივრცით სარგებლობენ, ჟურნალისტები ჰქვიათ და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ,” – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

ქადაგიძის თქმით, ტრაგედიაა, რომ მსგავს ადამიანებს ჟურნალისტები ჰქვიათ და საზოგადოებრივი განწყობების შექმნის ამბიცია აქვთ.

“უკანალის თამაში რომ სპორტი იყოს, ნეტა ეს მერემდენე ადგილზე გავიდოდა? ტრაგედია ის კი არ არის, რომ ამას ომის დაწყების საბაბი მხოლოდ ტანკების დაქოქვა ჰგონია და ვერაფრით იჯერებს გიგაურისა და ლომჯარიას მოწოდებებს. არც ის არგუმენტია ამისათვის საკმარისი, როცა უკრაინის ხელისუფლება ცალკე მოგიწოდებს და ცალკე პოლიტიკური საბოტაჟითაა დაკავებული ჩვენი ბენეფიციარი ოპოზიცია?!
არც გლობალური ომის პარტიისა სჯერა და ნახევარი მსოფლიო რომ ცეცხლის ალშია გახვეული, თვითონ კი ზის და კლავიატურას უკაკუნებს, ხვალ დილით კაკაოს დალევს, მერე ტელევიზიაში მივა და მშვიდად ჩაწერს გადაცემას, თუმცა აქაც ვერ ახერხებს განსხვავების პოვნას…

ტრაგედიაა, ასეთ გლუვტვინიანებს ობიექტურობაზე რომ აქვთ პრეტენზია და მედია-სივრცით სარგებლობენ, ჟურნალისტები ჰქვიათ და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, თუმცა ეგ პრობლემაც მისი პირადულია, რადგან სადაც ლომჯარიას ნათქვამი – ასეთ მშვიდობას, ომი ჯობიაო, არ არის მოწოდება და უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებები პროვოცირება, იქ კელი დეგნანის კონსპირაციულ შეხვედრებზე და ორაზროვან განცხადებებზე მსჯელობა ხომ შეთქმულების თეორია იქნება ამისათვის?

ჰო, იმ ეგზისტენციალურ
კითხვას – ხვალ დანილოვმა, არისტოვიჩმა, გიგაურმა და ლომჯარიამ ძ…ნის ჭამა რომ მოგვთხოვონ, რა ვქნათო? არ ინერვიულოთ ბატონო მერაბ, მშრალ ხიდზე ძველებური, ხის კოვზების ნაკრები იყიდება, გიყიდით საჩუქრად და ულუფების ზომის მიხედვით შეგიძლიათ ამოარჩიოთ…” – წერს ქადაგიძე.