საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ელისაშვილი – ვირთხათა შორის უვირთხესი! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ელისაშვილი – ვირთხათა შორის უვირთხესი!

 

მოგეხსენებათ, ფაუნის დიდი მოყვარე გახლავართ. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ყველა ფრინველ-ცხოველისა და ქვეწარმავლის ბუნებას ვიცნობ, მაგრამ ადამიანში ჩასახლებული ფაუნის წარმომადგენლების სულის მოძრაობისა ვერაფერი გავიგე!
კაცისებრ არსებას, რომელსაც უაზრო ლაყბობის გამო თავგალაყებულ “თრიალეთის კოდალად” ვიცნობდი, პიროვნებად არც ვცნობდი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში მართლმადიდებლობის დაცვის გამო, 2010 წლის 7 მაისს სააკაშვილის სისხლისმსმელ გიენებს ბიჭები დააჭერინეს.
დიახ, საბოლოოდ დაასამარეს ისედაც სულისმღაფავი ქართული ჟურნალისტიკა 7 მაისს, ძალად გაჟურნალისტებულმა ნინო ჯანგირაშვილმა, დავით აქუბარდიამ და ალექსანდრე ელისაშვილმა, რვა უდანაშაულო ადამიანი დააჭერინეს სააკაშვილის ჯალათებს (ტაძრის მგალობელი ზვიად ბლიაძე ტელევიზიის ეზოშივე დააკავეს, რომლის მამა ინციდენტიდან მეორე დღეს ინსულტით გარდაიცვლა და მიუხედავად იმისა, რომ “პატიმრის შესახებ კოდექსში” ეწერა, გამოსათხოვარ პანაშვიდზე პატიმრის მიყვანა შესაძლებელიაო, მამა საპატიმროში გამოაგლოვეს…)!
პირდაპირი ეთერში ვხედავდით, რა მოხდა სტუდიაში და გვახსოვს, მაგრამ ელისაშვილს, ეტყობა, ჰგონია, ყველა ჩვენგანი მასავით გაგლეჯილი მთვრალი უყურებდა ტელეეკრანს და ის რომ დარბოდა სახეარეული “გვირტყამენ, ამათიო”, ჩვენ სახლში დავრბოდით დუჟმორეულები და ბანს ვაძლევდით…
ეს მედროვე სანათესაო, ხანი რომ გამოხდა და ხელისუფლებაში “ოცნება” მოვიდა, ერთმანეთს ასწრებდნენ ამ რვა კაცის გამართლებას _ იქით აქუბარდია ამტკიცებდა, ჩემთვის ხელი არავის დაურტყამსო, აქეთ ჯანგირაშვილი წიკვნებდა, ჩვენ არავის სახე არ გვახსოვს, ჩხუბიც არ ყოფილაო, ხოლო ეს კოდალა მართალი კაცის იერმიღებული ყინჩად ამბობდა, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილად იყვნენ დაკავებული ეს ბიჭები, უბრალოდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოაწყო ისე, რომ ორი კურდღელი ერთდროულად დაეჭირა _”კავკასიას” ჩრდილი მისდგომოდა და ვისი “ზუბიც” ჰქონდათ, ის მოეშორებინათ, თორემ ჩვენ დაჟინებით ვითხოვდით მათ გამოშვებასო _ ეს უგვანო ყურუმსაღი, ესა, ამდენი ტყუილებისგან თვითონ დაპატარავდა და ცხვირი გაეზარდა, მაგრამ რომ არ გაჩერდა?!
დიახ, ეს ტიკინა ისეთი ერთი უგვანო ვინმეა, რომელსაც იმისიც კი არ შერცხვა, რომ სხვა ურცხვებისთვის არ მიებაძა და უკრაინაში ვითომ საომრად არ წასულიყო _ საპოზიოროდ აისხა თოფ-იარაღი და უკრაინაში, ვითომ ბრძოლის ველიდან, ფეისბუქზე პოსტების გამოცხობა შეუთავსა ბრძოლას, რომ არავინ დაინტერესებულა, სად მიდიოდა, თვითონ გადაგვჭამა თავი, უკრაინაში ვარ, არ შემიძლია სხვისი დარდისა და განსაცდელისთვის თვალის არიდება, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შევუერთდი, საერთო მტერი უნდა დავამარცხოო.
ჩვენი “რემბო”, “როკი”, “ბეტმენი”, “სუპერმენი” და თვით “ხაროში” კოდალა…
მცირე ხანში, ეტყობა, მის გაგებაში მტერი რომ მნიშვნელოვნად დაასუსტა (თუ სუსუნატი შეეყარა), ყასიდად მეომრობა მოსწყინდა (ან უთხრეს, დავაი რა, აახვიე, შენი მუქთამწმელი კარგიცო), ქუდი შემოატრიალა და ისევ დაგვიბრუნდა. როგორც კი დავინახავ, რომ ისევ საჭირო ვარ გმირულ უკრაინაში მეომრად, იმ წამსვე დავბრუნდები მეტი გამოცდილებითა და მეტი შემართებითო, _ ესეც ფბ-ზე დაწერა ჩვენმა ჭინკა მებრძოლმა.
ამ ბოლო დროს რატომ გადარია ეს ყველგან საეჭვოდ მოხვედრილი სუბიექტი, საჯდომისა და ენის უკუღმა ქნევაში ვინ უხდის?
მეკურტუმე კინტოს გარდა, ვინ იკადრებდა იმას, რაც ამ არარაობა კაცისებრმა იკადრა ორიოდე დღის წინათ! _ ეს ჰამქრის კინტოს გაცვეთილი ჭვინტი, ესა!
გაცვეთილი რომ არის, სწორედ იმიტომ მოხვდა ჯერ საკრებულოში და შემდეგ პარლამენტში, თორემ მისი ადგილი სადაც არის, თვითონ უკეთ იცის _ “ჭრელი აბანოების” უკანა კართან უნდა იყოს ატუზული…
აკი ვთქვი, ფაუნის წარმომადგენლების ქცევა-ხასიათის მეტ-ნაკლებად მცოდნე ვარ-მეთქი _ ვირთხა აბსოლუტურად მცდარად არის მიჩნეული აგრესიულ მტაცებელ მღრღნელად. ვირთხა, გავლენის სფეროს ან ნადავლის დაუფლების გამო, როგორც სხვა ინდივიდები, საკუთარ თვისტომელს ეჩხუბება, მაგრამ არასდროს ესხმის თავს სხვა ინდივიდს, მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამონაკლისი, როდესაც ძალიან ეშინია და შიში სძლევს სიფრთხილეს.
ალექსანდრე ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს იმ ვირთხასავით მიახტა, კუთხეში რომ მიიმწყვდევენ, გასაქცევს აღარ დაუტოვებენ და შიშისგან გონებაარეული, ანგარიშმიუცემლად იერიშზე თვითონ გადადის.
ადამიანური შეფასებით, რანაირადაც ეს კოდალასებრი ვირთხა მამუკა მდინრაძეს დაესხა თავს, არც კაცურში წერია და არც ბოზურში _ კაცი ლაპარაკობს, მანდილოსნებს მიმართავს და სხვა მხარეს იყურება, დააცადე, შე ვირთხა, მოახედე შენკენ და მერე გაიქაჩე, შე კუნთდალეულო მკვეხარა მამალო!
ეს ბაქია კურდღელი! ქუჩაში გამოვარდნილმა, აქოშინებულმა ჯერ ერთი ბოთლი ცივი წყალი გადაივლო უჰიპოფიზო გავარვარებულ თავზე, შემდეგ კი მოაღო პირი, გაილახა ხოშიანად მდინარაძე, მოხვდა რუსულ სიფათშიო.
მეზობლად სვანი ბიჭი ცხოვრობდა მდგმურად, კვირა არ გავიდოდა დალურჯებული არ ჰქონოდა თვალი. ბებიაჩემი შეწუხდა, რა გჭირს, შვილო, ხვიჩა, სულ დალურჯებული რატომ გაქვს თვალიო? ბებო, გუშინაც ვცემეთ რუსთაველზე ტიპებიო. ბებიაჩემმა შეიცხადა: ბეჩა, ისე რანაირად სცემ, რომ სულ შენ ხარ ნაცემიო?
ასე იყო გუშინწინ ამ კოდალას ამბავიც, მდინარაძე გაილახაო და თვითონ იყო ნათეთქვი ჩირგვებში კუდით ნათრევი წუკლაკი მელასავით….
ფუ, შეგირცხვა ცხვირ-პირი!
კოდალა კი არა, ვირთხათა შორის უვირთხესი ყოფილა ეს ჭინკა!

ზურა ოშხერელი