საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქართველმა ხალხმა სოდომური იდეოლოგიის დამნერგავი ენჯეოები თავის ნებაზე არ უნდა მიუშვას – საერთო მედია
მაისი 19, 2024

ქართველმა ხალხმა სოდომური იდეოლოგიის დამნერგავი ენჯეოები თავის ნებაზე არ უნდა მიუშვას

 

გვესაუბრება საქართველოს
მწერალთა კავშირის
თანათავმჯდომარე
ბაღათერ არაბული:

_ ბატონო ბაღათერ, ხელისუფლება ითხოვს, ევროკავშირის ელჩი დაინტერესდეს, ვინ ფინანსდება ევროპული, ამერიკული ფონდებისგან და რას ხმარდება ეს თანხები…
_ საკითხი საკმაოდ პრობლემურია. სხვადასხვა ამერიკული თუ ევროპული ფონდები არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, რომლებზეც პოლიტიკური პარტიებია მიბმული. ხელისუფლებას აბსოლუტურად ვეთანხმები _ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული უნდა აიკრძალოს. თავად ეს ენჯეოები პირდაპირ უცხოურ ლობისტურ კომპანიებზეა მიბმული, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ და ქართულ პოლიტიკაში ფარულად ერთვებიან, რათა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიონ. მიხარია, რომ “ქართული ოცნება” ამ ფაქტებზე მწვავედ რეაგირებს. თუმცა, მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ დონორებისა და აქაური ენჯეოების მიმართ ზომები გაამკაცროს. ხელისუფლებამ ტელევიზიით კი არ უნდა გვამცნოს, რომ ეს ძალები ქვეყნის გადატრიალებას გეგმავენ, არამედ რეაგირება მოახდინონ. სუს-ი იმიტომ არსებობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაკითხოს და გაარკვიოს, რაში იხარჯება აღნიშნული თანხები. ეს ფული საქართველოში ევროების, დოლარების სახით შემოდის. საქართველოში ლარის ინფლაცია რომ ხდება, უცხოელებს უხარიათ, რადგან დოლარის, ევროს ფასი მაღლა იწევს. გარე ძალების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ეს არის აგენტურა, რომელიც დავალებას სხვა ქვეყნიდან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იღებს და კიდეც ასრულებს.
საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, დაახლოებით, ორმოცი ათასამდე ადამიანია ჩართული. ხელისუფლება კი ვერაფერს აკეთებს. გახსოვთ, რა მოჰყვა 7-8 მარტს უცხოელი აგენტების წინააღმდეგ კანონის მიღებას. გამოცვივდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყანა კინაღამ თავზე დაგვამხეს _ პოლიციელები ლამის მოლოტოვის კოქტეილებით დაწვეს. სახელმწიფო გადატრიალებას ბეწვზე გადავრჩით. ხელისუფლებამ ვერაფერი მოიმოქმედა, რადგან დასავლეთმა დამნაშავეების დაპატიმრება აგვიკრძალა. ძალოვანმა სტრუქტურებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონამ ძალების წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად მოითხოვა, უცხოურმა დონორებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეწყვიტონ. როგორც მან აღნიშნა, “ამერიკის დემოკრატიის ფონდი” თანხებს არ ასაჯაროებს. მერე აღმოჩნდება, რომ ამერიკელი გადამხდელების თანხა პოლიტიკური პარტიებისკენ მიედინება, რათა წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ. ეს უნდა აღიკვეთოს!
“იუესაიდი”, “გაეროს ფონდი”, “ჰერა-21” და სხვა ფონდები აქ სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებენ, რათა ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ჩამოშალონ. მაგალითად, გაერომ დააფინანსა სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებების დაცვას ეხებოდა. “თბილისი პრაიდმა” კი ჩაატარა სემინარი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თემაზე. ნიდერლანდების საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, ევროსაბჭოს ვებგვერდებზე ასახულია, თუ რაში იხარჯება გრანტები. რად უნდა ამას კანონის მიღება?! დაიბარონ ის უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც თანხებს არ ასაჯაროებენ და პასუხი მოსთხოვონ. როცა მალავ, რაში იხარჯება თანხა, ეს ნიშნავს, რომ ფული მტრული ქმედებისთვის არის განკუთვნილი. ასეთ ფონდებს საქართველოში მუშაობა უნდა აეკრძალოთ.
სწორედ ასე მოიქცა თურქეთი. ერდოღანმა ასამდე ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. აზერბაიჯანმა თავის ქვეყანაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეუშვა. შედეგად, ამ ქვეყნის ცხოვრების გაუმჯობესება, სახეზეა. 90-იან წლებში ჩვენი მოსახლეობა 5,5 მილიონს შეადგენდა, აზერბაიჯანის კი _ 5 მილიონს. დღეს აზერბაიჯანში 10,5 მილიონი მოსახლეა, ჩვენ კი _ მხოლოდ 3,5 მილიონი დავრჩით. აზერბაიჯანში კულტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა ყვავის, აქ ყველაფერი განადგურდა. იმიტომ, რომ უცხოეთიდან დაქირავებული აგენტები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.
არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ოპოზიციის საქციელს, რომელმაც ევროინტეგრაციის ოფიციალურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. არადა, თავი მოაქვთ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვიან. მათ დასავლეთიდან დირექტივა მიიღეს, ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ. საქართველოში ამ ფონდების შემოშვება უნდა აიკრძალოს. ამ საკითხს პრინციპულად მიუდგა ბელორუსი. მან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ, ქვეყნიდან გაყარა. ჩვენც იგივეს თუ არ გავაკეთებთ, საქართველოში უარესი მოხდება.
როგორც იცით, “ქართული ოცნება” ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, კანონის ინიცირებას აპირებს. ამის პასუხად რა ხდება? _ არასამთავრობო ორგანიზაციები მცხეთაში ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში შეიკრიბნენ და იმსჯელეს, როგორ დაბლოკონ ეს კანონი და საქართველოში მეორე 7-8 მარტის სცენარი მოაწყონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ლგბტ ჯგუფების პროპაგანდა საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში უნდა აიკრძალოს! ამ დაწესებულებებში, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩნენ ნაცი პედაგოგები, პროფესორები, რომლებიც ამ იდეოლოგიით ბავშვებს წამლავენ. მთავარია, ხელისუფლება ამ საკითხს პრინციპულად მიუდგეს. დარწმუნებული ვარ, კანონს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს, ასევე, მწერლებიც, საზოგადო მოღვაწეები. თუ ენჯეოები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის გასაპროტესტებლად გამოვლენ, ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს. ამ სოდომური იდეოლოგიის დამნერგავი ორგანიზაციები თავიანთ ნებაზე არ უნდა მივუშვათ.
სუს-მა ეს ორგანიზაციები სპეციალურ კონტროლზე უნდა აიყვანოს. ვიმეორებ, ვინც არ გაასაჯაროებს, რა მიზნით შემოაქვთ საქართველოში და რაში იხარჯება ეს თანხები, უშიშროების სამსახურებმა ეს ორგანიზაციები საქართველოდან უნდა გააძევონ. ისინი საქართველოს მტრები არიან და არა სტრატეგიული მეგობრები. თუ ამერიკა მართლაც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, მაშინ თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მტრულად განწყობილი ორგანიზაციების მიერ საქართველოში თანხების შემოდინება დაბლოკოს. ასევე უნდა მოიქცეს ევროსაბჭოც და სხვა რიგი ორგანიზაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში წყალს თავად ამღვრევენ და პოლიტიკური ბაკქანალიის მოწყობას აპირებენ, რაც ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება.
_ რა მოხდება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ენჯეოები თეთრ სახლთან რომ მივარდნენ და ბაიდენის გადაყენება მოითხოვონ?
_ იქიდან ყველას ერთ საათში გაყრიან. რაც აქ 7-8 მარტს მოაწყვეს, ამას ვერც ამერიკა აიტანს და ვერც ევროპა. ხომ უყრებთ, როგორ დაუნდობლად არბევენ მომიტინგეებს უცხოეთში. თუ ამერიკაში მანქანებს დაწვავ, პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრი, ეს დანაშაული, კრიმინალია, აქ კი იგივე ქმედება დემოკრატიასთან ასოცირდება. ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტი არ უნდა დაუშვან. კარგ რჩევებს ყოველთვის მივიღებთ, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის ლგბტ პროპაგანდას ვერ გავიზიარებთ. იგი ამბობს, ლგბტ იდეოლოგია ამერიკული სულიაო. ბაიდენი ამაყობს, რომ მის ადმინისტრაციაში 70% ლგბტ იდეოლოგიის წარმომადგენელი მუშაობს. თავად როგორც სურთ, ისე იცხოვრონ, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებს კი, რითაც გადავრჩით, პატივი უნდა სცენ.
_ ევროპა გვეუბნება, რომ ცხრა დათქმა თუ არ შესრულდა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
_ დიახ, ხან გვემუქრებიან, დეზინფორმაციის წინააღმდეგ არ იბრძვითო, ხან გვეუბნებიან, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეამოწმეთ, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასაო და ა. შ. აღმოჩნდა, რომ სასამართლო სისტემაში გვყოლია მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ დასავლეთიდან იმართებიან და მათ დავალებებს ასრულებენ. ცხრა დათქმიდან სამი-ოთხი პირდაპირ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს დეზინფორმაციის გავრცელება? თუ გარკვეულ პუნქტებს არ ვეთანხმებით, ან იმ დადგენილებების მიღებაზე ვამბობთ უარს, რაც საქართველოს ინტერესში არ შედის, მაშინვე დეზინფორმაციის გავრცელებაში გვადანაშაულებენ. რა გამოდის, ევროპის ყველა მოთხოვნას ბრმად უნდა დავეთანხმოთ და მან ჩვენი ინტერესები არ უნდა დააკმაყოფილოს?! ეს სტრატეგიული თანამშრომლობა კი არა, ცალმხრივი ქმედებებია. ასეთი ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენს მიმართ აშშ და ევროპა ახორციელებენ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ვყოფილართ. ქართველი ხალხი თავმოყვარეა _ რუსებს არ მოუთმინეს და საბჭოთა კავშირის დანგრევაში ერთ-ერთი პირველები იყვნენ. ასე რომ, თუ დასჭირდათ, ევროკავშირის წინააღმდეგაც წავლენ.
_ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. თუ ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს, რა ძალა ექნება მის სიტყვას?
_ “ნაცმოძრაობა” აღარ არსებობს. მისი რეიტინგი განულებულია, რომლის ლიდერი ლუქსში ისვენებს. იგი აუცილებლად ციხეში უნდა გადაიყვანონ და ისევე მოიხადოს სასჯელი, როგორც სხვა პატიმრები იხდიან. პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს, მალევე უკან შეაბრუნებენ. რა დანაშაულისთვისაც სასჯელს იხდის, ეს ცინიზმია. მთავარი დანაშაული ტერიტორიების დაკარგვაა, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ნაცებს რეიტინგი ავანტიურისტი სააკაშვილის წყალობით ჰქონდათ. ხაბეიშვილის ლიდერობით რამდენ პროცენტს მიიღებენ, შემოდგომაზე დავითვლით.

თამარ შველიძე