საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შალოს მევახშეობაზე ზოგიერთები ლეგენდებს ყვებიან და ახლა ეს ხელიდან წასული ადამიანი სხვებს ლანძღავს ჭუტაანთ უბორნიიდან – საერთო მედია
მაისი 19, 2024

შალოს მევახშეობაზე ზოგიერთები ლეგენდებს ყვებიან და ახლა ეს ხელიდან წასული ადამიანი სხვებს ლანძღავს ჭუტაანთ უბორნიიდან

“გუშინ შალომ ქვა ქვაზე აღარ დატოვა!
😆
კეკელიძის ქუჩაზე მოწყობილი პროვოკაციის ფონზე მევახშეები ხო ლანძღა და ათრია, ბიძინა ივანიშვილიც ზედ მიაყოლა – სწორედ ეგ არი მთავარი მევახშე საქართველოში, სწორედ ეგ უნდა დავამხოთ პოლიტიკური მეთოდებითო.
გაიგონეთ? ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ პოლიტიკური მეთოდებითო!
😂
ისაო… რაღა დროს მევახშეობა და ვალების აღებაა, ეგეთი რაღაცები ბაბილონში იყო, თუ ადამიანი ვალს ვერ გადაიხდიდა, მონად მიჰყავდათ და იქაც მოისპოო.
ვააახ, თურმე ბაბილონში ეგეთი რაღაცები აკრძალული ყოფილა.
მე რა, ეგე, შალო იძახის ეგრე!
რა, მარტო ბაბილონში?
შალოს თქმით, ძველ ჩინეთშიც ეგრე ყოფილა – თუ ადამიანი ვალს ვერ გადაიხდიდა, მონად იყიდებოდა.
ასთივე წესი ყოფილა ეგვიპტეში – თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა, უნდა ემუშავა მევახშის ნაკვეთში.
აი, რომში კი საერთოდ გააუქმებიათ ფულის სესხება-გასესხება.
აქ უცებ ,,ჭუტლექსვიზიის” გადაცემის წამყვანი ბურატჩინენკო ჩაერთო – ბიძინა ივანიშვილი უფასო ფულს რომ გვპირდებოდა, სად არი, მოგვატყუაო?
შალომ – იიიჰ, მაგის მეტი არაფერი მოგვატყუაო?
(ამათ, ამ უბედურებს უფასო ფული ისა ჰგონიათ, ციდან რომ ჩამოცვივდება).
გამოსავალი რა არიო?
შალომ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და მკაცრი ტონით მიუგო – გამოსავალი არის ოლიგარქის, ანუ მთავარი მევახშის დამხობა პოლიტიკური მეთოდებითო.
ეს ბოლო ორი სიტყვა იმიტომ დაამატა, ემანდ არავინ მომედავოს, დამხობისკენ რათ მოუწოდებო.
😂
არა, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მევახშემ მევახშეები მიწასთან გაასწორა და ქველმოქმედ კაცსაც მევახშე უწოდა.
დიახ, თავად მევახშემ!
მის გარშემო ყველამ კარგად იცის, როგორ აპროცენტებდა შალო პოლიტიკური მაქინაციებით ნაშოვნ ,,მაყუთს” თანაპარტიელებზე.
ვისაც არ გჯერათ, ჰკითხეთ კახა ძაგანიას და სოსო შატბერაშვილს.
ჰა, ჰა, ჰა!
კახა ძაგანია იმასაც მოგიყვებათ, როგორ მიაპროცენტა შალომ კახას დედას ფული იმავე კახას ზურგს უკან. თან გააფრთხილა, ეს ამბავი კახამ არ უნდა გაიგოსო.
როცა კახამ გაიგო, უკვე გვიანი იყო. თუმცა შალომ თავი იმართლა, მე არაფერი ვიცოდი, ნდობით აღჭურვილმა პირმა ჩემგან დამოუკიდებლად მიაპროცენტაო.
აბა, კაცო, ნდობით აღჭურვილმა პირმა არ იცოდა, კახა ძაგანია ვინ იყო.
😂
შალოს მევახშეობაზე ზოგიერთები ლეგენდებს ყვებიან და ახლა ეს ხელიდან წასული ადამიანი სხვებს ლანძღავს ჭუტაანთ უბორნიიდან.
დაყენდი, შალო, დაყენდი!
პრინციპში, ამა წლის ოქტომბრის ბოლოს ისედაც დაგაყენებენ, მაგრამ რაც ადრე დაყენდები, შენთვის უკეთესი იქნება!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.