საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დღეს პროირიტეტი ენიჭება უნიჭობის და უინტელექტობის ზეიმს!!! – საერთო მედია
მაისი 19, 2024

დღეს პროირიტეტი ენიჭება უნიჭობის და უინტელექტობის ზეიმს!!!

“ყოველი ახალი თაობა, მისი განვითარება და ჩამოყალიბება ერის გამოწვევა
და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ, განსაკუთრებით მათ ვისაც მიაჩნია რომ მეტი ესმის და იცის.
იზრუნოს მომავალი თაობის განვითარებასა და აღზრდაზე
მე საბჭოთა კავშირის დროს გაზრდილი და აღზრდილი დიდი ხანი დარწმუნებული ვიყავი რომ ყველას ასეთი შესაძლებლობები ქონდა რაც მე
როცა დავაკვირდი და აღმოვაჩინე თუ რამხელა სიცარიელე დაისადგურა პოსტსაბჭოთა სისტემაში ახალი თაობის სულიერი და ეროვნული თვითშეგნების განვითარებაზე – თანაგრძნობა გამიჩნდა
რათქმა უნდა გავბრაზდი იმათზე ვინც ვალდებული იყო ამაზე ეზრუნა
▪️
ბოლო 30 წელია რამდენიმე თაობა იზრდება თვითდინებით, იზრდება მხოლოდ ოჯახის იმედად
და ოჯახში სწორი ღირებულებებით გაზრდილებს გარეთ ისეთი საპირისპირო ხვდება. რომ იწყება გამორკვევის და დამკვიდრების ხანგრძლივი პერიოდი!
▪️
ერის განვითარების და ერის ინტერესების არარსებულმა იდეოლოგიამ,
ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფამ,
საკუთარი ისტორიის მიმართ უპასუხისმულობამ,
ისტორიული გმირების დაკნინების არაერთმა და გამწარებულმა მცდელობებმა
თავისი შედეგი დადო!
დღეს ნატა ფერაძის სირობას ეთმობა მეტი საეთერო დრო, მეტი პუბლიკაცია
ვიდრე ქართველებისთვის სასახელო ხრესილის ბრძოლის გამარჯვებას და გმირი, წმინდა მეფის სოლომონ პირველის ძეგლის გახსნას და პატივის მიგებას!!
▪️
დღეს პრიორიტეტი ენიჭება უნიჭობის და უინტელექტობის ზეიმს!!!
პრინციპი
გადართე არხი – აღარ მუშაობს,
რადგან ყველა არხზე ერთი და იგივე, უავტორიტეტო და არაფრით საინტერესო არსებების გრიმიტია!
ამას წინათ პროფესორი ევსტაფიევის ასეთი სარკასტული ფრაზა მოვისმინე
– Влажная фантазия
და ეს ფრაზა ზედ აკვდება ზედაპირული და ყოველგვარი მორალისაგან დაცლილი არსებების სბროდს, რომლებიც პრიმიტივიზმის განსახიერება არიან და საქმე იქამდე მიდის. რომ შესაძლოა პრიმატებსაც კი მეტი ინტელექტი აღმოაჩნდეს
▪️
ხო, ეს ალბათ იმან გამოიწვია რომ არსებული სწავლის სისტემა ლამის მთლიანად ჩაანაცვლა თანამედროვე კინემატოგრაფიის ე.წ. მსოფლიო გაყიდვების პირველ ადგილას გასულმა ფილმებმა, სადაც აზრს ჭარბობს ვიზუალური ეფექტი!
ჩაკ ნორისს და ჯეკი ჩანს კიდე რა უჭირს
აი სტალონეს კობრასა და შვარცენეგერის ტერმინატორის გავლენაზე უარესი არაფერია
სიმართლე გითხრათ ვერც ერთი მაქვს ნანახი ბოლომდე, რადგან დასაწყისშივე შევწყვიტე ყურება .
და ამის პარალელურად ნიცშე, ფროიდი და ისეთი მძიმე ფილოსოფოსები თუ ფსიქოლოგები შემოიტანეს, რომლის გაგება არათუ მოზარდს, ზრდასრული კი ადებილებს
არაფერს ვამბობ ფუკუიამას ლიბერალურ უტოპიურ დოქტრინაზე და ამდაგვარი გაუგებრობების გაგების მსურველებზე!!!
▪️
უკაცრავად!!!
როცა მე სკოლაში ვსწავლობდი არსებობდა კლასგარეშე ლიტერატურა, რომლის წაკითხვა იყო აუცილებელი
გვინდოდა თუ არა ეს უნდა გაგვეკეთებინა, თუ გადაასწრებდი პროგრამას და მეტს წაიკითხავდო შენთვის უკეთესი
ახლა? – არ ვიცი ახლა წერა კითხვის სწავლას როგორ ახერხებენ ბავშვები
როცა გადავხედე სასწავლო წიგნებს და პროგრამას შოკი მქონდა!!!!!
‼️‼️‼️
ფაქტია რომ ე.წ. პრადვინუტი განათლების მეთოდებით და სისტემით
განახლებული სასწავლო წიგნებით
ძალიან ბევრი გონებაჩლუნგი მივიღეთ!!!
და რომ არა ოჯახების დიდი უმრავლესობა საქართველოში ვისთვისაც განათლება მნიშვნელოვანია
შედეგი იმაზე უარესი იქნებოდა ვიდრე არის!!!”

წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე.