საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დასავლური რეალობა – ვირტუალური დემოკრატია – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

დასავლური რეალობა – ვირტუალური დემოკრატია

 

გლობალურ პოლიტიკაში
მიმდინარე მოვლენებს
„საერთო გაზეთთან“ აფასებს
ჟურნალისტი ნუკა არველაძე

“ვირუსი”
ლიბერალიზმის სახელით
წარმოუდგენელია შობის ისეთი სახით გაქილიკება, რაც წელს უკვე გაბედეს!
რუსული შობა? – შობას ეროვნება მიანიჭეს ამ მართლა უჯიშოებმა! სურათი, რომელიც 30 წელია, ჩვენს თვალწინ ვითარდება, ხოლო ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით ხილული და აქცენტირებული გახდა, თუ სამშობლო არ გძულს, შეუძლებელია, რომ გაიზიარო!
ის მარაზმი, რასაც ჩვენი ადგილობრივი პროვინციული „ლიბერალები“ ებოლას ვირუსივით ავრცელებენ და რამაც უკვე ღრმად დაასნებოვნა „დასავლური ღირებულებების“ მქონე ბევრი ქვეყანა, – ლიბერალიზმის სახელით, ნეოფაშიზმის გამავრცელებელი ვირუსია! დემოკრატიის და თავისუფლების სახელით არაერთი განადგურებული, ცეცხლის ალში და უბედურებაში გახვეული ქვეყანა ვიხილეთ!
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, უკვე „ლიბერალებად“ წოდებული ნეოფაშისტური ძალები ისეთი შენიღბული იყვნენ, რომ არა მსოფლიო გლობალიზაციის და გლობალური ომების არქიტექტორების რუსეთთან დაპირისპირება და, ფაქტობრივად, ცივ ომში შესვლა, ვინ იცის, რა მოხდებოდა და ეს ვერაგი ძალა რამდენად დააზარალებდა ჩვენს სამშობლოს!
უკრაინა-რუსეთის ომად შერაცხული მსოფლიო დაპირისპირება, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, საკმაოდ კარგად მომზადებული ავანტიურაა, ათწლეულების განმავლობაში დამუშავებული და დახვეწილი პიარტექნოლოგიებით!

დასავლეთის ვირტუალური დემოკრატია
მთავარია, „დემოკრატების“ კადრი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკის პრეზიდენტის სახელს, გვარს, ფსიქიკურ მდგომარეობას, გემი მაინც მიდის და მას უხილავი „სხვა“ მართავს, „სხვა“, რომელიც ამერიკელ ხალხს არ აურჩევია! ესაა დასავლური ვირტუალური დემოკრატია !
ვის გჯერათ, რომ მძინარა ბაიდენი ქვეყანას თვითონ მართავს? ვის გჯერათ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელის ლეგენდარულ „მოსადს“ აშშ-ის „ცერეუს“ და ბრიტანულ „მი-6“-ს“გამოეპარა? ვის გჯერათ, რომ 22 000 პალესტინელის, მათ შორის 14 000 ბავშვის და ქალის ამოწყვეტა „ჰამასს“ გაანადგურებს? გაანადგურებს იმ ბოროტებას, რომელმაც 7 ოქტომბერს 1200 ადამიანი დახოცა და მძევლად აიყვანა? ვინ ცრუობს და ვინ ტყუვდება?! ვის სჯერა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნარცისი სააკაშვილი მართავდა საქართველოს?!
გული გაგვიგლიჯეს, როცა ბუჩა აჩვენეს – ნერვიულობისგან არ მეძინა!
რა დაემართა გამოძიებას? როგორც ვიცი, ვერაფერი მოიმოქმედეს და რუსეთის მოთხოვნასაც, რომ ბრიტანელებმა მტკიცებულებები და მოკლულთა გვარები გაასაჯაროვონ, დუმილით უპასუხეს. საერთაშორისო გამოძიებით კი გაირკვა, რომ უკრაინა არც ჰააგის და არც სხვა საერთაშორისო სასამართლოებს არ სცნობს და არც მათი წევრია, ისევე, როგორც რუსეთი. დღესაც ბევრი რამ არის გაურკვეველი და ბურუსით მოცული. თუმცა, ვფიქრობ, შორსა არ არის ის დღე, როცა ყველა სიცრუეს და ავანტურას ნათელი მოეფინება!
მოდი, ასე დავარქვათ, ნეოფაშიზმის იდეოლოგიის გამტარებელი დასავლური ძალები, თავისუფლების და დემოკრატიის სახელით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ცდილობენ მსოფლიოში ჰეგემონის როლის შენარჩუნებას და ამით საკუთარი უსაფრთხოების და სიძლიერის გამყარებას.
ბინძური თამაშები საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობის მოპოვებით და მერე დემოკრატიისა და თავისუფლების შენების დაპირებით დაიწყო;
კარგად შეისწავლეს და გამოიყენეს დისიდენტები და საბჭოეთის სიმახინჯესთან მებრძოლი ადამიანები, ზოგი გაცნობიერებულად აქციეს აგენტებად, ზოგიც – საკუთარი პატრიოტიზმის წყალობით – ბრმა იარაღად. დაამუშავეს ეს ადამიანები და აგენტების ნაწილს დროდადრო აღვიძებენ, როცა სჭირდებათ. ნაწილმა თავისი საქმე აქტიურად აკეთა და ჯერჯერობით არხეინაადაა…

მსოფლიო ჰეგემონიის
განმტკიცების გეგმა
თავიდან იყო მოლაპარაკება, რომ მშვიდობიანი მსოფლიოს სახელით, ამერიკა და რუსეთი ერთად დააბალანსებდნენ მსოფლიოს დიდ მოვლენებს, მათი ინტერესები არ გადაიკვეთებოდა და იქნებოდნენ არხეინად. რუსეთის მხრიდან იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა: რუსეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხე არ შეექმნა აშშ-ს და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. მათ შორის, მთავარი იყო რუსეთის სიახლოვეს ნაკლები ნატო-ს ჯარები და ნაკლები ჩარევა შიდა პოლიტურ საქმეებში.
იმდროინდელი საბჭოთა ელიტა დაჭაობეული რომ იყო, ამაზე ვთანხმდებით.
ვთანხმდებით იმაზეც, რომ კომუნისტური პარტიის და საბჭოთა КГБ-ს მაშინდელმა მესვეურებმა დასავლეთში დიდი ფული და „პარტიის ოქრო“ „გადაქაჩეს“ და ბევრი მათგანი დღეს მშვიდ სიბერეს ევროპასა და აშშ-ში ატარებს თვით გორბაჩოვი, თვით საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი და ბევრი „გალიბერალებული“ კომუნისტი!
აქვე, ლამის სამაგიდო წიგნად იქცა ზბიგნევ ბჟეზინსკის „დიდი საჭადრაკო დაფა“ – ვითომ გათვლა და ანალიტიკა რუსეთის სამ ნაწილად დაშლის თაობაზე და მის ადგილას უამრავი პატარ-პატარა სახელწიფოსმაგვარი ქვეყნის აღმოცენებაზე!
ახლა ვხვდები, ეს იყო მსოფლიო გლობალიზაციის და ჰეგემონიის განმტკიცების გეგმა და არა ანალიტიკა ან სტრატეგია. ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცის რესურსების დაპატრონების გეგმა, რასაც ახლა დაემატა ლოჯისტიკური დერეფნების კონტროლის სურვილიც რესურსების გატარებისთვის.
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნეოფაშისტი გლობალისტები ომებს იწვევენ ყველა ქვეყანაში, სადაც მთავრობებს ვერ იმორჩილებენ!
ამის პირველი მსხვერპლი გახლდით ჩვენ და ჩვენს მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია!
ახლა უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ დასავლეთი ელცინის რუსეთის მთავრობასთან და КГБ-დან გადაბირებული და სხვადასხვა ინტერესებით „დავერბოვკებულ“ მაღალჩინოსნებთან ერთად მოქმედებდა!
თუნდაც უფროსი ბუშის სიტყვები გავიხსენოთ, როცა მან დამოუკიდებელი საქართველოს მხარში დგომის ნაცვლად თქვა, რომ გამსახურდია მდინარის დინების საპირისპიროდ მიდის!
გავიხსენოთ თუნდაც შემდეგ განვითარებული მოვლენები: შეკვეთილი მკვლელობები, მოწყობილი ავარიები, გათამაშებული ტერაქტები… და სასწრაფოდ ქვეყნიდან გაქცეული იგორ გიორგაძეც, რომლის ცხოვრების აზრი მხოლოდ გალიბერალებული პატრონის მსახურებაა და არა საკუთარი სამშობლოს სიყვარული!
გიორგაძე და ალასანია ლიბერალური რუსეთის და საბჭოთა კავშირის КГБ-ს გადაბირებული, გალიბერალებული ნარჩენები არიან. ნარჩენები, რომლებმაც წლების განმავლობაში აფათურეს თავიანთი ბინძური ხელები საქართველოში!
ახლა ვხვდები, რომ მიზანმიმართულად იყო პროვოცირებული და გამოწვეული ძმათა მკვლელი ორი ომი, სამოქალაქო ომი და საშინელი დაპირისპირება დედაქალაქში უბნებს შორის – მივიღეთ მიწაში ჩაწვენილი საჯიშე თაობა!
აი ეს იყო შედეგი!
ამაზე ლაპარაკი ადვილია დღეს, როცა ირკვევა, რომ, რაც აქ დატრიალდა, იგივე სისხლიანი „სცენარები“ დატრიალდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რიგრიგობით და ბევრგან ახლაც გრძელდება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ხდება რუსეთშიც!

რუსი ნეოლიბერალები და ქართული პოლიტიკა
მსოფლიო პრესის ყოველდღიური გაცნობის და დაკვირვების შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ პაზლი არ ივსებოდა. რუსეთის მიმართ, აი, იმ რუსეთის მიმართ, რასაც ელცინის რუსეთი ჰქვია, ჩემი დამოკიდებულება ცალსახად ნეგატიური იყო, არის და რჩება!
რუსული შიდა ლიბერეალური პოლიტიკა ერთი-ერთში ჯდებოდა სააკაშვილის პოლიტიკასთან, ვინაიდან სცენარისტი ერთი იყო და ამ სცენარის ნაწილი იყო 2008 წლის ომიც!
მივხვდი, რომ მთელი ერი ბოლო დონემდე „დაგვაბოლეს“. დიახ, „დაგვაბოლეს“ და დღემდე მცდელობა აქვთ, შთაგვაგონონ, რომ მტერი მხოლოდ რუსეთია და არიქა, დაგვიპყრობს თურმე!
მაქვს ლოგიკური კითხვა:
თუ რუსეთს უნდა ჩვენი დაპყრობა, ანექსია ან მიერთება – რამ, ან ვინ შეუშალა ხელი? მე შენ გეტყვი, მოღალატეები და უკანალმიშვერილები არა გვყავს?!
თუ რუსეთს ჩვენი სუვერენიტეტის წაშლა უნდა, რა უშლის ხელს?
ეჭვი მეპარება, რომ ევროპა, ამერიკა ან თუნდაც ნატო მას აშინებდეს – ამის ფაქტი გვაქვს უკრაინის სახით. არც ანალენას, ვიოლას, მარკეტას და მალგოჟეტას შეშფოთებები უნდა აშინებდეს რუსეთს, მაინცდამაინც, ასე მგონია.
რუსეთში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები და ბრძოლა ნეოფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც ლიბელიზმის სახელით კარგად იყო გამჯდარი რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ ელიტაში. მხოლოდ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიაზრა რუსმა მმართველმა ელიტამ, თუ რამდენი მტერი ჰყოლიათ ქვეყანაში ნეოლიბერალების სახით და მათ „ინოაგენტები“ დაარქვა უკვე!
ჩვენც გვინდოდა სხვა ქვეყნის აგენტების მონიშვნა ისე, როგორც ამერიკელებს, მაგრამ არ დაგვაცადა ჩვენმა ნეოლიბერალურმა აგენტურამ!
ვამბობდი, რომ ეს კონფლიქტი რუსეთს გააძლიერებდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ამდენად – გინდა ეკონომიკურად, გინდა პოლიტიკურად და გინდა გარეთ გამოსული სიმართლით!
ორ თვეზე მეტია, რაც მედიით ძალიან აქტიურად ვაკვირდები რუსეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, შიდა პოლიტიკურ ცვლილებებს და ვრწმუნდები, რომ ეს არ არის საბჭოთა გადმონაშთი – ეს არის იმპერიული რუსეთი. დაწყებულია სრულიად ახალი კონსერვატიული აზროვნება. ფაქტობრივად, ამ კონფლიქტით რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო გლობალისტების ჰეგემონიის ნგრევის დასაწყისი და მინდა გითხრათ, კარგად გამოუვიდა!
ბრიქსი (BღIჩშ) – მხოლოდ დასაწყისია. დღეს თითქმის ყველა ქვეყანა, ვინც ვითომ ღიად დაუპირისპირდა რუსეთს, აშშ-ის კარნახით თუ ზეგავლენით ცდილობს, რუსეთთან კულისებში აწარმოოს მოლაპარაკება. მათ შორის არის ამერიკის კონსერვატიული ფრთაც,
არც ერთ ქვეყანას არ შეუწყვეტია რუსეთთან ვაჭრობა, ყველა შესყიდვა ხდება რუსული რუბლით. შჭIFთ-დან რუსეთის გარიცხვის შემდეგ თავად შეექმნათ გარკვეული პრობლემები გადარიცხვებთან დაკავშირებით და არაბული ქვეყნებიც, აღარაფერს ვამბობ ჩინეთზე, ინდოეთზე და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე, რუსეთთან ალიანსში არიან ღიად, გაცხადებულად!
კითხვა მაქვს ერთი: დღეს რუსეთმა ჩვენი ე. წ. დაპყრობა რომ მოინდომოს და გადავირიოთ და გავხსენათ ფრონტი, ვინ დაიცავს საქართველოს? ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის არმიას ჩვენ კი არა, აქამდე „ლეგენდარული“ NAთO-ც ვერ ერევა! არადა, ვეღარც ივაჭრებენ რუსეთთან ჩვენით მმართველი ძალის სამშვიდობო პოლიტიკის წყალობით!

საქართველო – სამხრეთ კავკასიის გული
იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული მეგობრების დახმარებით სტატუსი მოგვცეს, ჩემთვის ერთი ახსნა აქვს მხოლოდ: მათ არ სურთ ჩვენი დაკარგვა, რადგან საქართველოს ფასი დაედო და ამიტომაც ეს იყო იძულება, რომ მთლად იდიოტების როლში არ დარჩენილიყვნენ. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზა – ასევე წყალქვეშა კაბელი და ა. შ. კიდევ არაერთი რამ. თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩვენს სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველო გზაჯვარედინზეა, სამხრეთ კავკასიის გული ვართ. ასეთია ჩვენი გეოგრაფია: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ყველა ქვეყანასთან გვაქვს დიპლომატიური და კარგი ურთიერთობა, რუსეთის გარდა.
რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა ისე ვითარდება, რომ, ალბათ, უნდა დადგეს დღის წესრიგში დიპლომატიური და ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთან.
ჩემთვის ყველა ერთია, ვინც დღეს ჩემს სამშობლოს უპირისპირდება, პროვოკაციულად იქცევა და ავანტიურას ხლართავს! რუსეთთან ოფიციალური საუბარი სწორედ იმ ნეოლიბერალებს დაასუსტებს, ვინც თავის დროზე დაატრენინგა ნოდარიკო მელაძე, და სხვები. სწორედ სააკაშვილის დროს, არაერთი ჯგუფი იქნა მაშინდელი ნეოლიბერალური რუსეთის მიერ მოვლენილი.
ეს ის რუსული ჯგუფებია, ვისაც პუტინის მოსვლამდე ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდა და მილიარდერებიც გახდნენ. ეს ის რუსეთია, რომელიც უდიდეს ავანტიურებს ატრიალებდა პუტინის კარზე და ეს ის რუსეთია, ვინც დღეს რუსეთიდან გაქცეული ხვდება, რომ ძალიან დიდი „ქაქი“ ჭამა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება, როდესაც ორ ქვეყანას შორის დაილაპარაკებენ მთავრობები, ეს ნეოლიბერალების ნარჩენებს ინტრიგების ხლართვის ყველანაირ შესაძლებლობას მოუხსნის. მთავარია, ურთიერთობები იყოს მაღალი დონის, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი, ისეთი, როგორიც ჩინეთთან, თურქეთთან, უნგრეთთან, აზერბაიჯანთან და კიდევ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან.

ნონა ქარქაშაძე