საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უკურნებელი ვირუსის შტამი ქართულ მედიაში! – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

უკურნებელი ვირუსის შტამი ქართულ მედიაში!

 

“აბონ ციციაშვილი, გივი ბოლოთაშვილი და სოსო ცინცაძე იყვნენ პოლიტიკური მიმომხილველები და ყველა საინფორმაციო გადაცემაში, რამდენიმე წუთი, მსოფლიოში მიმდინარე ამბებს ეთმობოდა. კი, იდეოლოგიური ჩარჩო არსებობდა, მაგრამ მსოფლიოს ხედავდი! დღევანდელივით, გეოგრაფიის ცოდნას ახალი ახალი ამერიკული ომების დაწყების წყალობით არ იღრმავებდა ადამიანი! 🙃🤣

დღეს, ჩვენთან მაესტროზე, ალტ.ინფოზე, ტვ4-ზე თუ ნახავ საერთაშორისო ამბების ცხელ მიმოხილვას და უკვე მომხდარი ამბების შეფასებას თემატური ბლოკების მიხედვით-პოსტვ-ზე, სპეციალურ საერთაშორისო მიმოხილვაში.

ამ “ტოტალური დასვენების” ახალ წლებზე “ძირითადი” არხების ისედაც “ღარიბი” საინფორმაციო ისე გაღარიბდა, უკრაინულიდან თარგმნაც კი ეზარებათო, იფიქრებ! 🤔პოლიტიკურ მიმოხილვაზე აღარ ვსაუბრობ!

“საყველპურო” ინგლისური კი გვასწავლა, ძალით, მიშიკომ (გულწრფელი მადლობა, ამისთვის), მაგრამ, სიენენ-ის და ბიბისი-ს ყურებაში ქართული საზოგადოების ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ უკრაინა იგებს!

ფოქს ნიუსი და ტაკერ კარლსონი რომ არ იყოს, მილიონობით ამერიკელს მგონი, ბაიდენის ადმინისტრაცია მართლა მოქმედი ეგონებოდა და ამერიკაც-დემოკრატიული!!!

2008 წლის ომზე ინგლისურენოვან ტელევიზიებსაც ვუყურებდი, რუსულენოვანსაც, მაგრამ, მეტ-ნაკლებად, უფრო ობიექტურ ინფორმაციას “ალ-ჯაზირა”-სგან ვიღებდი!!! გაოცდებით, მაგრამ ასეა!

სრული საინფორმაციო სურათი რომ გქონდეს, ინფორმაცია ხომ სხვადასხვა წყაროებიდან უნდა მიიღო, ურთიერთდაპირისპირებულებისგანაც კი და მერე გაფილტრო!

პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა ტერმინოლოგიას, მოვლენათა გაშუქების სტილს და თანმიმდევრობას რომ ვაკვირდები, ჩანს, რომ მიღებული მასალის დიდი წილი რუსული არხების მოწოდებულ ინფორმაციასა და ანალიტიკაზე მოდის, სხვა გზა აღარ დაგვიტოვა ჩვენმა კეთილმა მედიამ, ოპოზიციის გოგოშკების და მანჯგალაძე-გოგელიას “ბრძნული” კომენტარები ხომ მათთვის უმთავრეს-უპირველესია!!! 🤣 მათი ნააზრევით ინტელექტის “გამდიდრების” გარეშე, როგორ დაიძინებ, ადამიანი!

“იქ” კი, თურქეთის ამბებს თურქოლოგი, პროფესორი ავატკოვი განიხილავს, ამერიკისას ამერიკანისტი დრობიშევი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბაღდასარიანის აზრია საინტერესო, ჩინეთზე-ვავილოვის, სამხედრო საკითხებზე-გენერალი ხოდარიონოკი, საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების განზოგადების კლასიკა-პროფესორი სარდარიანია, პოლიტიკური პროცესების “პათანატომია”-ანალიტის მეტრი-პროფესორი ევსტაფიევი, პოლიტიკური პროცესების ახალი ფილოსოფიური აზრი -კულიკოვი, სტრატეგიული დიალოგი, ახალი მსოფლიო ლანდშაფტი და ტექნოლოგიური ციკლები-გენერალი ბეზრუკოვი, მსოფლიო ეკონომიკა-ხაზინი და აბზალოვი, თანამედროვე რუსული დიპლომატიური აზრის გამხმოვანებელი მარია ზახაროვაა. . .
ხოოოო. ამის მერე რავარია, ქართული არხების საინფორმაციოების საერთაშორისო მოვლენების “გაშუქების” იმედად დარჩენა?

ხოდა, ჩაუჯექით, ბიძიკოებო, იმუშავეთ, მაგი გევალებათ თქვენ!

“დავეწიოთ და გავუსწროთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს!”, როგორც ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, კომუნისტები 🙂 ისე, ჩვენ, ქართველები, კი დავეწიეთ და გავუსწარით, ყველას გავუსწარით, ოღონდ, გზაჯვარედინზე “ცოტა” ნავიგაციამ გაგვიჭედა და 20 წელი, ერთ წრეზე გვარბენინა. ოპოზიცია ისევ იქ დარბის! 😂

ჩვენ, უბრალო, ინტერესის გამო ვამუშავებთ ამხელა ინფორმაციას, ჩვენი ძირითადი სამუშაოს პარალელურად, ისე, რომ მე, პირადად, ჩემს სამედიცინო ექსპერტიზებს ამით არაფერს ვაკლებ და მხატვრულ ლიტერატურასაც ვკითხულობ, გამუდმებით! მეტიც, თურქულის შესწავლა დავიწყე, აი ასე, უბრალოდ, ინტერესისა და აღმოსავლური ენის ქსოვილის აღქმის სურვილით! ნეტა, შემაძლებინა არაბულის მუსიკალობაც ასე დამანახა, შიგნიდან!

ის, ვინც წინ არ მიდის, ადგილზე კი არ რჩება, უკან მიდის!

პრინციპში, რა გეჩქარებათ, “რუსული, რუსული, ვიძახეთ და გავიარეთ, დავისვენოთ, მალე ნათლისღებაა, მერე ჩინური ახალი წელიც აღვნიშნოთ და . . . ხოოოოო. . . იქნებ 17 მარტის არჩევნებისთვის მაინც გამოფხიზლდეთ, პაწა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დროის ნიშნული იქნება ბევრი რეგიონული და მსოფლიო მოვლენის კონტექსტში . . .”

წერს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.