საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილმა გაშალა,თქვენ კიდე ისხედით სახლებში და ქექეთ ნაცარი – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

ზურაბიშვილმა გაშალა,თქვენ კიდე ისხედით სახლებში და ქექეთ ნაცარი

“-ეგე, ვერ გაშალა ყველაზე დიდი ქართული დროშა მსოფლიო მასშტაბით?
ამას წინებზე ყველაზე დიდი ევროპიული დროშა ხო გაშალა მსოფლიო მასშტაბით, ეხლა კიდე ესა.
მა რააააა, თქვენ კიდე ისხედით სახლებში და ქექეთ ნაცარი, არც არაფერი გაშალოთ, არც არაფერი აკეცოთ!
😆
სიტყვითაც გამოიდა!
იგეთები ილაპარაკა თავისი ჩიქორთული ქართულით, ქვა გახეთქა და კაკლები ამტვრია.
მეო, როცა ამ დროშას ვუყურებ, რაღაცნაირი ,,განცთები” მეუფლებაო. ზოგიერთნი ამ დროშითვინა ,,ქვტებოდნენო”… ჩვენი წინაპრები იგულისხმა, ამან არც კი იცის, რომ ჩვენი წინაპრები სუ სხვა დროშებითვინა კვდებოდნენ!
😆
დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რასაც საქართველო შეადგენსო… ეს არი მისი ,,რწამსიო”… ჩვენ ვართ ძალიან ამაყნი, როცა ვუყურებთ ჩვენ ,,სპორცმენებს” უცხოეთში, როცა გამარჯვებულები უყურებენ, როგორ აღიმართება ქართული დროშა და მართლაც უნდა ვიყოთო… აღარ დაუკონკრეტებია, მართლაც რა უნდა ვიყოთო, მაჟალო თუ პანტაო.

ბოლოს დაასკვნა: ეს დროშა არი ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავსო… თუ დავიცავთ, დაგვიცავს, თუ არა და იცით, რაც მოხდებაო… ამაზე ლაპარაკი არ მინდა, თვითონ ყველაფერს მიხვდებით და ხვდებით კიდევაცო.
ნეტავ ვინ რას უნდა მიმხვდარიყო, როცა თვითონაც ვერ მიხვდა, რა ილაპარაკა?
😂
არა, მაინც ხო გაშალა თქვენს ჯინაზე უკვე მეორედ ყველაზე დიდი დროშა მსოფლიო მასშტაბით?
აბა, ამხელა დროშა და ,,რწამსი” სხვაგან სადმე გინახავთ?
აი, ამაშია საქმე!
ისე, ჩვენში დარჩეს და… ცოტა კი მოსუქებულა სალომე ბაბო, მაგრამ რა უჭირს, ხო არ უნდა გავათხუოთ? სადაცაა გამოზაფხულდება, შამაახტება ცხენსა, გააჭენ-გამააჭენებს და ისევ ,,გახთება”. ნუ იცით ხოლმე რაღაცების ჩახვევა უაზროდ!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.