საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა- დღეებს ითვლის! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა- დღეებს ითვლის!

“-არ მესმის, ადამიანი ეგრე რათ უნდა გამოიმასქნდე?!

ესენი თურმე ბიძინა ივანიშვილს დღეებს, საათებსა და წუთებს უთვლიან – გუშინ იძახდნენ, 288 დღის შემდეგ მოსკოვში იქნებაო, ახლა უკვე 287 დღეა დარჩენილი, ხვალ 286 იქნება, ზეგ 285 და აეგრე, რაააა!

არა, პირდაპირ მოსკოვშიო, განა ჩელიაბინსკში ან კრასნოდარშიო?
მაინც გულკეთილობას იჩენენ – აბა, სად ჩელიაბინსკი და სად მოსკოვი?
გარდა ამისა, როცა ესენი გრიგოლ გეგელიას ხელმძღვანელობით, სალომე სამადაშვილის ძალისხმევით და ანიკო ნაცვლიშვილის მოწადინებით ძალაუფლებას გადაიბარებენ, ხომ შეუძლიათ, ბიძინა ივანიშვილი ეგრევე დააპატიმრონ?
არა!
ესენი იმდენად ,,გუმანურები” არიან, იმდენად სტკივათ სამშობლო, დედული, მამული და მიწა-წყალი, რომ აღარ უნდათ დამატებითი პოლარიზაცია. სჯობს, ქვეყანაში დაისადგუროს პლურალიზმმა, კონსენსუსმა, სიკეთით გამსჭვალულმა ნარატივმა, ევროპიულმა გაგებამ და ბიძინა ივანიშვილი წავიდეს მოსკოვში.
ზოგიერთნი წამოიძახებენ ხოლმე, ეგ საფრანგეთის მოქალაქეც არი, რუსეთში რა უნდაო?
არა!
არავითარი ,,პარიჟი” და არავითარი ვერსალი, დამნაშავეები მონმარტრზე არ უნდა დასეირნობდნენ, მოსკოვში გადასახლება იქნება მისი ერთგვარი სასჯელი, ანუ ,,გაციმბირება”. თუ ვინმეს გგონიათ, ციმბირში უფრო ცივა, ვიდრე შიგ მოსკოვში, ძალიან ცდებით – ეგე, ბადრი კინაღამ გაიყინა კომუნისტების პერიოდში წითელ მოედანზე.

ახლა კი სერიოზულად!

ჩემი ღრმა რწმენით, ამათ ან მახათები შემოელიათ, ყვერებში რომ ირჭობდნენ, ან კიდე ისე დაიჩხვლიტეს ყვერები, მახათებს ვეღარ ირჭობენ.
მაქვს მეორე, უფრო მყარი ვერსია – ვინც ბიძინა ივანიშვილს გაეტოლა და ბრექიაობა დაუწყო, ყველა ხონის ფსიქიატრიულში გადასაყვანი გახდა უკუღმა შემოცმული ზოლიანი ხალათით და როგორ გგონიათ, ესენი გადაურჩებიან განგებას?
არავითარ შემთხვევაში!
ესენიც უკვე მზად არიან, საკუთარი ფეხებით ჩაბარდნენ ხონის ფსიქიატრიულს და პირველივე დღიდან დაიკავონ თვალსაჩინო ადგილი.
ამ ხანდაზმულ თაღლითებს ეგ გაუჭირდებათ?!

ალბათ გახსოვთ, ბატონი მამუკი წინა ცხოვრებაში წალენჯიხაში აპირებდა გადასახლებას.
რავი, წალენჯიხისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ხონში კი მოუწევს გადასვლა – დღევანდელ დღეს თუ არ ჩავთვლით, დარჩა 287 დღე.
ჰმ… რა არი 287 დღე? ხვალ უკვე 286 იქნება, ზეგ 285 და აეგრე, რააააა, უცებ გაირბენს!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.