საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

აქციებზე დამნაშავე პოლიციელთა გამოვლენა საზღვარგარეთაც რთულია – საერთო მედია
მაისი 19, 2024

აქციებზე დამნაშავე პოლიციელთა გამოვლენა საზღვარგარეთაც რთულია

 

სპეციალური საგამოძიებო უწყება, რომელსაც ბატონი კოკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, საერთაშორისო ორგანიზაციათა რამდენიმე ქსელის წევრი გახდა. დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების მიზანი, სხვა დანაშაულებთან ერთად, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. კანონით სსუ მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.
როგორია სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ახალი გეგმები, რას ნიშნავს საერთაშორისო ქსელში მისი გაწევრიანება? ამ და სხვა შეკითხვებზე სპეციალური საგამოძიებო უწყების საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ ნათია ფირაშვილს ვესაუბრეთ.

– მოგეხსენებათ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში შეიქმნა და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ისეთი დამოუკიდებელი მექანიზმი, უწყება ჩამოეყალიბებინა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებდა. თორმეტი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნას ეხება. რეალურად, ჩვენმა სამსახურმა ძალიან მოკლე დროში შეძლო ევროკავშირის მე-4 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოს გაძლიერებას გულისხმობს.
როგორც ყველა უწყებას, ჩვენს უწყებასაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად საერთაშორისო ურთიერთობები მიაჩნია, რომელიც არა მარტო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა , არამედ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაც არის.
ძალიან მიკლე დროში შესაძლებელი გახდა, მოგვეპოვებინა ნდობა და აქტიურად გვეთანამშრომლა. დაახლოებით, ოთხმოცამდე ერთობლივ ღონისძიებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის ოთხი დიდი პროექტი ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირთან ერთად ,რომელიც დოკუმენეტების ექსპერტიზას, ტრენინგებს, ვიზიტების მხარდაჭერას და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს.
თითქმის ყველა დოკუმენტი, რომელიც შევიმუშავეთ, საჯარო დისკუსიაზე გავიტანეთ, აკადემიურ წრეებს გავაცანით საერთაშორისო მეთოდოლოგიები ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შესახებ და სახელმძღვანელოებად გამოვეცით.
– ბოლო დროს თქვენი უწყების წარმომადგენლები ხშირად იმყოფებით საზღვარგარეთ, მართავს შეხვედრებს. რა არის ამ ვიზიტების მიზანი?
– როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა , პრიორიტეტად ამ უწყებაში საერთაშორისო მიმართულების შექმნა და გაძლიერება დავსახეთ. საზღვრებს გარეთ ჩვენი მსგავსი მანდატის მქონე ინსტიტუტები მოვიძიეთ. ანალიზისა და გამოკვლევების ფონზე გამოვავლინეთ კოლეგა-უწყებები. დავასახელებ ბელგიის სამსახურს, რომელიც წარმოადგენს საპოლიციო მონიტორინგის სამსახურს და მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.
მოგეხსენებათ, დიდ ბრიტანეთის ანალოგიურ უწყებას, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტს, საპოლიციო საქმიანობის ზედამხედველობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში შევხვდით ბრიუსელში ბელგიის უწყებას და გავიზიარეთ გამოცდილება სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების მართვის გამოძიების თვალსაზრისით. ასევე დიდ ბრიტანეთში ჩვენ შევხდით მეტროპოლიტენის პოლიციას სკოტლანდ იარდის ჯგუფს და გვქონდა შესაძლებლობა, კომისრის მოადგილისაგან მოგვესმინა საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის არასრულწლოვანთა დანაშაულებების გამოძიების თავისებურებები და სპეციფიკა.
არსებობს საპოლიციო საჩივრების განმხილევლი დამოუკიდებელი უწყებების ქსელი IPჩAN, რომლის მთავარი ოფისი პარიზში მდებარეობს.
წელს ყოველწლიურ შეხვედრაზე მაისის თვეში მიგვიწვიეს სტრასბურგში. ამ ქსელში გაწევრიანება გარკვეული კრიტერიუმების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ 2023 წელს მაინც მოვახერხეთ და მისი წევრი გავხდით.
– როგორც ჩანს, პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები სხვა ქვეყნების პრობლემაც არის. როგორ ხდება დამნაშავე პოლიციელთა გამოვლენა და დასჯა?
– დიახ, სწორედ ამის თქმა მინდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველა ქვეყნისათვის გამოწვევაა. მოგეხსნებათ ბრიუსელი არის ქალაქი, სადაც წელიწადში ორიათასამდე მიტინგი და მანიფესტაცია იმართება და იმის იდენტიფიცირება ხალხმრავალი მიტინგების დროს, კონკრეტულად რომელმა პოლიცილემა გადაამეტა ძალას, უფლებამოსილებას, მთთვისაც ძალიან რთული გამოსაძიებელია. როცა სპეციალური ქვედანაყოფის მებრძოლის სახე არ ჩანს, რთულია კანონის დამრღვევი პოლიციელის ამოცნობა.
ვინაიდან სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტებს ვიძიებთ, ჩვენ გავწევრიანდით სხვადასხვა ქსელში, რომლებიც მსგავსი საქმეების გამოძიებით არიან დაკავებული, მიწვეული ვიყავით ლონდონში და გავხდით IჩIN. იმ ქსელის წევრი, სადაც სკოტლანდ იარდია გაწევრიანებული. ამის შედეგად ვიძენთ სხვადასხვა გამოცდილებას,რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დავგეგმოთ სასწავლო ვიზიტები.
ჩვენ ასევე ვართ EPAჩ წვერები, რომელიც კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლასთან ერთად, საპოლიციო ზედამხედველობის საქმეებსაც იძიებს. ეს ორგანიზაცია დიდი ხნის დაარსებულია და 126 წევრ ქვეყანას აერთიანებს.
IPAჩ ფინანსდება ევროკავშირიდან. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გამოცდილების მიზნით იქ გავგზანოთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან მათი გამოძიების მეთოდოლოგიებს. დღეს დანაშაული მაღალი ტექნოლოგიების წყალობით იმდენად გათანამედროვდა, რომ მის გამოვლენას თავისი სპეციფიკა აქვს და თუ გამოძიებაც არ გათანამედროვდა, დანაშაულსაც ვერ გავხსნით. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
– საერთაშორისო ქსელთან ურთერთობა თუ გულისხმობს გამოძიების პროცესში თანამშრომლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას?
– რა თქმა უნდა, გულისხმობს და ორგანიზაცია IჩIN სწორედ ამ ფუნქციასაც ატარებს.
– და ბოლოს, რას გეგმავთ სამომავლოდ?
– საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი საერთაშორისო ვიზიტების წელი გვქონდა დღეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენი მსგავსი მანდატის მქონე უწყება არ არსებობს. ბატონი კოკა კაციტაძის დამსახურებით გავაძლიერეთ საერთაშორისო მიმართულება. ჩვენი მიზანია, გვქონდეს ნდობა ადგილობრივ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ქსელთან. გვაქვს ექვსწლიანი სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ლევან ჭიღლაძე