საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი გაუგებარი წარმონაქმნი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ჰქვია, უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას განაგრძობს – საერთო მედია
ივლისი 26, 2024

ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი გაუგებარი წარმონაქმნი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ჰქვია, უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას განაგრძობს

ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება, რომ ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი გაუგებარი წარმონაქმნი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ ჰქვია, განაგრძობს უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილები თუ დღეს არსებულები, ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები ვერც ცალკე და ვერც ერთად, ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ“, – აღნიშნავს ბერაია.

ნიკა მელიამ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებს.