ჩვენ ვართ პირნათელი პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე – რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად

ჩვენ ვართ პირნათელი პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მიქანაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის გასულ წელს დაშვებულ შეცდომას არ დაუშვებს, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.
„ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული კამპანია რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან, რომ არეკომენდაციებზე მუშაობის პროცესისთვის ხელი შეეშალათ, რაც არ გამოუვიდათ. ეს პროცესი წარიმართა ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის შეცდომა, რაც გასულ წელს ევროკავშირმა დაუშვა, როცა არ მისცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, წელს დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა მიქანაძემ.