საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მინიმალური ნდობაც კი დაიკარგა! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მინიმალური ნდობაც კი დაიკარგა!

ჩემი ხელმოწერით მე უბრალოდ ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით მიუღებელ რამეს აცხადებს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ისაუბროს, კაცმა არ იცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ მთავრობა 12 რეკომენდაციას არ ასრულებს და „კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ“. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მინიმალური ნდობაც კი დაიკარგა.

„ჩემი ხელმოწერით მე უბრალოდ ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს აცხადებს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ისაუბროს, კაცმა არ იცის. უბრალოდ, ნდობა აღარ გვაქვს. არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება, განცხადება არის საბოტაჟი – ეს არის საბოტაჟი და წინააღმდეგ მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა