საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

sos! რადიკალები დესტაბილიზაციისათვის ემზადებიან – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

sos! რადიკალები დესტაბილიზაციისათვის ემზადებიან

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  რადიკალური ოპოზიციის  მიერ “ინდიგოს” სახელით შეფუთულ საპროტესტო აქციების  სამზადისზე საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

“მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რადიკალურ აქციებში მონაწილეებს, რომლებსაც ცოტა რამ აქვთ საერთო ტრადიციულ სამოქალაქო აქტივიზმთან, ჯარიმები დაუფარეს ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ შემდგომში კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედონ და ჯარიმების შიში მოეხსნათ, უკვე მეორე აქტივობა დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ პრაქტიკას თეორიით გამაგრება სჭირდება და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით და „ინდიგოს“ ორგანიზებით იმართება პრეზენტაცია: „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში.“ სცენარი არის ტკივილამდე ნაცნობი. შესაფუთი მასალა – სამოქალაქო აქტივიზმი, უფლებების დაცვა და ა.შ. მიზანი კი ზუსტად იმ ტიპის რადიკალური საპროტესტო აქციების აქტუალიზაცია-პოპულარიზაცია, რისთვისაც ეხლა ჯარიმებს უფარავენ მათ მონაწილეებს.
როგორც არაერთხელ აღვნიშნე, პროცესი დაწყებულია და ის არ გაჩერდება, ვიდრე არ გააჩერებენ.”აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.