საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თბილისს საუკეთესო მერი ჰყავს-დედაქალაქი დღითიდღე ხდება წმინდა ევროპული თავის ყველა კომპონენტით! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

თბილისს საუკეთესო მერი ჰყავს-დედაქალაქი დღითიდღე ხდება წმინდა ევროპული თავის ყველა კომპონენტით!

 არც ერთი ქალაქის მერის მმართველობის დროს არ ჰქონია თბილისს ასეთი წინსვლა და აღმავლობის ხანა.
ვინ რაც უნდა ის თქვას და ენა ატარტაროს, ფაქტი ჯიუტი და ნათელია.

  დედაქალაქი დღითიდღე ხდება წმინდა ევროპული თავის ყველა კომპონენტით.
ათეული წლების მანძილზე უამრავი დაგროვილი ნაგვის, პრობლემის ერთად გატანა და ინფრასტრუქტურის ფაქტობრივად ახლიდან შენება მარტივად, ერთი ხელის დაკვრით არ ხდება.
რა არ მოგწონთ; განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი, მეტროსადგურები, სოციალური დახმარების პაკეტი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის უნიფორმა თუ რა?
კარგად მესმის, იმავე თბილისის მერიაში ჩაბუდებული არაკეთილმოსურნეთა მცდელობები, როგორმე ხელი შეუშალონ, დისკრედიტირება მოახდინონ მისი საქმიანობის, მაგრამ ადამიანი რაც ბუნებითაა, იმას ვერანაირი ძალა ვერ შეცვლის და ვერ გადააგდებს არჩეული გზიდან!
მიაწექი კახა, წინ და წინ და არ შეშინდე , თბილისი , ეს ბრძენი და სტუმართმოყვარე ქალაქი კარგად ხედავს და არჩევს ” აბანოშიც” და მის გარეშეც ფერებს!

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია