საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩვენ არსად წავსულვართ, თქვენი ერთი დაძახება და ისევ თქვენ გვერდით გავჩნდებით! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

ჩვენ არსად წავსულვართ, თქვენი ერთი დაძახება და ისევ თქვენ გვერდით გავჩნდებით!

 ვინც კი ქართულ , ეროვნულ ინტერესებს ახსენებს და ბრმად არ დაეთანხმება აშშ- დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ, უფრო სწორად შემოგდებულ ნებისმიერ დინებას, ავტომატურად პრო- რუსულად ცხადდება.
შესანიშნავი გამოსავალია, ბრავო, წმინდა დალესის მადლით შემოსილი.

თაობათა ტვინების, მეხსიერების ისეთი ფორმატირება მოახდინეს ამ 30 წლის მანძილზე,რომ ბურიატელ შამანებს შეშურდებათ.
ერებს შორის ისეთი ზიზღი დათესეს , რომ ძნელია ესაუბრო საქართველოს შეჭმარიტ მისიაზე.

საბჭოთა თაობის საყვარელი მულტფილმის “Ну погоди”-ის “Волк – заяц, волк- заяц ” მსგავსად,ერთადერთი ფეკალური ფრაზით აქვთ გადაგლესილი ტვინი : “რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტია”..
დაზომბირებული მასები!

 შე, მამაცხონებულო, პოლიტიკა არ არის თითის ცხირში ტიკინი და კუნთებზე ყურება, პირიქით,შოთას “გველსა ხვრელით გამოყვანის” ხელოვნებაა.
მაგრამ, თქვენ გველზე და ხვრელზე მხოლოდ სხვა რამ გელანდებათ,ასე გასწავლეს!

  ახსენა საქართველოს პრემიერმა ეროვნული ინტერესები და მყისვე “რუსულად” მონათლედ, დღემდე ვერ გაგიაზრებიათ საქართველოს ბოროტებისგან, უკუნითი სიბნელის და მონობისგან მხსნელის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მისია და დღე არ გავა წირვაში არ მოიხსენიოს სექტანტურმა, მავნებლურმა არხებმა.

ბატონო ბიძინა, ბატონო პრემიერო, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ბევრი წყენის , ვგულისხმობ გარე ძალების მიერ თავსმოხვეულ კოაბიტაციას, ნაც. სექტის გაჯეჯილების, ჯერ კიდევ ბევრი ვართ ერთგული ადამიანები, რომლებიც არ დავუშვებთ საქართველოში კვლავ დიქტატურის დაბრუნებას , თქვენი ერთი დაძახება და ისევ თქვენ გვერდით გავჩნდებით, როგორც 2012 წელს და ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს!ვფიქრობ ამის დროც დადგება.
ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა დალოცოს ირაკლი ღარიბაშვილი!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია