საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არაა გამორიცხული ზურაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

არაა გამორიცხული ზურაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს!

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.

„არ გამიკვირდება, რომ პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყონ, რა მუხლით? ეგ არ ვიცი. ვიზიტით წავიდა, ფული გაფლანგა, როგორც ხდება-ხოლმე და იყენებენ სამართლებრივ მექანიზმებს – არ გამოვრიცხავ რომ ეს მოხდეს. ეს ახლა ძალიან ზედმეტი იქნება „ქართული ოცნებისთვისაც“ კი, მაგრამ ვნახოთ. დაველოდოთ, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.