საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ქალბატონო სალომე გადადექით! -ირაკლი მეძმარიაშვილი – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ქალბატონო სალომე გადადექით! -ირაკლი მეძმარიაშვილი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და გადადგომისკენ მოუწოდებს.

როგორც მეძმარიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ვინც დღეს ზურაბიშვილს მხარს უჭერს, 2018 წელს ისინი ლანძღავდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტი მან “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ხმებით მოიპოვა.

“ქალბატონო სალომე, მე 2018 წელს თქვენი არჩევნების მეორე ტურის წინ დავწერე მხარდასაჭერი წერილი და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში, რასაც უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა, როგორც ჩვენი მხარდამჭერებისგან, ისე ოპონენტებისგან; მწერდნენ, რომ ბრმად ვუჭერდი მხარს ადამიანს, რომელსაც…. და არ მოვყვები კიდევ რასაც მწერდნენ. რა თქმა უნდა, მათ ვუპასუხე როგორც საჭირო იყო, რამე თუ როგორც ახლა, ისე მაშინაც მე ოცნებას ვუჭერდი მხარს და აზრის შეცვლა არ მჩვევია, მაშინაც და ახლაც საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარე ვარ.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თქვენ, როგორც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა, რომელმაც შეიცვალეთ პოზიცია ოცნების მიმართ და დაარღვიეთ კონსტიტუცია, უნდა მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება – გადადგეთ და როგორც მაშინ, ბრჭყალებში „თავისუფალმა სალომემ იბრძოლოთ“ თქვენი სიმართლისთვის, რამეთუ დღეს, ვინც თქვენ მხარს გიჭერთ, იმ დროს ისინი ისე გლანძღავდნენ, რომ ნორმალურ ადამიანს პირიდან არ ამოუვა ის სიტყვები. მე თქვენს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა. მორალის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ მოგიწოდებთ – გადადექით, ქალბატონო სალომე და ვნახოთ, რისი თავი გაქვთ დიდი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, რადგანაც თქვენ მაშინ აგირჩიათ ოცნების მხარდამჭერმა, პატივცემულმა ქართველმა ხალხმა“, – წერს ირაკლი მეძმარიაშვილი Facebook-ზე