საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პრეზიდენტი ჯიუტად ცდილობს თავისი ამალით წარდგეს პარლამენტში – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

პრეზიდენტი ჯიუტად ცდილობს თავისი ამალით წარდგეს პარლამენტში

დღეს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არის პარლამენტი, ის არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები კონსტიტუციურად არის დადგენილი, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ორი დღეა ქალბატონმა პრეზიდენტმა მაინც ვერ გაიაზრა თავისი უფლებამოსილებები და სტატუსი. დღემდე ჯიუტად ცდილობს თავისი ამალით წარდგეს პარლამენტში. ჯერ 21-კაციანი თანამშრომლების სია მოგვაწოდა, შემდეგ ორი დღეა გვევაჭრება დიპლომატების მოწვევაზე, მეზობლები, მეგობრები. რა უნდა მაინც ვერ გავიგე ამ ქალბატონს. ამიტომ კარგია, რომ დღეს დაესწრება, კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არის პარლამენტი, ის არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები კონსტიტუციურად არის დადგენილი“,- აღნიშნა ზარქუამ.

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები“ დაუჭერენ მხარს.