საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ენჯეოკრატია – ასო-თა ხელისუფლება – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

ენჯეოკრატია – ასო-თა ხელისუფლება

საერთო გაზეთი

 

ზურაბ ცუცქირიძე

პედაგოგიკის დოქტორი

 

კაცობრიობამ თავისი არსებობის განმავლობაში ადამიანთა მასების მართვის რამდენიმე ფორმა შექმნა: ავტოკრატია, მონარქია, დიქტატურა და დემოკრატია. მართვის ეს ფორმები მეტ-ნაკლები ინტენსივობით დღესაც არსებობს, ზოგან და ზოგჯერ შეცვლილი ფორმით, ზოგჯერ კი პირვანდელი სახით.
კაცობრიობის გარიჟრაჟზე, პირველყოფილი თემური თუ გვაროვნულ-ტომობრივი წყობილების დროს ავტორიტარიზმი იყო მართვის ფორმა. გვარისა თუ ტომის ბელადს ავტორიტეტის მიხედვით ირჩევდნენ, ან ავტორიტეტული მეომარი სულაც თვითონ აცხადებდა თავს ბელადად და იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ უპირობოდ ემორჩილებოდა ყველა, კანონიც ის იყო და სამართალიც. ავტორიტარიზმის პირობებში ბელადის წოდება მემკვიდრეობით არავის გადაეცემოდა, რადგან ხალხის მასის მართვის ერთადერთი იარაღი ავტორიტეტი იყო, ავტორიტეტი კი ისეთი რამეა, რაც ან გაქვს ან – არა! მას ვერც ვერავინ გიანდერძებს, ვერც გაჩუქებს და ვერც ვერავის მოჰპარავ. ცოდნასავით არის, რა!
სახელმწიფოებრიობის აუცილებლობამდე რომ მივიდა კაცობრიობა, ისიც გააცნობიერა, რომ ხელისუფლების სტაბილურობაც აუცილებელი იყო. ამ აუცილებლობამ წარმოქმნა მონარქია, ანუ სამეფო ინსტიტუტი. ხელისუფლების სტაბილურობის მოთხოვნა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მეფე ღვთიური წარმომავლობის სუბიექტად გამოცხადდა და მისი ხელყოფა უმძიმეს ცოდვად მიიჩნიეს. საუკუნეების განმავლობაში ეს მითი იმდენად გაუფასურდა, რომ სამეფო ტახტის დაუფლების მიზნით მეფის მოკვლასაც არ ერიდებოდნენ. სწორედ მეფის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში, ანუ რევოლუციების პროცესში აღმოცენდა დიქტატორული მმართველობის ფორმა, როგორც არეულობიდან და ანარქიიდან ქვეყნის გამოსვლის საშუალება, რაც მეტწილად ეფექტიანი იყო და სახელმწიფოებრივი განვითარების დიდ წარმატებებს უკავშირდებოდა.
დიქტატურა სიმკაცრეს გულისხმობს, რაც, ცხადია, ყველასათვის მოსაწონი ვერ იქნება. უფრო მეტიც, ადამიანი ბუნებრივად სრული თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის, რაც ორგანიზებულ საზოგადოებაში სრულიად წარმოუდგენელია, ამიტომ კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავისუფლება არის კანონისადმი შეგნებული მორჩილება. ამ მორჩილების ხარისხი და შესაბამისი ქმედებების გაკონტროლების ფუნქცია სახელმწიფომ იკისრა და მართვის უმაღლეს პრინციპად კანონის უზენაესობა აღიარა, ანუ კანონის წინაშე ყველა თანაბარია – ხელისუფლების პირამიდის წვეროზე მდგომიც და რიგითი მოქალაქეც. ეს არის მართვის დემოკრატიული ფორმა.
დღევანდელ მსოფლიოში სუფთა სახით მასების, ანუ სახელმწიფოს მართვის არც ერთი ფორმა არ არსებობს: როგორი სახის არის ეს ურთიერთშერწყმისა თუ ინტეგრაციის პროცესი, ამაზეა დამოკიდებული მართვის ამა თუ იმ ფორმის ეფექტიანობა და მომხიბვლელობა.
ეს ექსკურსი წარსულსა თუ აწმყოში იმიტომ დამჭირდა, რომ მკითხველს ვუჩვენო, რა საოცარი აღმოჩენის წინაშე ვდგავართ საქართველოში: ჩემი აზრით, სრულიად აშკარაა ახალი მმართველობის ფორმის დამკვიდრება ჩვენში, რისი ისტორიული პრეცედენტი არც წარსულში არსებობს და, არა მგონია, მომავალშიც იარსებოს!
ეს არის ენჯეოკრატია!
ენჯეოებს, როგორც თქვენც იცით, არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებენ, რომლებსაც, ზოგჯერ, აბრევიატურით მოიხსენიებენ – ,,ასო“.
ეს ოხერი ასო-ები ისე გამრავლდნენ, რომ მათ ფონზე სხვა თითქმის არაფერი ჩანს, მათ შორის, არც პოლიტიკური პარტიები, რომელთა უმრავლესობა თავიანთი არსით ისედაც ასო-ები იყვნენ და არა პოლიტიკური პარტიები,
მოკლედ, ასეა თუ ისე, ენჯეოები, ანუ ასო-ები, ისე გამრავლდნენ ჩვენში, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგს ისინი ადგენენ, უცხოეთიდან ჩამოსული სტრატეგიული დაუძინებელი მეგობრები, თუ რევიზორები პირველად მათ ეკითხებიან აზრს, სურვილებსა და მიზნებს. ამ ასო-ებსაც მეტი რა უნდათ!
ახლა იმას არ იკითხავთ, რა განათლების, ნიჭისა და ინტელექტის მქონე სუბიექტებით არის გაძეძგილი ეს ენჯეოები?
ესენი არიან უცხოელი ,,პროფესიონალების“ მიერ ზომბირებული სრულიად უვიცი ან წერა-კითხვის მცირედმცოდნე ჯეელები, იმათ ერთი რამე აქვთ დაზეპირებული და ბნედიანი ბავშვებივით იმეორებენ – რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, ნატო და ევროკავშირი – ჩვენთვის გულდათუთქული მოყვარე! აშშ-ის ელჩი – მღვიძარე მზეთუნახავი, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი „ვივამედის“ კლინიკის პალატა-ლუქსში მიჯაჭვული ამირანი! ერთი სიტყვით, კოლექტიური ლიბერასტული დასავლეთი – კაკა, ბნელი საქართველოს ჯუნგლებში ჩაკარგული – ყაყა! ამიტომ გაიძახიან გულამოსკვნილები, შინ, ევროპაში დაგვაბრუნეთო. მათ ყველაფრის უფლება აქვთ: ნებისმიერ დროს ქუჩის გადაკეტვის, ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფის, ხელისუფლების ცილისწამების, საკვანძო სახელისუფლებო პოსტებზე კანდიდატების წამოყენებისა და დანიშვნის, საქართველოს ისტორიის დამახინჯების, ეროვნული გმირების შეურაცხყოფისა და სხვა ათასი უბედურებისაც.
ისე რომ, ენჯეოკრატია, ანუ ასო-თა ხელისუფლება უკვე მტკიცედ არის დამკვიდრებული!
რომში, ორიათასზე მეტი წლის წინათ ერთმა ჭკუიდან გადამდგარმა დიქტატორმა თავისი ცხენი სენატის წევრად აარჩევინა სენატორებს და დღეს რა გვიკვირს? რა არის გასაკვირი, ნეტავი, აგერ, ახლახან, ერთ ჩვენებურ იდიოტს აშშ-ისა და საფრანგეთის მთავრობებმა რაღაც მედლების კავალრობა უბოძეს და ვინმე სახაროვის (იგივე ცუკერმანის) პრემიით დაჯილდოებასაც დაჰპირდნენ. აშშ-ის მზეთუნახავმა ელჩმა ამ ჩვენს ყოფილ სახალხო დამსმენსა თუ დამცველს ახალი ენჯეოს, ანუ ასო-ს დაფუძნება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ დაარსებული ასო ყველაზე დიდი ასო იქნება და მისი შემწეობით ამ ასო-ს თავმჯდომარე შეიძლება პრეზიდენტადაც კი მოგვევლინოს ხვალზევით.
ავაჰმე, ჩემო მამულო! ქვეყნის ბედ-იღბალი ასო-ზე (თუნდაც ყველაზე მსხვილზე) რომ იქნება დამოკიდებული, იმ ქვეყანაში გამოსირებულზე უკეთესი ხალხი რატომ გაიზრდება, ნეტავი!
ენჯეოკრატია კი არა, ქვეყნის ხელისუფლებაში არისტოკრატია რომ იყო, ზოგჯერ ისიც ვერ აკეთებდა სასარგებლო საქმეს და ასო-ების იმედზე ვართ! ვიძახოთ მერე, კავკასიაში ჩვენ ვართ დომინანტი ერი და კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები ჩვენს ხელთ არისო.
გასაღები არა, ბოქლომი! ჩვენ უკვე ყველაფრის გასაღები დაკარგული გვაქვს და თუ ენჯეოების, ანუ ასო-ების ეს უსაშველო შაბაში არ დავამთავრეთ, ვეღარც იმის გასაღებს ვიპოვნით, ურომლისოდაც თავსაც კი ვეღარსად გამოვყოფთ!
ერთი უცხოელი სტუმარი მყავდა შარშან. ის კაცი ცნობილი მეცნიერია თავის ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ქალაქს რომ ვალთვალიერებდით, ერთ ადგილზე გაოცებული შედგა და მკითხა: იმ მერხზე ,,ჩამომჯდარი“ ძეგლი ვისიაო. რეიგანის-მეთქი, – ვუპასუხე. კი, მაგრამ, მთელი ქალაქი შემოვიარე და სტალინის ძეგლთან რატომ არ მიმიყვანეო, – მისაყვედურა. სტალინის ძეგლი არ დგას თბილისში-მეთქი, – დარცხვენილმა მივუგე. სტალინის ძეგლი არ გიდგათ და რეიგანს დაუდგით ძეგლიო, – ისე მკითხა, რომ შეკითხვას არ ჰგავდა ეს ნათქვამი. არაფერი მითქვამს.
ის სტუმარი რომ მიდიოდა, მადლობა გადამიხადა, შენთან სტუმრობამდე არ ვიცოდი, მმართველობის ახალი ფორმა – ენჯეოკრატია თუ არსებობდა სადმეო, ახლა ვიცი და სხვებსაც გავაგებინებო.
ჩვენთან ერთადერთი სამუშაო არაკვალიფიციური მუშახელისათვის ენჯეოა. რა ჯობია: განათლება ამას არ სჭირდება და გონიერება, პროფესია და შრომის უნარი. ერთადერთი რამე უნდა დაიზეპირო: რუსეთს აგინო, შინ მინდა, ევროპაშიო, – იძახო და რუსეთუმეები ეძახო იმათ, ვისაც თავის სამშობლოდ საქართველო მიაჩნია და გეოგრაფიაც აქვთ ნასწავლი სკოლაში.
,,მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაც უნდა იცოდე პოლიციელთათვის და თან ისიც უნდა გჯეროდეს, რომ ამისთვის ვერავინ დაგსჯის. ხოლო რატომ ჰქვია ,,მოლოტოვის კოქტეილი“ ცეცხლის წამკიდებელ ამ ხელყუმბარას, ამის ცოდნა შენი ჭკუის საქმე არ არის.
საამურია ენჯეოელების, ანუ ასო-ების ცხოვრება!
მაგრამ…
დიახ, ,,მაგრამ“-შია საქმე. საქმე ის არის, რომ მტერი მუდამ ეძებდა და ნახულობდა მისთვის საინტერესო ქვეყანაში ჭკუანაკლებ, უცოდინარ და უზნეო ადამიანებს, რომელთა მოსყიდვა და ნებისმიერ ავ საქმეში გამოყენება ძალიან ადვილია. ასეა დღესაც. ჩვენი ქვეყნის მტრებისა და არაკეთილმოსურნეთა ძალისხმევა სწორედ ენჯეოებსა და ენჯეობად, ანუ ასო-ებად ქცეულ პარტიებზეა, რომელთა მოსყიდვა ძალიან იაფი უჯდება.
როგორც კი გარეშე და შინაური მტრები საქართველოში არეულობასა თუ ,,მაიდანის“ მოწყობას შეეცდებიან, ამ საქმეში პირველ რიგში ,,საამურ“ ცხოვრებას დახარბებულ ენჯეოებსა და ენჯეოებად ქცეული ,,პოლიტიკური“ პარტიების, ანუ ასოების ჩართვას შეეცდებიან და გამოუვათ კიდეც, თუმცა ერთი რამ არ იციან ამ ასო-ებმა…
ცნობილი რომანის პერსონაჟს დათა თუთაშხიას უნდა დავესესხო, მეწისქველე ბონიას რომ მოძღვრავს ის: ენჯეოუბედურებო, მგელი რომ სანადიროდ გამოდის, იმას ფიქრობს, ისეთ ვინმეს არ გადავეყარო, რომ აქეთ შემჭამოსო. მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, მგელია და იმიტომ… თქვენ ენჯეო-ასო-ებო და პარტია-ასო-ებო, მგელზე უკეთესი აზროვნება არ შეგიძლიათ? ხომ არ ფიქრობთ, ,,მაიდანს“ თუ მოინდომებთ, ისევ ის პოლიციელები და მათი უფროსები დაგხვდებიან. ,,მოლოტოვის კოქტეილებით“ დაუსჯელად რომ წვავდით და მერე ბოდიშებსაც ახდევინებდით ხელისუფლებას. ქართველი ხალხი არც მომკვდარა და უუუდიდესი ნაწილი არც ასო-ებად გადაქცეულა – ქვეყანას თუ დაემუქრებით, თქვე იდიოტებო, ვერც უკრაინელი ,,გმირი“ მამულაშვილი გიშველით, ვერც აქაური პედერასტების საძმოები და ვერც თქვენი უცხოელი ,,გენიოსი“ ჭკუის დამრიგებელი ,,პროფესორები“ . სხვათა შორის, ვერც ხულიგანი იმპიჩმენტად წოდებული ე.წ. პრეზიდენტი გამოგადგებათ თანამდგომად, თქვენ წინ იხილავთ ქართველთა ლაშქარს, რომლებიც ერთ ადგილას შეგტენიან ალმოდებულ ,,კოქტეილებსა“ და იმ დროშის ტარებს, რომელთაც ასე ბრიყვულად აფრიალებთ ჩვენს თვალწინ!
ასე იქნება ეს.
ადამიანისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როდესაც პრობლემებისადმი წაყრუება, გულგრილობა თუ გაუბედაობა დაუშვებელია. ჩვენ ახლა სწორედ ასეთი დრო გვიდგას – ყოფნა-არყოფნის ალტერნატივა: ან შევეგუებით ენჯეოკრატიასა და ასო-ების პოლიტიკურ პარტიებად მეტამორფოზას და არყოფნის ახლო პერსპექტივას, თვალს გავახელთ, ან ყურებს გამოვიბერტყავთ და დავიფრენთ ამ რძენაწყენი უვიცების ბრბოს, რომელსაც ზოგი პოლიტიკურ პარტიას, ზოგი ენჯეოსა თუ ასოციაცია-ფონდებს ეძახის, ზოგი კი სულაც ხალხურად ასო-ებად მოიხსენიებს და ჩვენი ყოფნის გარანტიას მივიღებთ.