საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ჩვენ ევროსოდომია კი არა, მათთან თანასწორი ურთიერთობა გვინდა – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

ჩვენ ევროსოდომია კი არა, მათთან თანასწორი ურთიერთობა გვინდა

 

გვესაუბრება დამოუკიდებელი
უფლებადამცველი, ყოფილი
პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმიტრი, პარლამენტში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვა იწყება. როგორ აფასებთ, ხელისუფლების ამ ინიციატივას?
_ ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პარლამენტში ერთდროულად სამი ინიციაცია შევიდა, აქედან, ერთ-ერთი საკონსტიტუციო კანონპროექტია, რაც ოცდასამ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. მათ შორის, ცვლილებები შედის “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში, ასევე, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში. ასევე ცვლილებები შედის არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის კუთხითაც.
მეორე მიმართულებაა შუბი პირდაპირ ლიბერალური სისტემის მკერდში, ე. წ. კვოტირების სისტემის გაუქმება. მოგეხსენებათ, გენდერის უკან იგულისხმება არა ქალი, არამედ სწორედ ის პერვერტები, ტრანსგენდერები, რომელთა საარჩევნო სიებში ჩასმის ვალდებულების წინაშე გლობალური დასავლეთი გვაყენებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალთა უფლებებზე ვითომ მზრუნველი ანა ნაცვლიშვილი, გრანტებს იმაში იღებს, რომ ჩვენი შვილების გარყვნა, კანონად აქციოს. იმავეს ცდილობენ: ხატია დეკანოიძე, ვანო მერაბიშვილი, ანი წითლიძე, რომელიც ნეობოლშევიკი, ნეოტროცკისტი, ნეოკომკავშირელი სულისკვეთების გარეწარია. იგი ყველა ღონეს ხმარობს, რათა გარკვეული პირების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებით პროვოცირება მოახდინოს.
აშკარაა, რომ ოპოზიციის მხრიდან, საქმე, უბრალოდ, წინასაარჩევნო ტრიუკთან არ გვაქვს. კანონი, რომელიც ენჯეო სექტორის დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფას ეხება, ძალაში თუ შევა, გლობალური დასავლეთი და მისი ადეპტი თხუთმეტი გეი-პოლიტიკური პარტიის გაერთიანება, რა კონფიგურაციითაც უნდა წარსდგნენ, ვერცერთ არჩევნებს ვეღარ მოიგებენ.
“საერთო გაზეთთან” ინტერვიუში არაერთხელ აღვნიშნე, რომ აპრილ-მაისში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა, დაიწყო საკანონმდებლო ტრილოგიის ინიცირება, რამაც გლობალური დასავლეთის ადეპტი პოლიტიკური ძალები სრულ ისტერიკაში ჩააგდო. ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები არიან, რომელთაც გააჩნიათ მიზანი: არ მოხდეს საქართველოს სუვერენიზაციისთვის ბრძოლა.
შემირცხვენია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის სოდომიზაციის წინააღმდეგ ხმას არ აღიმაღლებს. შემირცხვენია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. მეტიც, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივას ჩააგდებს, ქართული ეკლესიისგან ანათემაზე გადაცემას იმსახურებს. ეკლესია ამ საკნონმდებლო ინიციატივას გვერდით უნდა დაუდგეს, რათა არ განმეორდეს ის, რაც გლობალურმა დასავლეთმა საბერძნეთში გააკეთა _ მართლმადიდებლობის ფორპოსტი სახელმწიფო მუხლებზე დააჩოქა და იქ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ეს ბერძენი ხალხისთვის, განაჩენია. სწორედ საბერძნეთის მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაა გლობალური დასავლეთის მთავარი ამოცანა და მიზანი.
შემთხვევით არაფერი ხდება _ დღეს საბერძნეთის, ხვალ კი ჩვენი რიგი დადგება. გლობალური დასავლეთი ხვალ-ზეგ შეგვახსენებს: ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ავანსად მოგეცით, თუ გნებავთ წევრობა, სტატუსის შენარჩუნება, მაშინ ჩვენი დავალება ცხრა პუნქტი უნდა შეასრულოთო, სადაც ორი პუნქტი სწორედ ლგბტ თემატიკას ეძღვნება.
ერთ-ერთ პუნქტში, ერთი მხრივ, ყველა იმ ორგანიზატორის დასჯის მოთხოვნაა ჩადებული, რომელმაც 5 ივლისს ორგანიზება გაუწია საყოველთაო, სახალხო თავყრილობას, ხოლო მეორე მხრივ, გაწერილია ყველა გეი-აქტივისტის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ჩასმის ვალდებულება. სწორედ ეს არის გენდერული კვოტირების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. დასავლეთი გვეუბნება: გნებავთ, ჩვენგან მოწყალება მიიღოთ და ევროსოდომის წევრი გახდეთ, მაშინ ჩვენი დავალებები პირნათლად შეასრულეთო. ჩვენ ევროსოდომია კი არა, ევროპასთან თანასწორი ურთიერთობა გვინდა. დიახ, ევროკავშირისეული ინდოქტრინაცია არ გვინდა. ეს ქართველი ერის უდიდესი ნაწილის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა. იმ ერისა, რომლის წიაღშიც დავიბადე, ვცხოვრობ, ვხარობ და ვზრდი ჩემს რვა შვილსა და ხუთ შვილიშვილს. დიახ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან თანასწორი ურთიერთობა, მაგრამ არ გვინდა მის მიერ თავს მოხვეული იდეოლოგია.
საქართველო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანაა. ჩვენ არსაიდან მოსული ქართველი ერი ვართ, რომელმაც არაერთი წარმატება იზეიმა. საქართველოს განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია, რაც გლობალურმა დასავლეთმა უნდა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ერი ფეხზე დავდგებით და ამ სამ საკანონმდებლო ინიციატივას: ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, გენდერული კვოტების გაუქმებას (რომელიც უკვე კანონიერ ძალაში შევიდა) და ენჯეოებს დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფას, კბილებით დავიცავთ. ეს კანონპროექტები აუცილებლად უნდა ამოქმედდეს და სამართლიანობა აღადგინოს.
სამართლიანობა კი ვერ დაისადგურებს, თუ ჩვენ ქვეყანაში საშუალო კლასის ნაცვლად, ოცი ათასი 400 მილიონი ლარით დაფინანსებული ბენეფიციარი გვეყოლება. ამ თანხას დასავლეთი ყოველწლიურად გამოყოფს იმისთვის, რომ ქვეყანაში ფსევდოინტელიგენცია, ფსევდოსაშუალო ფენა შექმნას, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ამ გრანტებს მოიხმარს, რისგანაც არავითარი სარგებელი ქვეყანას არ აქვს. დასავლეთს აწყობს, საქართველოში კარგად გამძღარი, დაფინანსებული ადეპტები ჰყავდეს. 20 ათასი ადამიანი ცოტა არ არის. ეს საკმარისია, რათა პოლიტიკურ პროცესში დასახულ ამოცანებს მიაღწიო. სწორედ ასე მოხდა 7-8 მარტს, როცა ყველა დაფინანსებული ენჯეო ფეხზე დადგა: არიქა, შემოსავლებს ვკარგავთო და თავიანთი ინტერესების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დღეს, როცა სახელმწიფომ საზოგადოებას ამ ყველაფრის სამართლებრივი მხარეები განუმარტა, ენჯეოებმა ქუჩაში მხოლოდ 40 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ხალხის მობილიზებას ვერ მოახდენენ. როგორც აღვნიშნე, დასავლეთისგან გრანტს ოცი ათასი ადამიანი იღებს. თუნდაც ამის ნახევრის ქუჩაში გამოსვლის შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ სახელმწიფომ უფრო მკაცრი ქმედებები უნდა განახორციელოს, ვიდრე შარშან ვიხილეთ. განაჩენი არამარტო აღმსრულებლების, არამედ ორგანიზატორების მიმართაც უნდა დადგეს და მიმდინარე პროცესების როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასება მოხდეს. თუკი არეულობის მოწყობის მცდელობა იქნება, ამას ადეკვატური კონტრქმედება უნდა მოჰყვეს. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა საქართველოს პოლიციას, სპეცდანიშნულების რაზმებს მორალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. არცერთი ნაბიჯი უკან! _ ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონები უნდა აღსრულდეს!
_ რამდენად მზად არის ხალხი ამ საკანონმდებლო ინიციატივების მისაღებად?
_ მოდი, გავაანალიზოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან მაგალითს: “ნაცმოძრაობის” აქტივისტის, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის მეუღლე ნინო თარხნიშვილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გახლავთ. მის ფუნქციაში სოციოლოგიური კვლევებისთვის საველე სამუშაოების განხორციელება შედის, რასაც ყოველთვის დამკვეთი ჰყავს. ესენი არიან “ენ-დი-აი” და შვედეთის მთავრობა. ანუ, აშშ-ის კონგრესის მიერ დაფუძნებული “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” საქართველოში კვლევების ჩატარებას შვედეთის სამეფოს უკვეთავს, ეს უკანასკნელი კი ამის განხორციელებას თარხნიშვილის მეუღლეს ავალებს, რომელიც დასკვნას თავად წერს. 2014 წელს თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავი, მაშინ “ენ-დი-აის” კვლევების მიხედვით, 1,5% მერგო, სინამდვილეში კი 13% ავიღე. ნინო თარხნიშვილმა შედეგები 10%-იანი ცდომილებით გამიყალბა. როცა პირი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, განა სახელმწიფოს არ აქვს უფლება, მოიკითხოს, რის სანაცვლოდ, რა დაფინანსების გამო აკეთებს ამას ნინო თარხნიშვილი?! “ენ-დი-აი” პირდაპირ კი არ უკვეთავს კვლევას, არამედ შვედეთის სამეფოს გავლით, კვალი კარგად რომ აირდაირიოს, რათა მერე სათქმელი ჰქონდეს: მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ, პროცესს ვზედამხედველობდი, კვლევა შვედეთის სამეფომ დაუკვეთაო.
ასევე, გავიხსენოთ ტრენინგები, რასაც სემინარების ხასიათი აქვს. აკერმანი პირდაპირ “ნაცმოძრაობის” კონსპირაციაშია მხილებული. ასევე, სერბეთიდან ჩამოყვანილი ტრენერები, რომლებიც “ფრანკლინის კლუბის” წევრებს ატრენინგებდნენ, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ დესტრუქციული საქმიანობა და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. ეს ხომ გუშინ იყო. ამ თანხებს კონკრეტული არასამთავრობოები იღებენ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: მსგავსი ენჯეო ჰქონდა ნაჯა ორაშვილს, რომელიც კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. იგი ამბობდა: ღამის კლუბ “ბასიანის” ბაზაზე პოლიტიკური პლატფორმა უნდა გაკეთდეს, რომელიც ნეოლიბერალური იდეების მატარებელი ახალგაზრდებით გაივსებაო. აი, რაში იხარჯება დიდი ფული. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: ნიკა გვარამიამ პოლიტიკური პარტია “ახალი” დააფუძნა. იგი ასევე ფლობს ტელეკომპანია “მთავარს”, რომლის 5%-მდე წილის მფლობელი გიული ალასანიას უნივერსიტეტი “საქართველოა”. ისმის კითხვა: რაში სჭირდება უნივერსიტეტს “მთავარის” აქციების ფლობა? _ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო გრანტები შემდგომ მედიაპროექტებში ჩაიდოს, რომელსაც “საქართველო” “მთავართან”, ანუ გიული ალასანია ნიკა გვარამიასთან ერთად განახორციელებს. ანუ, მიხეილ სააკაშვილი გვარამიასთან ერთად კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტს განახორციელებს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. კორძაიებს, ლომჯარიებს, ამ “ასოცირებულ პროფესორებს” სტუდენტებთან აქვთ წვდომა. გიორგი მელაძე, რომელიც “ილიაუნის” ასოცირებული პროფესორია, პატრიარქს ლექციებზე განიკითხავს. ჩემმა შვილმა დატოვა ეს უნივერსიტეტი, რადგან ლექტორი უწმიდესს შეურაცხყოფდა. “ილიაუნი” სატანის ბუდედ, ნეოლიბერალი ახალგაზრდების სამჭედლოდ იქცა.
ბევრი მაგალითი მოვიყვანე იმისა, თუ რატომ უნდა იჩქაროს ხელისუფლებამ ამ ინიციატივების კანონად ქცევა _ რათა ამ გარეწრებმა ხელი ვეღარ მოითბონ იმ უკანონო დაფინანსებით, რასაც აუცილებლად ქვეყნის დასაქცევად გამოიყენებენ. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი, მათ ამ სიყალბეში მხარს უჭერს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უკანონო დაფინანსების კონტროლი, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, ე. წ. გენდერული კვოტირების გაუქმება აბსოლუტურად დროული, სწორი ნაბიჯია. ხელისუფლება აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს.

თამარ შველიძე