საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ბიჭო, არავინ ჭამს აკერმანის ამ ღლეობას ვერ გაიგეთ? – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

ბიჭო, არავინ ჭამს აკერმანის ამ ღლეობას ვერ გაიგეთ?

მარტივ მამრავლებად იშლებიან
და ახლა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი –
ჩაისაფრა ვიღაცეები და ისეთი ყავისფერი სახეები აქვთ, რომ

არავინ იჯერებს!

აი, ისე გაუჭირდა შსს და სუს რომ ჩასაფრება ამ თვალთვალი თქვენ აღმოგაჩენინათ 🤣🤣🤣

ე ბიჭო, არავინ ჭამს
აკერმანის ამ ღლეობას ვერ გაიგეთ?

🤣🤣🤣🤣

არც ნლპ, არც კოგნიტური “ბომბები” და
ვერც ЦИПСО გშველით, გონებაჩლუნგებო🤣🤣🤣

Клоуны сгоревшего цырка!

მორჩით ამ იდიოტიზმს,
არანაირი ემპათია არ არის საზოგადოებაში!!!

და იცით რატომ?

აი ამ.გეგმას რომ მიყვებით და ქვეყნის დანგრევა გინდათ იმიტომ
👇👇👇👇
მეგობრებო ეს არის ამათი
გეგმაი საკვირველი
გაეცანით და იცოდეთ

‼️‼️‼️

2000 წლის სერბეთის რევოლუციის დროს განსაკუთრებით ბევრ მშვიდობიან საპროტესტო ფორმას მიმართეს, მაგალითად:

პროტესტანტებს დაჰქონდათ სარკეები. სარკის მიზანი იყო, რომ პოლიციელებს დარბევამდე ჯერ საკუთარი ანარეკლები დაენახათ – რითაც ცდილობდნენ მათთვის შეეხსენებინათ ჰუმანურობა და ცდილობდნენ მათ მომიტინგეებთან იდენტიფიცირებას.

ასევე, ქალები ატარებდნენ წითელ პომადას, როგორც დაუმორჩილებლობისა და ქალურობის სიმბოლოს.

ატარებდნენ პერფორმანსებს, ფლეშმობებს და მიმართავდნენ კრეატოულ დადგმებს (ერთ დღეს ჩამოკიდეს პრეზიდენტის თოჯინა და ყველას ვისაც მოუნდებოდა შეეძლო თოჯინისთვის ჯოხი დაერტყა).

ასევე, მოაწყვეს „ბალიშების საპროტესტო აქციები“, სადაც აქტივისტები იკრიბებოდნენ საჯარო ადგილებში და აწყობდნენ ბალიშებით ჩხუბს, როგორც დასტურს, რომ ეს პროტესტი იყო მშვიდობიანი და არა ძალადობრივი.

მოაწყვეს იმიტირებული არჩევნებიც, რომელიც აბსოლუტურად სატირულ რეჟიმში ჩატარდა, თავისი აბსურდული კანდიდატებითა და გაზვიადებული წინასაარჩევნო დაპირებებით.

1989 წელს ბალტიის ქვეყნები:
ადამიანების ჯაჭვი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, მილიონობით ადამიანმა ერთმანეთს ჩაკიდა ხელი და შექმნეს ჯაჭვი, რომლებიც გადაჭიმული იყო ათი ათასობით კილომეტრზე. ამით ისინი აპროტესტებდნენ საბჭოთა მმართველობასა და მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას.

Zombie Walk (ჩილე, 2019): ჩილეში მომიტინგეებმა მოაწყვეს “ზომბების გასეირნება”, სადაც მონაწილეები ზომბებად ჩაცმულნი დადიოდნენ ქუჩებში. ამით ისინი აპროტესტებდნენ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას და აჩვენებდნენ, რომ მთავრობა – ცოცხალმკვდარი იყო.

საპროტესტო აქციები (არგენტინა, 2001): 2001 წელს არგენტინის ეკონომიკური კრიზისის დროს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა ქვაბებისა და ტაფებზე რტყმით. ხმაურმა მთელი ქალაქი მოიცვა. ეს პროტესტი ხალხური წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ქოთნის მცენარეების პროტესტი (ტაილანდი, 2020): ტაილანდში პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა გამოიყენეს ქოთნის მცენარეები, როგორც პოლიტიკური ზრდისა და ცვლილების სურვილის სიმბოლო.

ძალადობა შობს ძალადობას.
ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები და მშვიდობიანები.
მხოლოდ ამით გავიმარჯვებთ!
ასევე გახსოვდეთ, რომ ყველაზე მეტად წყობიდან გამოდიან დაცინვასა და იუმორზე. არ დაინდოთ!

Mock the Regime. იუმორი და სატირა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ვიდრე ნებისმიერი სხვა მოცემულობა თუ ცვლადი. იუმორის გამოყენება მიზანმიმართული რეჟიმის დაცინვისა და ავტორიტეტის შელახვის მიზნით, რაც ართულებს მათ სერიოზული და შემაშინებელი იმიჯის შენარჩუნებას. მაგალითად: რუსეთში ერთ-ერთი აქციის დროს ციმბირში დემონსტრაციაში ადამიანების ნაცვლად თოჯინები გამოიყენეს. ეს ამბავი იმდენად გახმაურდა, რომ პოლიციას მოუწია თოჯინების “დაპატიმრება” – რამაც ორმაგად შეუწყო ხელი ამბის გავრცელებას.

(ასევე, ატარეთ ქოლგა. ჰონგ-კონგში ამით იცავდნენ თავს ცრემლსადენი გაზისგან)

ზემოთ მოყვანილი ისტორიები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული მშვიდობიანი მოძრაობის მაგალითებია, რომლებიც რეჟიმის ცვლილებით დასრულდა.

ეს ისტორიები შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსპირაციად და მშვიდობიანი პროტესტის ფორმების მოსაფიქრებლად.

წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე