საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ახალი ბორდელი სახელად “მიშა”! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მისაღები ოფისი 11 ოქტომბერს იხსნება. ამის ამსახველი ფოტო მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“სწორედ დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე.

საინტერესოა რატომ აძლევს ხელისუფლება  ამდენ უფლებას უამრავ საქმეში ბრალდებულ  ნაპრპრეზიდენტარს?

“ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი – სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის!

იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.

გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა”– წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ოფისს “მორიგი” სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.