საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თაკომ აიწყვიტა და კვლავ მელიას უტევს! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

თაკომ აიწყვიტა და კვლავ მელიას უტევს!

“კანონის და სამართლის” ლიდერს, პუბლიციცტს და “საზოგადო მოღვაწეს”, ლეიბების იდეის ავტორ თაკო ჩარკვიანს ნერვებმა ისევ უმტყუნა. მისი სამიზნე კვლავ ნაცკანტორის ექსთავმჯდომარე ნიკანორ მელია გახდა. 

“აი ეს (ვიდეო კადრებში რასაც ხედავთ) , ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში ზედ კოსტავას გამზირზე ( ჩემი მეუღლის ჯონი გიგანის ოფისის “მორკინალის” ტერიტორიაზე, მან დაგვითმო ოფისი 600კვ დარბაზი შეკრებისთვის, სადაც რაიონიდან ჩამოსული თუ ისე ( აქაური ამ ქალაქის )ხალხი მოისვენებდა და – 6 ვიტრაჟი) სადაც ჩვენი პარტია “კანონი და სამართალი” იყო განთავსებული, მიშა სააკაშვილი რომ ჩამოვიდა მაშინ და სწორედ ეს ერთობა და ჩვენი შრომა, ადამიანთა შრომა, ენთუზიაზმი, იდეიალისტური მონდომება, ტროას ცხენმა ნიკანორ მელიამ “დიდი მონდომებით ” და მოუნელებელი ავადმყოფური ამბიციებით და პროვოკაციებით, (აქციაზე არ მიხვიდეთ ჩვენი აქცია არ არისო ადამიანებს აბნევდა), ტალახით და სიბინძურეებით, ტროლების შემოსევით და ვიღაც პატარა ფეიკ “ტიპებით” , დიდი უზარმაზარი აქციების დაშლით , “პიპინ პიპინით წოწიალით “ და ხალხის დაღლით, თავზე დაგვანგრია” ამ მართლა პოლიტ ლუზერმა! შემდეგ კი , მოგვიანებით ხალხი ყველაფერს მიხვდა და იმიტომაც მიუჩინა ადგილი ამომრჩეველმა და “მკვდარ პოლიტიკანად” აქცია , რომლის გაცოცხლების შანსი არ არის, მერწმუნეთ შანსი არ არის …..ასეა უწესობა ისჯება, თან მაგრა ისჯება !”წერს თაკო.