საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხალხი ვისაც საქართველოში ომი უნდათ! გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანებს არასდროს არ ვეხები-დავით ქართველიშვილი – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ხალხი ვისაც საქართველოში ომი უნდათ! გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანებს არასდროს არ ვეხები-დავით ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, ექსპერტი დავით ქართველიშვილი იმ ‘საზოგადო მოღვაწეების” არასრულ  სიას აქვეყნებს ვინც ღიად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას ქვეყანაში გაეხსნა მეორე ფრონტი.

“სქესში, პოლიტიკასა და მედიაში გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანებს არასდროს არ ვეხები, და წმინდა ჰიგიენური მოსაზრებით – მათ შორის არც ტაქტილურად, რაც არანაირად არ მიმაჩნია ანტიდისკრიმინაციულ ქმედებად. წესად მაქვს არც მათი დასახელება – ჩემთვის მიუღებელი საგნების უფასო რეკლამირების ზოგადად წინააღმდეგი ვარ. თუმცა დღეს ამ კატეგორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თავს “ჟურნალისტად” რომ ასაღებს, ჩვენი საზოგადოების მეხსიერებას გამოცდა მოუწყო. მან ვერ გაიხსენა, ვინ როდის და სად მოუწოდებდა ხელისუფლებას საომარი მოქმედებების გაჩაღებისაკენ. მსგავსი ამნეზიით დახარვეზებულებისთვის, მოგვიწევს მცირე პროფილაქტიკური სეანსის განმეორება. ბოდიში – რომ გრძელი სტატუსი გამოვიდა.

✅ ზვიად ციკოლია: “შედით აფხაზეთში და სამაჩაბლოში, შედით. ასეთი შანსი მეტი აღარ გვექნება”

✅ ნიკა ნარსია:”სეპარატისტებიც კი აღარ დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში –

ყველა უკრაინაში გადაისროლეს და ჩვენი ომი არ არისო ვიღაც იტყვის, პუტინი – რუსეთი თუ დასრულდა, ესენი იქ ჩახოცეს, აქ ხელისუფლების შეცვლაღა დაგვრჩა და სოხუმში და ცხინვალში ავაფრიალებთ ქართულ ხუთჯვრიან დროშას”

✅ თამარ ჩერგოლეიშვილი: “ისე, რუსეთი რომ დამარცხდეს, პუტინი განადგურდეს, და რუსეთი აირიოს, ვინ უნდა მოიფიქროს აფხაზეთში და ცხინვალში რას ვშვებით? ალბათ ჩვენ არა?”

✅ დავით საყვარელიძე: “აფხაზეთიდან ჯარი გაყავთ და აპირებენ უკრაინის ფრონტზე გადმოსროლას. ძალიან გაუჭირდათ! სამწუხაროდ საქართველო უბრალოდ შეშინებულ ქვაყანად გამოიყურება. საერთოდ ეროვნული მიზნების და მომავლის ხედვის გარეშე დარჩენილი. უთავმოყვარეო ზონაში გაჩხერილი”

✅ უჩა აბაშიძე: “101-ხელ მკითხეს ჩვენ რეგიონში რუსების ჯარზე. ჩვენი ჯარი გადაყვანილია ყაზარმულზე პირველი დღიდან (იდო ამაზე ნიუსები ჯერ ამან ანერვიულა ხალხი) – იმიტომ რომ რეგიონში არის დაძაბული ვითარება აფხაზები, ოსები, დაღესტნელები, ჩეჩნები და სხვა კავკასიელები – გადასროლილი არიან უკრაინაში კაი ხანია (ვწერდი ამაზე) და იბრძვიან იქ, უკრაინელები აკეთებენ ჩვენს საქმეს, ჩვენს მაგივრად ეხლა 4 დღის წინ კიდევ ერთი ტექნიკის პარტია შედეს მატარებელზე და გაუშვეს იქეთ (ოღონდ ჩვენმა ნიუსებმა ვერ გაიგეს და პანიკა მოაწყვეს აქეთ მოდიანო, წავიდა ეგ ტექნიკაც ვსიო)”

✅ ნინო ლომჯარია: “მე გუშინ ძალიან შემრცხვა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქეს შერცხვა. ხანდახან დგება მომენტი შეიძლება ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რომელიც პრემიერის სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით თაიმკოდი”

✅ ნინო ლომჯარია: “ომი მარტო უკრაინაში არ მიმდინარეობს, ომი საქართველოშიც მიდის რადგან ოკუპირებული რეგიონები გვაქვს, ამიტომ უკრაინელები იბრძვიან საქართველოსთვისაც”

✅ პაატა ზაქარეიშვილი: “ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და მოსკოვს ჯარები გააყვანინოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ახლა დადუმდა”

✅ პაატა ზაქარეიშვილი: “რუსეთმა უნდა შეასრულოს პირობა და ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს.
ევროკავშირი ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ჩვენთან. რუსეთი ამ ხელშეკრულებას ასრულებს მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა, მას არ გაჰყავს ჯარები. მოვითხოვოთ, ეს! ცოცხალი დოკუმენტის შესრულება მოვითხოვოთ. გაჩუმებულები ვართ, ვითომ, ჩვენ არ გვეხება რაც უკრაინაში ხდება. პირდაპირ გვეხება ის, რაც უკრაინაში ხდება“

✅ ეკა გიგაური: “რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ”

✅ ირაკლი ტაბლიაშვილი: “ჩვენი ომიც რომ არის იმ ომის დროს, დიდზე დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, თითოეული ჩვენგანის! ჩვენს ინიციატივებს…”
✅ ირაკლი ტაბლიაშვილი: “ამიტომ, რასაც ახლა ვიტყვი, მწარე რეალობაა! მოემზადეთ ომისათვის! რომც არ მოხდეს ეს ომი, მაინც მოემზადეთ! კაპიტულაციაც ვერ გიშველით! ისინი მოგკლავენ ზუსტად ისე, როგორც მშვიდობიანი ბუჩელები მოკლეს!.. და თუ მომზადებულები იქნებით, გადარჩენის შანსი 1/100 – ად გაიზრდება! მოემზადეთ ომისათვის ნიშნავს: ომს იარაღით!
ომს მოლოტოვის კოქტეილებით!
პარტიზანულ ომს! ომში ვინცაა, მათ დახმარებას! კიბერომს!
საინფორმაციო ომს! შვილების გაყვანას შედარებით უსაფრთხო ადგილებში! ლოკალურ და გონივრულ შეტაკებებს…
და ა.შ. ვიმეორებ – რომც არ მოხდეს ეს ომი (და არავის გვინდა, ცხადია) სჯობს, ამ შესაძლო სცენარს შევხვდეთ უკეთ მომზადებულები…და კიდევ ერთხელ – ვინც კაპიტულაციას აპირებს, მათაც არ დაინდობს რუსეთი… ეს რომ იცოდეთ… რუსეთი ყველას კლავს! ღარიბაშვილსაც კი…”

✅ მიშა მშვილდაძე: “ამ ომს ან უკრაინასთან ერთად ვიგებთ, ან რუსეთთან ერთად ვაგებთ – სულ ესაა საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. მონები მიყვებიან საფლავში მარტო პატრონს, ვასალებიც კი ახალ ცხოვრებას იწყებენ”

✅ მიშა მშვილდაძე: “2008 ში რუსეთთან ომობდა მაქსიმუმ 30-35 ათასი საქართველოს მოქალაქე – ჯარი, პოლიციის სპეცრაზმები და რეზერვისტები – მეტს არ უომია, ანუ სამ მილიონ ნახევრიდან იომა მაქსიმუმ 1%-მა. მე არ მიომია, ისევე როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობის 99%-ს. იიი, ისევ ჩვენ უნდა ვიომოთ, იიი სად იყავი მაშინ რატო არ იომე – შენ სად იყავი შე დედამოტყნულო თორე მე დასაბომბად ევაკუირებული პარლამენტის შენობიდან საზღვარგარეთ ვისთანაც შეგვეძლო ყველასთან ხმის მოწვდენას ვცდილობდი.
რუსეთთან ომი როგორი უნდა იყოს, გამოჩნდა უკრაინაში, მასობრივი წინააღმდეგობა – რუსეთი კი არა, ამერიკამ რო გაბედოს საქართველოზე თავდასხმა, უნდა მოეტყნას თავის დედისტრაკი – მაგას ნიშნავს დამოუკიდებლობა, მაქეთ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს თავდაცვას და ძლიერ მოკავშორეებსაც უნდა ვეძებდეთ, ცხადია, თანამოაზრეებს ღირებულებებით.
მოსახლეობის 1 პროცენტის ბრძოლით ვერავის ვერაფერს დავაკლებთ – ბრძოლისუნარიანი ჯანმრთელი მოტივირებული და საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი და მოსახლეობა არის ერთადერთი გზა, რომ ომი ავირიდოთ თავიდან – ეგეთ ქვეყანასთან ომს ვერავინ გაბედავს. სოზარა სუბარის აფერისტი დებილი დედას შევეცი აქვე და მისი თამადობით ყველა ჩაჯმულის, ვინც თავის ჩაჯმებს სხვებსაც თავს ახვევს – იდით ნახუით ყველა ჩაჯმული, ნაომარიც თუ უომარიც – ნახუი
აიმენა წითელ ხიდთან ვინც ჩაჯმულების რიგი დააყენა, ზუსტად ის დედამოტყნულები იძახიან თან – ისევ ჩვენ ვიომებთ – იმდენი თქვენი დედა მოვტყან, თქვენი დედა მოვტყან”

✅ მიშა მშვილდაძე: “ახლა ფორმულაზე და სხვა არხებზეც ალბათ პირდაპირ ეთერში გადის ევროკავშირში როგორ იღებენ უკრაინას – ხალხო, ადამიანებო, საქართველოს მოქალაქეებო – აი ეს არის ცოცხალი დასტური იმის, რომ ნატო მითი არაა, ევროკავშირი მითი არაა – შესაძლებელია და შეგვიძლია ჩვენც – ახლა პირდაპირ ეთერში გადის ამის პირდაპირი დასტური – მორჩა ჩვენი მეხუთე კოლონის და რუსული იმპერიის წლობით თავსმოხვეული ბოროტი ნარატივი, რომ დასავლეთი შორსაა, იმათ ჩვენთვის არ სცალიათ, ფეხებზე ვკიდივართ და რუსეთი აგერაა ყურისძირში – მოკვდა!! მოკვდა მტრის ნარატივი აგერ პირდაპირ ეთერში! ჩვენც უნდა დავამთავროთ ეს სამარცხვინო ეტაპი ჩვენი ქვეყნის – ევროპა მზადაა ჩვენთვის, ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროპისთვის – და რაზეც არ უნდა გადიოდეს ეს გზა, რისი გაღებაც არ უნდა მოგვიხდეს ამ გზაზე, რა დაბრკოლებებიც არ უნდა გვქონდეს გადასალახი – ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ, აუცილებლად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ სხვა გზა არაა, სხვა გზა არის გარანტირებული დაღუპვა რუსული იმპერიის პერიფერიაში, ისევ თაობები დეპრესიებში, ლოთობებში და დაცენზურებულ პოეზიაში, ტერორში, ძალადობაში, საუკეთესო შემთხვევაში, ვიწრო სოციალურ ჯგუფებში შიშით შეხიზნულები მიკროთავისუფლების სიმულაციიდან სიმულაციამდე.
ყველაფერი ჩვენზეა – უკრაინის მაგალითი ამას გვასწავლის, ავღანეთის საპირისპირო მაგალითიც იგივეს გვიდასტურებს – ასე ნათელი არასდროს ყოფილა – ჩვენზეა ყველაფერი!
ჩვენ უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი სიმართლის და სამართლის და დავიჯეროთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია, იმიტომ რომ მართლა ეგრეა – მარტივად, პატიოსნად და დაფიქრებულად, ამავდროულად კი გამბედავად, ბეჯითად და მტკიცედ – როგორც ყოველთვის ვმოქმედებდით ხოლმე ჩვენი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში”

✅ თინა ხიდაშელი: “მოხალისეების გაშვება არ ნიშნავს მთავრობის ჩართვას“

✅ ოლექსეი გონჩარენკო: “მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა”
✅ მიხაილო აპოსტოლი (რადას დეპუტატი): “ქართველებო! აფხაზეთში დაბრუნების დიდი შანსი გაქვს! ჩვენ ჩავკეტეთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ! მოლდოველებს! დაიბრუნეთ დნესტრისპირეთი საკუთარ თავთან! ადვილი იქნება თქვენთვის! ერთად გავტეხოთ შეშლილი დათვი!”

✅ ლუკ კოფი: “თუ უკრაინაში რუსი სამხედროები დამარცხდებიან და მოსკოვში გადატრიალება/დიდი პოლიტიკური კრიზისი მოხდება, ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორი შეიძლება იყოს დომინოს ეფექტი სხვა ადგილებში, როგორიცაა ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი. შესაძლოა, ცვლილება სწრაფად მოხდეს და საქართველოს მთავრობამ ეს შესაძლებლობა უნდა დაგეგმოს”
✅ ალექსეი დანილოვი: “საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნება აუცილებლად დაგვეხმარება“

✅ მიხეილ სააკაშვილი:
“ახლა, როდესაც საქართველოს სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე მსოფლიოს გამოღვიძება შემიძლია, ტყვედ გყავართ აყვანილი.
ჩემი ერთადერთი იმედი უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებმაც რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება არ უნდა მისცენ და მაშინ მარტო ცხინვალისა და უკრაინული ოლქების ნაწილის მიერთება აზრს კარგავს. ასევე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა აუხსნან ქართველ ხალხს, რომ კაპიტულანტურ პოლიტიკას სრულ განადგურებამდე მივყავართ და საქართველოს გადარჩენის საქმე ხელში ისევ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს”

✅ ანდრეი კასიანოვი: “უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა”
✅ ოლექსი არესტოვიჩი:
“სააკაშვილი ომზე უარს არ იტყოდა”
✅ ალექსეი დანილოვი:
“რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება”

✅ რასა იუკნევიჩიანე: “როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში და არ უერთდება სანქციებს, EU-ს წევრობაზე განაცხადი “მორალს მოკლებულია””

✅ ოლექსი არესტოვიჩი: “მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები”

✅ დენის შმიგალი: “მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება”წერს დავით ქართველიშვილი.