საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მონა ხაბეიშვილი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მონა ხაბეიშვილი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს!

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, იგი საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მერაბიშვილი-კეზერაშვილის დავალებებს ასრულებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

„არ ფუნქციონირებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, არ ფუნქციონირებს სამდივნო, პარტია არის ატროფირებული, ვერ ახდენს აქციების ორგანიზებას“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

„ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებს საკუთარ სამომავლო გეგმები წარუდგინა.