საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სასწრაფოდ!ვისაც ქვეყანაში უკრაინა უნდა, ყარაბაღი თუ ისრაელი – ასაკის, სქესის, კონფესიური, ეთნიკური თუ პარტიული კუთვნილების განურჩევლად, ყველანი უნდა მოვაქციოთ სრულ სამოქალაქო იზოლირებაში – საერთო მედია
აპრილი 13, 2024

სასწრაფოდ!ვისაც ქვეყანაში უკრაინა უნდა, ყარაბაღი თუ ისრაელი – ასაკის, სქესის, კონფესიური, ეთნიკური თუ პარტიული კუთვნილების განურჩევლად, ყველანი უნდა მოვაქციოთ სრულ სამოქალაქო იზოლირებაში

“ნაცი არის “ბანდერა”, ნაცი არის “ჰამასი”, ნაცი არის “იგილი” – ამ შეფასებებში პოლიტკორექტულობის დრო აღარ არის…” – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ყველა უნდა მოექცეს საზოგადოებისგან იზოლაციაში, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა.

“ვისაც ქვეყანაში უკრაინა უნდა, ყარაბაღი თუ ისრაელი – ასაკის, სქესის, კონფესიური, ეთნიკური თუ პარტიული კუთვნილების განურჩევლად, ყველანი უნდა მოვაქციოთ სრულ სამოქალაქო იზოლირებაში, უმკაცრესი საზოგადოებრივი და სამართლებრივი ზომების გამოყენებით. უნდა გავაიგივოთ ძველაღთქმისეული კეთრას მატარებლებთან ან ცოფით დაავადებულ უპატრონო ძაღლებთან. ასეთები უნდა გამოვავლინოთ და ვამხილოთ სანათესაოში, სამეზობლოში, კოლეგებში – ყველგან. ერთ დღეში შეიძლება სტაბილურობა და მშვიდობა, რომელსაც დასცინიან, რომლის “რცხვენიათ”, ჯოჯოხეთად გადაგვექცეს, ამ კეთროვანი უსამშობლოების ნანატრ ჯოჯოხეთად. ვისაც ჯერ კიდევ სძინავს, გამოღვიძების დრო მოვიდა. ისინი ჩვენს რიგებში დიდი ხანია არიან, მაგრამ დღეს ცოფისა და შხამის გამომუშავების და გამოყენების რეჟიმში ჩართეს საკუთარი ორგანიზმები. ნაცი არის “ბანდერა”, ნაცი არის “ჰამასი”, ნაცი არის “იგილი” – ამ შეფასებებში პოლიტკორექტულობის დრო აღარ არის…” – წერს ქართველიშვილი.