საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზუგდიდის საკრებულო მიშას ჰარამხანად იქცა? – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ზუგდიდის საკრებულო მიშას ჰარამხანად იქცა?

ბლოგერი ზუგდიდის მკვიდრი ნინო კვარაცხელია საკრებულოს თავმჯდომარეს გიგა ფარულავას  აკრიტიკებს და კითხვით მიმართავს : მე მაინტერესებს სოფო ჯაფარიძე, მიშას შეძენილი მეგობარი, რა სტატუსით იყო მისული ზუგდიდში –  საკრებულოში? შენ და შენაირებს რისთვის გიხდით ხელფასს?

„გიგა ფარულავა საკრებულოს თავმჯდომარე, (კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს)  მე მაინტერესებს სოფო ჯაფარიძე, მიშას შეძენილი მეგობარი, რა სტატუსით იყო მისული ზუგდიდში –  საკრებულოში? შენ და შენაირებს რისთვის გიხდით ხელფასს? იმისთვის გიხდით ხელფასს, საჯარო სამსახური პარტიულ ოფისად რომ გადააქციოთ ან მიშას ჰარამხანას მისაღებ პუნქტად?

სამწუხაროდ შენ და ბევრი შენაირი ვერ აცნობიერებს რა ხდება ჩვენს და თქვენს თავს! მართვა მარტო ხელფასის აღება და ტენდერების ხელში ჩაგდება ნუ გგონია! ვღლიცინებთ, ვიცინით, ვერთობით, ვხარხარებთ…. ამასობაში მოქალაქეობრივ უპასუხისგებლობას რომ ავლენ, მაგას ვერ ხედავ?

ჩვენია ეს ქვეყანა! ჩვენია ეს ქალაქი! ჩვენ ვართ ჩვენი ქალაქის აწყმოც, მომავალიც, განვითარებაც, ისტორიაც, და არა შენ შენაირი ყვარყვარეები(ს)!“წერს ნინო კვარაცხელია.