საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სადაც გათხარა – იქ გამოთხარა – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სადაც გათხარა – იქ გამოთხარა

უკვე მართლა ძალიან მომწყინდა იმ სალომე ზურაბიშვილზე საუბარი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობა სრულიად დაუმსახურებლად დააბერტყა თავზე ერთმა კაცმა და ერთმა პარტიამ, ის კი ამპარტავნულად აცხადებს, ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, მსოფლიოს მასშტაბით ვიწანწალო, მაგრამ რწმენით ვმოქმედებ, მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა მომანიჭა მანდატი და ეს უნდა ვაკეთოო.
რომელმა ქართველმა ხალხმა მიანიჭა მანდატი, რომელ ხალხსაც მიაძახა, აქ რას მომივარდით, პრეზიდენტის სასახლეშიო, ხალხი კი მის იმპიჩმენტს ითხოვდა, თუ მეგაფონით რომ ლანძღავდნენ იმათ? ან იქნებ, გვარამიამ მიანიჭა, რომელიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, მის პირად წარსულს სამარცხვინო კონტექსტში ქექავდა, მან კი შეიწყალა? ორი პოლარიზებული პოლიტიკური ძალაა ამ საწყალ საქართველოში და ორივე მხარე საპრეზიდენტო სკამიდან მის დაუყოვნებლივ მოშორებას ითხოვდა და რომელმა ქართველმა ხალხმა მიანიჭა რაიმე მანდატი, ასე დაუსრულებელი უთავმოყვარეობა რაღა სენია, ნეტავ, საიდან შეეყარა?
კარგი, გავიგეთ, რომ მისი დიდი ბებია ერთი რიგითი მეძავი იყო, მაგრამ რას გადაგვაყოლა მთელი საქართველო თავის საეჭვო გენეტიკას?
ვიფიქრე, აღარ ჩავეძიები, მეც ვინმე გვარამია ხომ არ ვარ-მეთქი, მაგრამ თვით მას არ ასვენებს გამჩენი და მე რაღა მენაღვლება.
მაშასადამე, ნიკო ნიკოლაძის პიროვნებით თავმომწონე ცრუ-სალომეს დიდი ბებიის, ანა მაკაროვას მიერ მიტოვებული შვილი, ნინო მაკაროვა ნიკო ნიკოლაძის სათნო მეუღლემ სადღაც მიბარებული მოიძია და დიდბუნებოვანმა ნიკო ნიკოლაძემაც შვილად აღიარა, მისცა გვარი, კარგი აღზრდა-განათლება და წარმატებით გაათხოვეს იმ დროს ცნობილ საზოგადო მოღვაწეზე, იურისტ ივანე ზურაბიშვილზე. მათ (ნინოს და ივანეს) შეეძინათ სამი შვილი, ვაჟები: არჩილი, გიორგი და ლევანი. გიორგი არის ელენ კარერ ზურაბიშვილის მამა, რომელიც “სოვეტოლოგიის” დედოფლის სახელით არის ცნობილი და დედით ორლოვაა. მოგეხსენებათ, ძირითადად, დედის ხაზია ბავშვის მეტყველებაში მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან მშობლები განქორწინდნენ და ელენი დედასთან იზრდებოდა, მან არ იცოდა ქართული, რუსი დედის გავლენის ქვეშ იყო. ელენს ჰყავს ვაჟი, ემანუელ კარერი, საფრანგეთში ცნობილი მწერალი.
ბატონები, გურამ შარაძე და იაკობ ახუაშვილი ბევრ საინტერესოს მიამბობდნენ წლების წინათ სალომე ზურაბიშვილსა და ჯანრი კაშიაზე, “300-თა კომიტეტსა” და “მასონთა ლოჟაზე”. დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას მათ ნაამბობს, მით უმეტეს, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ის კი დამახსომდა, რომ ამ ქალბატონმა თავისი ფრანგული კარიერა საკუთარი ბიძაშვილის, ელენე დანკოსის დახმარებით დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის მრჩეველი იყო.
არც იმას ვაქცევდი ყურადღებას, რომ თურმე გარკვეულ პირთა გაერთიანების მიერ საქართველო საექსპერიმენტო ქვეყნად იყო შერჩეული და მავანთა მიერ დაგეგმილი პროექტები უნდა განხორციელებულიყო…
ქალბატონი ელენ ზურაბიშვილ-ორლოვა-კარერ-დანკოსი 90-იან წლებში საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, შემდეგ კი _ მუდმივ სწავლულ მდივნად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის აკადემიის სათავეში ქალი მოექცა. ელენ კარერ-დანკოსი 23 წლით იყო უფროსი სალომე ზურაბიშვილზე. ის იყო მისი უახლოესი ადამიანი, დამრიგებელი, მრჩეველი, გზამკვლევი და, როგორც ამბობენ, სორბონას უნივერსიტეტშიც მისი მითითებით ჩააბარა და ყველა სამსახურშიც მისი რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა. ელენ კარერ-დანკოსი პუტინის უახლოეს მეგობრადაც მიიჩნეოდა და პუტინს ლომონოსოვის დიდი ოქროს მედლითაც ჰყავდა დაჯილდოვებული.
ეს ისე, რაც გამახსენდა, მაგრამ ეგებ, მართლაც უტყუარ ინფორმაციებს ამხელდნენ პატივცემული ბატონები, მაგრამ არავინ უსმენდა?
ცხადია, იმ დროისთვის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თბილად მოიხსენიებდა საკუთარ ბიძაშვილს, ელენს, მინისტრი, რომელიც მოულოდნელად საფრანგეთიდან “გამოგვიცხო” მტარვალმა სააკაშვილმა. მაშინ ვფიქრობდით, “ევროპებში” გაზრდილი და გაქექილი ქალი საქართველოს რამეში აუცილებლად წაადგებაო, ვინ წარმოიდგენდა, რომ წაადგებოდა კი არა, თავის ტკივილად გაგვიხდებოდა მისი ჩიქორთული ქართულიც, ქცევაც, ვეტოებიც, შეწყალებებიც და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც გაეკარებოდა.
ქვეყნის პრეზიდენტი ის უპირველესი პერსონაა, რომელიც პატივს უნდა სცემდეს ქვეყნის კონსტიტუციას. ეს ქალი კი, უპირველესად, თვითონვე თელავს ფეხით ქვეყნის კონსტიტუციას და არად დაგიდევს, ვინ რაზე მიუთითებს, რას უკრძალავს და რას არიგებს _ მე ასე მინდაო და იქით ქართველ ხალხს ადებს ხელს, ხალხის შეკვეთას ვასრულებო. რომელი ხალხის შეკვეთას ასრულებს, ხმა რომ არ მისცა საპრეზიდენტო არჩევნებში და მხოლოდ იმის გამო გაისარჯა, მეორე ტურში რომ ნაციონალ კანდიდატს არ მოეგო? იმ პატივცემულ გრიგოლ ვაშაძეზე ის მაინც ვიცოდით დადასტურებულად, ვინ იყო და რა საგარეო კურს-ვექტორებსაც “დადებდა”, ეს ხათაბალა ქალი კი აბსოლუტურად არაადეკვატური უთამოყვარეო არსებაა არაჯანსაღი ამბიციებითა და ურცხვობით დახუნძლული.
საინტერესოა, როგორც თვითონ ამბობს, ხალხის მიერ მანდატმიცემული, ხალხის აზრებს არ კითხულობს სოციალურ ქსელში?
მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, უხერხულობის განცდა მეუფლება, როდესაც მის შესახებ სრულიად უცნობი ადამიანების შეფასებებს ვკითხულობ, ხშირ შემთხვევაში, ფრიად შეურაცხმყოფელსა და უცენზუროს. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მით უმეტეს, ქალი, სალანძღავი იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ მოჯადოებული საპრეზიდენტო სკამი გვაქვს _ ვინც მას გაეკარა, ყველას გონება დაებინდა… ყველაზე მსუბუქი შეფასება ასეთი იქნება: მე არ ამირჩევია პრეზიდენტად საქართველოს მოღალატე, გონებაჩლუნგი, გაურკვეველი წარმოშობის გვარამიას ძუკნაო, რა ხასიათზე დადგები ამისი წამკითხველი?
საქართველოს მავნებელ რეზიდენტ-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამჯერად ბალტიის ქვეყნებში ვიზიტები უნდოდა და მოითავა კიდეც, ახლა საით გაჰქუსლავს, ნეტავ?
  ჯერ საქართველოს მოქალაქეები ითხოვდნენ მის იმპიჩმენტს, ახლა ხელისუფლება ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტი პროცესია, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს და, შესაძლოა, იმდენად გახანგრძლივდეს, რომ მოსწყინდეთ ლოდინი, მაინც ითხოვს, რადგან ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ღირსების საკითხია. რაც შეეხება რეზიდენტ-პრეზიდენტს, მას სამარცხვინოდ მოისვრიან პოლიტსანაგვეზე!
რეზიდენტმა-პრეზიდენტმა, უცხოური გავლენის აგენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მერამდენედ შეურაცხყო საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, უხეშად ჩაერია მართლმსაჯულებაში და უღალატა ხალხს, რომ სათვალავი აგვერია!
ნინო დაუშვილი

სტატიის სრუკ ვერსიას წაიკითხავთ “საერთო გაზეთის ” ბოლო ნომერში.