საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ნაცების სისტემაში ნაწრთობი კადრი ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლად გაგზავნა! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ნაცების სისტემაში ნაწრთობი კადრი ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლად გაგზავნა!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ოდიოზურ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექსპერტის აღნიშნავს ,რომ კადრების შერჩევისას “ქართულმა ოცნებამ” დიდი შეცდომა დაუშვა.

“დღეს მკაფიოდ გამოჩნდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ორი ოდიოზური წარმომადგენელი (დღეს ორივემ სრულად დაამტკიცა ეს!) საკონსტიტუციო სასამართლოს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას, და ზუსტად ამაზე ააგეს საკუთარი ფსევდოარგუმენტაცია.

ამაშია სწორედ მათი ტრაგიზმი -პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში. თუმცა ეს მათი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ვერასოდეს შეიგნონ.

თამარ ჩუგოშვილის იქ ყოფნა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლად, კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენი და რამხელა შეცდომა დაუშვა “ქართულმა ოცნებამ” კადრების შერჩევისას. კიდევ ერთი საპარლამენტო ციკლი ღირდა ნაძირალების აღზევების ფასად?

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის წარმომადგენლად დანიშნა ჯერ ზურაბ ადეიშვილის შემდეგ კი ნიკა გვარამიას მოადგილე მაია კოპალეიშვილი – ნაცების სისტემაში ნაწრთობი კადრი.
მაია კოპალეიშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ (2007-2009წწ.), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ (2009წ.). 2009 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად”.წერს ზაალ ანჯაფარიძე