საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ზურაბ ქადაგიძე: ასეთია რეზიდენტის ხვედრი, ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ

საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში განმარტავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც სალომე ზურაბიშვიოლმა პრეზიდენტობისას გადადგა „რეზიდენტის ხვედრია“. კერძოდ:
„ასეთია რეზიდენტის ხვედრი… ჯერ ორ ლუკმას გადმოგიგდებენ, ოჯახის წევრებს დაგისაქმებენ, იმიჯს შეგიქმნიან და მერე, გადაფურთხებულს აგალოკინებენ უკან:
• უგულავას, ოქრუაშვილსა და ჟორიკა რურუას შეგაწყალებინებენ…
• წაუკითხავ კანონპროექტს გაგაპროტესტებინებენ…
• ნიკა გვარამიას გამოგაშვებინებენ…
• საკუთარ ამომრჩეველს გაგინებინებენ…
• კონსტიტუციის დარღვევას დაგიყვავებენ…
• რადიკალებთან მიგაჩოჩებენ და ფოსტალიონის როლს მოგანიჭებენ…
• უფლებადამცველად, ადეიშვილის მოადგილეს დაგინიშნავენ და სულ გაგიბითურებენ ისედაც, განულებულ რეპუტაციას…
• გამოგიყენებენ და დაგტოვებენ საკუთარი ბითური ეგოს ამარა…
და ბოლოს, შეგიძლიათ შვილიშვილებს მოუყვეთ: მე დამხვრიტეს ბებო-თქო,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.