საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ჩავარდა” თუ არა,წერეთლის გამზირის აღდგენა, ამაზე იანვრის ბოლოს ვილაპარაკოთ – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

“ჩავარდა” თუ არა,წერეთლის გამზირის აღდგენა, ამაზე იანვრის ბოლოს ვილაპარაკოთ

“-ნაციონალური მოძრაობის” წევრები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ჩავარდნილი პროექტის გამო გამოძიებას მოითხოვენო.
აი,ეს ნაცმოძრაობა და ფოტოზე-გიგი უგულავას მერობის დროს “რეაბილიტირებული” პლეხანოვი…
იცით თუ არა,რომ წერეთლის გამზირი დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე და აქ 1958 წლიდან მიწისქვეშა კომუნიკაციები არ შეცვლილა?
ყველა კომუნიკაცია იცვლება(წყალ/არინება), მიწისქვეშ ჩადის ელ.ენერგიის და ყველა სხვა ხაზები.
დატოვონ ჩაოხრებული მილები მიწაში და ისე გადააგონ ასფალტი,ეს გვინდა?წყლით სავსე სარდაფები და ამის გამო ავარიული კორპუსები გვინდა?
დიახ,არის პრობლემები,ამას არავინ მალავს და ამიტომაც შეუწყდა ორ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება.ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები,დროშიც ვერ ეტეოდნენ-ორჯერ ითხოვეს სამუშაოს დასრულების ვადების გადაწევა.
რა,გაუტარა მერიამ?
დიახ,ამ სამუშაოებს ყოველთვის ახლავს თან მოსახლეობისთვის დისკომფორტი,რაზეც პირადად კალაძემ რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში.
სხვა ტექნოლოგია არ არსებობს,
თუ არ გადათხარე-ისე ვერ აღადგენ.
იანვრის ბოლოს,როგორც ადრე ითქვა-წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.
“ჩავარდა” თუ არა,წერეთლის გამზირის აღდგენა,
ამაზე იანვრის ბოლოს ვილაპარაკოთ.
რეაბილიტაცია-“A la National Movement” აღარ იქნება!”

წერს მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი.