საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უფალო, შეუნდე, მწირი გონება გაუნათე და სული დაუბრუნე სულგაყიდულებს! – საერთო მედია
მარტი 2, 2024

უფალო, შეუნდე, მწირი გონება გაუნათე და სული დაუბრუნე სულგაყიდულებს!

 

“-უკრაინელ ნეოფაშისტებს ჩამორჩენილი თოხარიკები წმინდანებს უტევენ საქართველოს მართლმადიდებლების ნერვების დასაგლეჯად!

მთელი წელი იმუშავეს ამერიკული ლენინიზმის ლაბორატორიებში გამოზრდილ-დაფინანსებულებმა, ჯინ შარპის სულიერმა შვილებმა, ლეონ ტროცკის დაწყევლილმა მემკვიდრეებმა და შეადგინეს საქართველოს მართლმადიდებელთა გასაბრაზებელი „საახალწლო მავნებლობების კალენდარი“!

დარბიან თოხარიკები, ხან წმინდა მატრიონუშკა არ მოსწონთ, ხან სტალინი „ემძიმებათ“, ხან უწმინდესის გვარს „თარგმნიან“, ხან მეფეებს „ეხანჯლავებიან“, ხან თავიანთ თავსაბურავზე-პრეზერვატივებზე მეფეთმეფე თამარს მიიხატავენ . . .

რეალურად ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მართლმადიდებლობას და ტრადიციულ რელიგიებს ყველგან უტევენ მომაკვდავი ნეოლიბერალები. თოხარიკი ქართველი ნეოლიბერალები მათ უკან მიჩანჩალებენ და უცხოურ ხელფასს ინფანტილურ-იდიოტური ქცევებში იღებენ. აბა, სხვა არაფერი ეხერხებათ, ამ თოხარიკებს! 🙂
ვბრაზობთ. გაბრაზდები, აბა რა იქნება!

უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს „კალენდარი“ დღეების მიხედვითაა შედგენილი, შობის ახლო დღეების მიხედვით, როცა ჩვენი რელიგიური გრძნობები უმაღლეს ნიშნულზეა და ჰელოუინ-გოგრისთავიანების და შარვალჩახდილების არული განსაკუთრებით მტკივნეულია.

პროვოკაციების ეს სერიაც დაგეგმილია და მართულია გარედან, და რა თქმა უნდა, პოლიტიკურია,
ისევე, როგორც შარლ ებდოს პროვოკაცია,

ისევე, როგორც ყურანის დაწვა აზრის გამოხატვის სახელით,

ისევე, როგორც სატანისტების მიერ უკრაინაში ეკლესიებში როკვა, კიევო-პეჩორის ლავრაში შეჭრა, მღვდელმთავრის დაპატიმრება!!!

ისევე, როგორც, ამ შობაზე იტალიაში მაცხოვრის მშობლებად ორი ქალის ან ორი კაცის გამოძერწვა!

ისევე, როგორც მაცხოვრის სქესზე სქესდაკარგულთა პროექციები!

ისევე, როგორც ერთსქესიანთა კურთხევის დაშვება!!!

ეს და უამრავი სხვა მკრეხელობა ერთი ჯაჭვის რგოლებია, ერთი სცენარის ნაწილებია, ლეონ ტროცკის ახდენილი ოცნება-მესამე, ფაშისტურ-სატანისტური ინტერნაციონალი!!!

ნორმალურების და არანორმალურების ბრძოლა!!!

სულიერების მქონე ადამიანთა და ადამიანობასთან მებრძოლ, ფიზიკურ, სულიერებისგან დაცლილ სხეულთა ბრძოლა!!!

ჩვენ ვიცით, რომ უფალი ჩვენთანაა!
ქალწული მარიამი, წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნინო, წმინდა ბერი გაბრიელი, წმინდა მატრონა, წმინდა სერაფიმ საროველი, წმინდა ბარბარე, წმინდა პანტელეიმონი, წმინდა კიპრიანე და იუსტინია, პეჩორელ მამათა დასი . . . და ყველა წმინდანნი მართლმადიდებელნი!

ჩვენ ასი ათასი მოწამის შთამომავლები და სეხნიები ვართ და გამარჯვებულები ვართ, რამეთუ რწმენა ჩვენი მართლმადიდებლობაა და მყარად ვართ ჩვენს რწმენაში!

ჩვენ გამარჯვებულები ვართ, რამეთუ მართლები ვართ, მართლის გვწამს და მართალს ვადიდებთ!

მიყვარხართ გულით და სულით, სულიერების მქონე ადამიანებო!

უფალო, შეუნდე, მწირი გონება გაუნათე და სული დაუბრუნე სულგაყიდულებს; ცოტანი ვართ, ქართველები და ისინიც ქართველებად არიან დედისგან შობილნი, მართლმადიდებლებად ჰყავდათ მშობლებს მონათლული და ქართველებად იზრდებოდნენ, სანამ სულს გაყიდდენ და დაკარგავდნენ . . .

დიდება უფალს!!!”

წერს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.