საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

კაცმა ღიად მითხრა, რომ ეშმაკს მსახურობს და ახლა ეს არამზადა და ეშმაკის მონა კიდევ ხმას იღებს! – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

კაცმა ღიად მითხრა, რომ ეშმაკს მსახურობს და ახლა ეს არამზადა და ეშმაკის მონა კიდევ ხმას იღებს!

“ეს ნოდარ ლადარიას კომენტარია წმინდა მატრონას შესახებ.

-ახლა ორიოდე სიტყვით მოგიყვებით ლადარიაზე. “ვარდების რევოლუციდან” რამდენიმე თვეში ნოდარ ლადარია მოვიდა პირველ არხზე, ლევან რამიშვილან, ლაშა ბუღაძესთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად… მოკლედ, მთელი მათი გუნდი მოვიდა, 15 კაცი. მოიტანეს სამი ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ ტელევიზიამ უნდა გადაიღოს ფილმები და ამ ფილმებში მონაზვნები ლესბოსელებად უნდა გამოცხადდნენ, ბერები- მამათმავლებად, ასევე, ტელევიზიას უნდა გადაეღო ფილმები, რომ დედები და მამები ღამის საათებში ვითომ ერთმანეთთან გადადიოდნენ და მრუშობდნენ, ასევე, ითხოვდნენ, რომ ტელევიზიას პატრიარქზე ყალბი ფილმები გადაეღო, თითქოს ის მამათმავალია. მაშინ მე ამას ღიად დავუპირისპირდი, ბრიფინგიც ჩავატარე, სხვათა შორის, თავს არანაირად არ ვიქებ, მაგრამ ერთადერთი ვიყავი, ვინც ამაზე ღიად ვისაუბრე და ეს გეგმა გავასაჯაროვე. მაშინ ამ ხალხმა რა არ დამაბრალა, მაგრამ პატრიარქმა დამიცვა. დღეს ამაზე არ მინდა საუბარი. ამაზე ადრეც მისაუბრია. სულ სხვა რამ მინდა გითხრათ. ამ დაპირისპირებისა და გაწევ- გამოწევის დღეებში აი, ამ უზნეო ნოდარ ლადარიამ პირდაპირ მომახალა: რას გადაგვეკიდე, შენ ქრისტეს ემსახურები? მე კი, იმას- ქრისტეს მოწინააღმდეგესო და რა გინდა, არა მაქვს უფლებაო?! ანუ კაცმა ღიად მითხრა, რომ ეშმაკს მსახურობს და ახლა ეს არამზადა და ეშმაკის მონა კიდევ ხმას იღებს.”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.