საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიხო, 21 დეკემბერი გიულ-დედულის ჭინთვის დღე ყოფილა! – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

მიხო, 21 დეკემბერი გიულ-დედულის ჭინთვის დღე ყოფილა!

“გახსოვს?
სანამ შენ მოხვიდოდი, საქართველოში იყო უკუნი, მოხვედი და ეგრევე იქმნა ნათელი.

სანამ შენ მოხვიდოდი, საქართველოში ყველანი ულვაშებით, ყურებიანი ქუდებით, ტყაპუჭებით და ამოკემსილი ქალამნებით დავდიოდით.
ახლა საქართველოში ულვაშებით და ყურებიანი ქუდით მარტო რომანა გოცირიძეღა დადის, კი იყო შენი იდეების მიმდევარი, მაგრამ ვერ შეეგუა ევროპიულ რეფორმებს.
😆
გახსოვს?
პირველად საქართველოში ევროკავშირის დროშა შენ შემოიტანე, თავიდან ვერ მივხვდით, ამდენი ვარსკვლავი რა საჭირო იყო, მაგრამ როცა აგვიხსენი, გონს მოვედით და ეგრევე გავაკეთეთ ევროპიული არჩევანი.

მიხო, სანამ შენ მოხვიდოდი, საქართველოში ბოლოკიც კი თეთრი იყო, მიწის ქვეშ ღებვის ტექნოლოგია არ გვქონდა. შენი წყალობით ახლა წითელია.

ეგ კი არა, სანამ მოხვიდოდი, კიტრის მწნილსაც ვერ ვდებდით ხეირიანად – ლაყდებოდა. შენმა რეცეპტმა გაამართლა, ეხლა სუ ხრაშუნობს.
მარტო კიტრის მწნილი?
შენს ერამდე ჭიჭყინასაც კი ვერ ვამარილებდით, ხან ძაან მლაშე გამოგვდიოდა, ხან კიდე უმარილო.
😆
სანამ შენ გამოჩნდებოდი, ვერც ვაშლის კანფეტში ვდებდით გულსა. შპრიცითა ვწვალობდით და ნახევარი იღვრებოდა. ეხლა ნასოსით ვტუმბავთ, როგორც დაგვარიგე და ბედსაც აღარ ვემდურით.
რაკი სიტყვამ მოიტანა, ჯონჯოლზეც უნდა გითხრა. სანამ შენ მოხვიდოდი, საქართველოში ჯონჯოლზე იძახდნენ, არავის ახსოვს, მაგრამ ყველა სუფრაზე მაინც უნდა იყოსო. თუ არავის ახსოვდა, ყველა სუფრაზე რატომ უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც შენ ლექცია წაგვიკითხე მაგ თემაზე, საქართველოში ერთი ასად გაიზარდა ჯონჯოლზე მოთხოვნილება და საჭიროება.
😆
რომელი ერთი გავიხსენო?
სანამ შენ მოხვიდოდი, კი იცი, ვისხედით ბნელში და ინათებდა თუ არა, უბან-უბან დავრბოდით იმასთან, ვისაც ძველი ,,კერასინკა” ჰქონდა შემონახული, მამა-პაპათაგან გადმოყოლილი, რათა ყავა მაინც მოგვედუღებინა.

ეგ კიდე არაფერი… შენამდე ყოველ რაიონში ერთი ,,პრისტავკა” თუ იძებნებოდა. ვიქირავებდით ხოლმე კასეტებსა და ვუყურებდით მთელი ღამე. მახსოვს, პირველად ,,რკინის ლედი” რო ვნახე, გადავირიე. მეორე კიდე რაღაცნაირი კინო იყო, სუ ვირთხები დარბოდნენ და ადამიანებსა სჭამდნენ. ბოჯოოო… სანამ სახლში მივიდოდი, უკან ვიყურებოდი, მეგონა, ვირთხა მომდევდა. ძაან მძაფრსიუჟეტიანები იყო, ძააააან… აი, ახლა შავნოდარას სიუჟეტები როა, ეგეთი.
შენი მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – ყველას საკუთარი ,,პრისტავკა” გვაქ, კასეტებიცა ყრია. ჩვენც მეტი რა გვინდა? ესა ყოფილა კაი ცხოვრება.
😂
ჰოდა, მიხო, ამდენი დამსახურება რო გაქ ქვეყნისა და ერის წინაშე, ამიტომაც გვყავხარ ,,ვივამედში” წამოტრაკული კი არა და… წამოწოლილი.
ავი ენები იძახიან, ტუსაღიაო.
არამ და არამც!
ჩვენ იმიტომ მოგაქციეთ იზოლაციაში, რომ ძალიან გიფრთხილდებით – ვერ ხედავ, რა ხდება მთელ დუნიაზე? ზოგან ომია, ზოგან გაუგებრობა, ზოგან ტერორისტები დათარეშობენ… მანამდე პანდემია იყო, რა ვიცი, ათასი ჯანდაბა და დოზანა… შენ რომ ცივმა ნიავმა დაგკრას და გავნოს, დედამიწაზე ხომ იქნება ,,გავნო”? ხომ შეიძლება, რამე ვირუსი შეგყაროს უბოროტესმა პუტინმა?
რა, არ ეცადა? რა, არ გადაიტანე და დაამარცხე 47 დაავადება? რა არ აღმოაჩინეს სახელგანთქმულმა მეცნიერებმა შენს ორგანიზმში გამდიდრებული ურანი და მძიმე მეტალები? რაც შენს სხეულში ელემენტები აღმოჩნდა, მენდელეევს არც კი დაესიზმრებოდა.
დიახ!
ჩვენ რომ იზოლაცია არ გვექნა შენთვის, 97 დაავადებას შეგყრიდნენ და დღეს ვიქნებოდით ობლები. ჩვენ კიდე ობლობა და წარსულში დაბრუნება არ გვინდა.
მეტსაც გეტყვი… მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უახლოეს ხანში უფრო მკაცრი იზოლაცია გიყონ, ან რუსთავში გადაგიყვანონ, ან კიდე ლაითურში. მანდ ვერ ხარ დაცული, როგორც გეკადრება.
😆
მიხოოოო!
ბოლოს კი გულწრფელად გეტყვი, შე არამზადავ, შენ რომ არ დაბადებულიყავ, დღეს სანდრო გირგვლიანიც ცოცხალი იქნებოდა, ირინა ენუქიძეც, ბუტა რობაქიძეც და ის 170 ახალგაზრდაც, ქუჩაში რომ ჩახოცე.
ის კაცებიც ცოცხლები იქნებოდნენ, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მაღაზიის სახურავზე რომ შემოდე.
ის აჭარელი ბიჭებიც ცოცხლები იქნებოდნენ, ნავთლუღში რომ ჩააცხრილინე.
კრიალაშვილიც ცოცხალი იქნებოდა… როინ შავაძეც, სერგო თეთრაძეც… ის ჯარისკაცებიც, 2008-ში ცხინვალის ქუჩებში რომ დაყარე და გამოიქეცი… უამრავი პატიმარი დაუსხლტებოდა სიკვდილს… უამრავი ადამიანი გადაურჩებოდა წამებას, გაუპატიურებას, ქონების ახევას.
ხედავ, რამდენი ადამიანი გადარჩებოდა, შენ რომ არ დაბადებულიყავი? გიულის რომ აბორტი გაეკეთებინა?!
🤓
სამწუხაროდ, ახლა ვეღარაფერს შევცვლით… ამიტომ, იყავი მანდ კი არა, იქ, სადაც საჭიროა და სადაც მალე გადაგათრევენ.
მთელი ქვეყანა იცინის, როცა შენ ე.წ. პოლიტიკურ გეგმებს ალაგებ და საქართველოს დახსნის კომიტეტებს ქმნი.
მმმმმუუუუაჰაჰაჰაჰაჰა!!!
ჩამო, მიხო, ჩამო, ემანდ ტყემლი ტოტი არ ჩამოგიტყდეს!”

წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი