საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გახარიას პარტია თავზე ემხობა! – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

გახარიას პარტია თავზე ემხობა!

კრიზისმენეჯერად შემდეგ, თვალთხარიად ცნობილ “ქართული ოცნებიდან” გაპანღურებულ გახარიას პარტიას თანაგუნდელები ტოვებენ.

ლევან ლორთქიფანიძე: “მე ვტოვებ პოლიტიკურ გაერთიანებას ,,საქართველოსთვის”.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან ბევრია: არაფრის მომცემი კავშირები, არაფრის კეთება და იმ პრინციპების ღალატი, რისთვისაც შეიქმნა ეს პარტია და შემოიკრიბა გულანთებული ადამიანები, და მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც შემდგომში იქნა იგნორირებული და შესამჩნევი გახდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივება. პარტიას ძალიან ბევრი ღირსეული წევრი ჰყავს, რომელთა მიმართ პარტიის მენეჯმენტის მხრიდან დიდი უყურადღებობა იგრძნობა.

ასევე მინდა დავამატო ის დიდი წარმატება, რომელიც უკავშირდება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს” პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა.

მინდა მოვუწოდო ყველას, რომ დროა, გვედრში დავუდგეთ პარტია ,,ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” .
წინ, დიდი წარმატებებისთვის!“