საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

(ვიდეო) ლევანამ 2024-ის არჩევნები უკვე მოიგო ანუ ფსიქიატრიული აშლილობის გაურკვეველი დიაგნოზი – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

(ვიდეო) ლევანამ 2024-ის არჩევნები უკვე მოიგო ანუ ფსიქიატრიული აშლილობის გაურკვეველი დიაგნოზი

ნაცებს, არაფერი გეშველებათ! აწყობილმა ლევანან არჩევნები მოიგო, ამათთან მედიცინაც უძლურია და განგებამაც ხელიჩაიქნია მიშას სექტაზე.

IRI-ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა – ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „რუსული პარტიის“ დამარცხება შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა.

„ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ „რუსული პარტიის“ დამარცხება და თან დიდი ანგარიშით, შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელთან“, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას – ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის.

IRI – ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8- ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდეასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, „რუსული ოცნების“, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.

ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოსავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს, მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%- იანი ბარიერი და არანაირი შანსი „რუსულ პარტიას“ არ დარჩება“,- აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ – 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ – <1% (1% მეორე არჩევანი); სხვა – 1% (<1% მეორე არჩევანი).