საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გაიგე, ქაბატო-ჯან? ბაიდენმა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხების წინაშეო, ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე! – საერთო მედია
სექტემბერი 18, 2024

გაიგე, ქაბატო-ჯან? ბაიდენმა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხების წინაშეო, ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე!

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილი აღნიშნული თემით ირონიულად და რიტორიკულად სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

„როცა ბაიდენმა არ იცის, რომ სი ძინპინი უახლოვდება იმ რუსეთს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და უცებ ჩნდება კეთილმოსურნე, რომელიც ბაიდენს ამას შეახსენებს, ის კი მაინც ჯიუტად იმეორებს: „ჩვენ, ასევე, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხებისა და მსოფლიოს წინაშე, რომ ვიმუშაოთ ერთად“. გაიგე, ქაბატო-ჯან? პასუხისმგებლობა გვაქვსო ჩვენი ხალხების წინაშეო – ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე!“, – წერს დავით ქართველიშვილი.