საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სამშობლოს სიძულვილის გაღრმავება ერთერთი ფსიქოლოგიური იარაღია საქართველოში – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სამშობლოს სიძულვილის გაღრმავება ერთერთი ფსიქოლოგიური იარაღია საქართველოში

დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნუკა არველაძე გლობალური ომის პარტიის იდეოლოგიაზე და ახალგაზრდებში ტვინის გამორეცხვის მეთოდებს განმარტავს.

“‼️
ბევრი შეიძლება ითქვას და დაიწეროს ,,კანვასის” , ჩვენთან კარგად ცნობილი ,,კმარას” რევოლუციურ პროექტებზე და გეგმებზე
მე კი თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ პუნქტზე გავამახვილებ
▪️
ეს არის ირიბი, ფსიქოლოგიური მეთოდებით სიძულვილის გაღვივება და გაღრმავება საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს მიმართ, იმ ადამიანების მიმართ ვინც არ იზიარებს მათ მეთოდოლოგიას და აზრს!
ეს არ ხდება შემთხვევით და მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი სამუშაოა გაწეული
უკრაინელები ჩვენზე წინ წავიდნენ და მიზნის მისაღწევად ოფიციალური სტრუქტურაც კი შექმნეს
ეს არის ე.წ. ციფსო – საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი
ЦИПсО (Центр информационно-психологических операций) — подразделение украинских сил специальных операций. Обычные войска ведут бои при помощи оружия, а ЦИПсО же специализируется на информационной (гибридной) войне и психологическом давлении на противника. Подобные структуры есть и в других государствах, в частности, в США.
ეს არის ნებისმიერ სახელმწიფოში ჰიბრიდული ომის წარმოების იარაღი
ალბათ გეცნობათ ბევრი რამ და თუ პარალელებს გავავლებთ სხვა ქვეყნებში ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობების ჯაჭვს მარტივი იქნება ამოიცნო
▪️
ეს არა მარტო ჩვენი ტიპის ქვეყნებთან გამოიყენება არამედ ისეთ ძლიერ ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთი, ესპანეთი და ევროპის ქვეყნებია, სადაც თუ
ქვეყნის პოლიტიკა არ ემთხვევა გლობალური ომის არქიტექტორების პოლიტიკას – ქვეყანა განწირულია ხელოვნურად შექმნილი არეულობისა და რყევებისთვის
ასე მოხდა ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის შემდგომ, როცა მაკრონმა საქვეყნოდა განაცხადა რომ ევროპა არ არის ამერიკის ვასალი – გახსოვთ მრავალათასიანი აქციები და არეულობა საფრანგეთში, დეტალებში არ შევალ რადგან მიმაჩნია რომ მაშინ საფრანგეთში პროვოცირებული იყო პოლიციის მოქმედების ფაქტი!
▪️
დღეს ისრაელი პალესტინა გახვეულია საშინელ ომში ა გაიხსენეთ მანამდე მრავალათასიანი აქციები ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
დეტალებში არ შევალ, მაგრამ ფაქტია რომ ჰამასი გარკვეული პერიოდი იმ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა საიდანაც ისრაელი
და რჩება შთაბეჭდილება რომ საჭირო დროს ვიღაცამ ომის გაშვების ღილაკს დააჭირა!!!
▪️
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი მიზანი ენერგეტიკული სარგებელის მიღება იყო და ამით მეტ ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა ევროპაც და ამერიკაც, ამ თამაშებში გარკვეული პერიოდი ჩართული იყო და თავის სარგებელს იღებდა მაშინდელი საბჭოთა კავშირი, თუმცა
მუდმივი დაპირისპირება საბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებსა და კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის ცივი ომით შემოიფარგლებოდა!!
90 წლები იყო საბჭოთა სოციალისტური ქვეყნების ერთობის დაშლა, რომელიც ისედაც მყიფე ძალიან მარტივად მოხდა
და აქედან იწყება რუსეთის როგორც საბჭოთა სოციალისტური იდეების გენერატორის დაშლა, მოშლა განადგურება
ნაწილობრივ ეს გამოუვიდათ და პირველი ათწლეული რუსეთიდან და მისი მოკავშირე ქვეყნებიდან მოხდა მილიარდობით კაპიტალის გატანა
▪️
დახურული სისტემიდან ფართოდ გაშლილმა და ამავე დროს მოჩვენებითმა თავისუფლებამ გარკვეული ზიანი ყველა საბჭოთა სოციალისტურ ქვეყანას მხოლოდ ნგრევა მოუტანა
აშენდნენ ერთეულები ისნო ვინც საკუთარი ქვეყნების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდა და ისინი ვინც დასავლეთზე მომუშავე სტაჟიანი აგენტები იყვნენ
‼️
ახლა კი რა ხდება?
სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს აძლიერებს რუსეთს
ჩინეთის იზოლირება რომ უნდოდათ – თავად ცდილობენ საერთოდ არ დაკარგონ და იმ დონეზე რომ სი ძინ პინის შესახვედრად სან ფრანცისკოს ქუჩები უსახლკარო ადამიანებისგან გაწმინდეს
და ისრაელი-პალესტინის ომმა კი შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა უფრო გაზარდა
ასე და ამგავარად ამერიკის ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი სულ უფრო შესამჩნევი ხდება!!
და დათმობს ასე მარტივად??? – არა რა თქმა უნდა
‼️
ახლა ხომ გასაგებია თუ რატომ არ მოეწონა ე.წ. ოპოზიციონერად წოდებულ გლობალური ომის არქიტექტორების აგენტებს
საქართველო – ჩინეთის სტრატეგიული მეგობრობა?
დავუბრუნდები რითიც დავიწყე
სამშობლოს სიძულვილის გაღრმავება ერთერთი ფსიქოლოგიური იარაღია საქართველოში
საქართველოს და ხალხის წინააღმდეგ!!!” წერს ნუკა არველაძე.