საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არ არის გამორიცხული ამ ქალმა მიშა შეიწყალოს-მისგან ყველაფერია მოსალოდნელი… – საერთო მედია
ივლისი 26, 2024

არ არის გამორიცხული ამ ქალმა მიშა შეიწყალოს-მისგან ყველაფერია მოსალოდნელი…

  გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თხოვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.

კალაძის თქმით, პრეზიდენტის შეწყალებას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციის დარღვევას, იმ ხაზს რა ხაზსაც ატარებს, პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯებზეა“ და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღის წესრიგი აქვთ.

ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვა კონკრეტული საკითხებია რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ნიკა გვარამია სთხოვს. გვარამიას თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.