საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაბე იმუქრება : თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას-(არავის გადაუღუნო) – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

ხაბე იმუქრება : თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას-(არავის გადაუღუნო)

რავის არაფრის ეშინია და კიდევ გავიმეორებ – ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ თითებს და ხელებს მივამტვრევ ყველას, ვინც საკრებულოებში ჩვენს წევრებს ასე მოექცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლეოს განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, იცავს საქართველოს მოქალაქეების, ხალხის ინტერესებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში კი, გარდაბანში, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები იცავდნენ სკოლის ტერიტორიას, „რომელსაც ადგილობრივი კორუმპირებული, ქურდბაცაცა საკრებულოს წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე მერთან ერთად ასხვისებდნენ“. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, ამაში მათ ხელს უშლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები.