საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პასუხს აგებს სააკაშვილი პრემიერ ზურა ჟვანიას მკვლელობისთვის, აკადემიკოს გურამ შარაძის დახვრეტისთვის, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გაგუდვისთვის… – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

პასუხს აგებს სააკაშვილი პრემიერ ზურა ჟვანიას მკვლელობისთვის, აკადემიკოს გურამ შარაძის დახვრეტისთვის, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გაგუდვისთვის…

რატომ წერ, რატომ ალანძღინებ თავს ნაც. სექტას, მათთვის ვერაფერს შეცვლი, ისინი საკუთარ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, მათ ვერ გამოაღვიძებო..
– არა, მეგობრებო, არავის გაღვიძებას არ ვცდილობ, სამჭკუაშვილის არ იყოს- არც ქრისტე ღმერთი ვარ სასწაული მოვახდინო, უბრალოდ, ვცდილობ მათ არ მიიძინონ, არ აყვნენ სექტის პოპულისტურ ბოდვებს, ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს ნეოფაშისტების ქმედებები.
მათ, ყოველ წამს უნდა ახსოვდეთ, რომ მოვა დრო, როცა პასუხს აგებენ ქართველი ერის გენოციდისთვის, რომელიც მოუწყვეს 2004-2012 წლებში.
– პასუხს აგებენ ჯერ კიდევ ათეულობით გაუხსნელი პოლიტიკური საქმისთვის, რომელთავ პირდაპირ მფარველობს ამერიკის მეფისნაცვლის ოფისი თბილისში,
– პასუხს აგებს სააკაშვილი პრემიერ ზურა ჟვანიას მკვლელობისთვის, აკადემიკოს გურამ შარაძის დახვრეტისთვის, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გაგუდვისთვის…

-ყოველთვის ვერ იქროლებს კოაბიტაცია სიო საქართველოში, ვერ დაგიცავთ ბაიდენი,
აი, მერე კი ვეღარ იბაიბუქებს “ვივამედის” აყროლებული მძორი ” 5 კოსტუმის” გამო მდევნიანო.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნისლია ჩამოწოლილი ქვეყანაში,ადამიანთა გონებებში, ძირითადად მათთან, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და ბრმად სჯერა გახრწნილი პოლიტიკოსების ქადაგებების , არ მინდა ახალი თაობა დაიბნეს!

წერს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.