საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

„ვივამედი“ უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად! – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

„ვივამედი“ უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად!

მგონი, კლინიკა „ვივამედი“ კვლევით დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“.

„დღეს რასაც ვუყურებდი, მგონი, „ვივამედი“ უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად. მგონი, ყველაფერია აქ შესაბამისი პაციენტებისთვის, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, ამ დროს განკურნება სწადიათ და მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ. სათანადო რეკლამაც, ყველაფერი აქვს „ვივამედს“. ვიფიქრებდი, რომ პროფილი ცოტათი შეეცვალათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩაერთო.