საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ნაცმოძრაობის და სააკაშვილის, მათი სატელიტების დაისი დაიწყო! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ნაცმოძრაობის და სააკაშვილის, მათი სატელიტების დაისი დაიწყო!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილი სპექტაკლის დასასრულზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  კითხულობს სად გაქრა ცენტრი “ემპათია”.

“იპოვეთ განსხვავება ლომჯარიას დროინდელ და ამჟამინდელ შეფასებებს შორის! რაღაც ცენტრი “ემპათია” დამაკლდა სიაში. 🙂
ბევრმა შეიძლება ბოლომდე ვერც გაიაზრა, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებდა სააკაშვილი, მისი ოჯახი, მათ მიერ ნაყიდი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ადვოკატები, მთელ ქართულ საზოგადოებას იმ უსინდისო ტყუილებით, თითქოს სააკაშვილს დემენცია სჭირდა, დღედღეზე მოკვდებოდა, აწამებდნენ, წამლავდნენ და ა.შ.
ნაცმოძრაობის და სააკაშვილის და მათი სატელიტების დაისი დაიწყო!” წერს ზაალ ანჯაფარიძე.