საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პაციენტი მზადაა გლდანისთვის!-ქართველიშვილი სააკაშვილზე – საერთო მედია
მაისი 20, 2024

პაციენტი მზადაა გლდანისთვის!-ქართველიშვილი სააკაშვილზე

“ხალხის ძალის” წევრი, ექსპერტი დავით ქართველიშვილი მსჯავრდებულ სააკაშვილის სიმულაციის გაშიფრულ დასასრულზე განმარტავს,რომ ნაპრეზიდენტარი დროა ციხეში გადაიყვანონ.

“ყოველდღე მიგდებს memory საქართველოში ხან კიეველი პედიატრის, ხან ლონდონელი ფსიქიატრის, ხან “ემპათიის”, ხან ნობელის “ლაურეატის”, ხან ანალიზების, ხან კვების, ხან წონის, ხან ელტრაბგერების ჩამხშობი სპეტექნიკის, ოფიციალური მოდელირებული საგიჟეთის შესახებ ინფორმაციას.

ამაზე ხომ ცალკე წიგნია დასაწერი.
“ფორესტ გამპი” გამახსენდა და ვიეტნამური წვიმის ეპიზოდი. ერთხელაც წამოვიდაო და სულ მოდიოდაო: ხენ ზემოდან, ხან გვერდიდან, ხან დიაგონალურად, ხან კიდევ ქვემოდანაც – და ერთ დღეს უცებ შეწყდა. აქაც მასე მოხდა – ერთ დღეს უცებ შეწყდა მისი ჯანმრთელობის, ზიარების, ზეთისცხების, დედის, მამანაცვლების, ცოლების, შვილების, წონის, კვების, უცხოეთში გადაყვანის, რეზოლუციებში შეყვანის ამსახველი საზოგადოების პარანოიდალური ინფორმირება. პაციენტი მზადაა გლდანისთვის – რატომ არ ვიმჩნევთ?”