საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

პრემიერი:ჩვენმა მთავრობამ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, ათწლიანი უწყვეტი მშვიდობის უზრუნველყოფა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

პრემიერი:ჩვენმა მთავრობამ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება, ათწლიანი უწყვეტი მშვიდობის უზრუნველყოფა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა

რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კომპლექსური საკითხები არასტაბილურობით ხასიათდება სხვა გლობალური საკითხების და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც არასტაბილურობას ქმნის და ეს ჩვენთვისაც გამოწვევაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის უზრუნველყოფით ჩვენმა მთავრობამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა, სტაბილურობის შენარჩუნება, ათწლიანი უწყვეტი მშვიდობა და უზრუნველყო ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ხოლო, მშპ-ს ზრდის ტემპი 10%-ზე მეტი იყო 2022-2023 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7%-ის მიაღწია. ინფლაცია 1%-ზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით საქართველო შეინარჩუნებს საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის სტატუსს.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტების ინდექსში დიდი მოწონებით სარგებლობს. რამდენიმეს დავასახელებ: 2023 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ღია ბიუჯეტის კვლევის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგების თავში მოექცა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში საქართველო გადაასწრო ევროკავშირის და ნატოს ბევრ სახელმწიფოს და 2023 წლის მდგომარეობით პირველ ოცდახუთეულშია ყველაზე ღია ეკონომიკით.“, – აღნიშნა პრემიერმა